ჩანართი და დანართები ტექსტები ვეფხისტყაოსნისა, 1948 წ.

316. ავთანდილ შეჯდა, წავიდა, ტარიას გაესალამა; იგი ორნივე გაყრისა დაწვნა ცეხლისა ალამა; სრულად ინდონი მისტირან, ცრემლმან მინდორი დალამა; ავთანდილ იტყვის: “მომკლაო სოფლისა მე სამსალამა”.

317. ერთგან ფრიდონ და ავთანდილ იარნეს დღენი მცირენი; გზამან გაჰყარნა, წავიდეს თავის-თავ ანატირენი; კარგად მოუხდეს მათ მათნი საქმენი დანაპირენი, ავთანდილ მიჰხდა არაბეთს, ნახნა არ ცუდნი ჭირენი.

318. გამოეგებნეს არაბნი, სამეფო დააშვენა მან; ნახა მზე მისი, მირიდა მისთა სურვილთა წყენამან; მის თანა ტახტსა დავეჯდა, ილხინა მჭვრეტთა ლხენამან, გაახელმწიფა გვირგვინი ზეცით მოსრულმან ზენამან.

319. მათ სამთავე ხელმწიფეთა ერთმანერთი არა სძულდეს, ერთმანერთსა ნახვიდიან, საწადელნი გაუსრულდეს, ბრძანებისა შემცილენი მათთა ხრმალთა დავეწყლულდეს, მოიმატეს სამეფონი, გახელმწიფდეს, გამორჭმულდეს.

320. ყოვლთა სწორად წყალობასა ვითა თოვლსა მოათოვდეს; ობოლ-ქვრივნი დაამდიდრნეს და გლახაკნი არ ითხოვდეს; ავის მქმნელნი დააშინნეს, კრავნი ცხვართა ვერა სწოვდეს, შიგა მათთა საბრძანისთა თხა და მგელი ერთად სძოვდეს.

321. გასრულდა მათი ამბავი ვითა სიზმარი ღამისა გარდახდეს, გავლეს სოფელი ნახეთ სიმუხთლე ჟამისა ვის გრძლად ჰგონია მისთვისცა არის ერთისა წამისა ვსწერ ვინმე მესხი მელექსე მე რუსთველისა და მისა

322. ქართველთა ღმრთისა დავითის, ვის მზე მსახურებს სარებლად, ესე ამბავი გავლექსე მე მათად მოკამათებლად, ვინ არის აღმოსავლეთით: დასავლეთს ზართა მარებლად, ორგულთა მათთა დამწველად, ერთგულთა დამამგრებლად.

323. დავითის ქნანი ვითა ვჰთქუნე, სიჩალხე სიხაფეთანი! ესე ამბავი უცხონი: უცხოთა ჴელმწიფეთანი, პირველ ზნენი და საქმენი, ქებანი, მათ მეფეთანი, ვპოვენ და ლექსად გარდავთქვენ, ამითა ვილაყფეთანი.

324. ესე ასეთი სოფელი, არვისგან მისანდობელი, წამია კაცთა თვალისა და წამწამისა მსწრობელი. რასა ვინ ეძებთ, რას აქნევთ, ბედია მაყივნებელი! ვის არ შეუცვლის, კარგია, ორისავ იყოს მხლებელი.

325. ამირან დარეჯანის ძე მოსეს უქია ხონელსა, აბდულ მესია შავთელსა, ლექსი მას უქეს რომელსა, დილარგეთ სარგის თმოგველსა, მას ენა დაუშრომელსა, ტარიელ მისა რუსთველსა, მისთვის ცრემლ-შეუშრომელსა.

ტარიელისაგან ინდოთ მეფის სიკვდილის ცნობა

326. მაშინ გაჰხდეს ყველაკანი მტირალად და ცრემლთა მღვრელად; დიდი ხანი მოიტირეს თავის-თავის გაუყრელად; ავთანდილ და ფრიდონ ტირან გულ-სადაგად, არ თუ ჭრელად მაგრა ექმნნეს სულსა მღებელ, კათოლიკოს-მაწყვერელად.

327. ზე ადგეს და მოახსენეს: .. ჰე მნათობნო, ცისა მზენო, დასთმეთ, გული დაიწყბნარეთ, ქენით, რაცა მოგახსენო; იგი ღმერთმან გაამაღლა, ვითა ორბი, მისნო ფრთენო. აქ ყოფნა არა გვმართებს, არცაღა გვცალს გლოვად ჩვენო”.

328. მადლი უბრძანეს, აწვივნეს, ქვე დასხეს ზე ადგომილნი მუნვე დგეს იგი ვაჭარნი, პირსა ფერ-ჰაერ-კრთომილნი; შეშინებულნი საბრალოდ, მართ ვერას ვერ მიხდომილნი; ებრძანა: “ძმაო, რა გიკვირს, ჩვენ იგი ვართ წახდომილნი.

ტარიელისაგან ინდოეთს მისვლა და ხატაელტა დამორჩილება

329. უბრძანა: “ერთხელ კვლავც ვნახე რამაზის სიმუხთალია, იმათი ისრე მოდენა ჩვენზედა არ მართალია, ფიცი არა მწამს დღე-კრულსა, არცა მაჰმადის რჯულია, ღალატს ეცდების უცილოდ, ეს მათგან გაზრახულია.

330. აწ შეუტიოთ, ნუ ვარჩევთ, მათ გუცუდოთ ფლიდობა” ავთანდილ ბრძანა: “ვაცალოთ, ქნან ჩვენკენ მონაზიდობა; ჩვენცა ცოტანი ვეჩვენნეთ, ვსცნათ მათი ხმალთა დიდობა, გამოაცხადეთ უცილოდ, სადა ჰყავს ლაშქართ ყრილობა.

331. რამაზ ბრძანა: “შევეხვეწნეთ, შევეტყუვნეთ საქმით ჩვენით, ვერას უზამთ გოლიათთა, თუ არ ხერხით, თვალთა ჩვენით, შეგვანანებს აქ მოსლვასა, ამოგვაგდებს ლაშქრით ჩვენით, შევეხვეწნეთ ნუ დაგვხოცო, მოუვიდეთ ნებით ჩვენით.”

332. მათ გმირთა მათ ხერხთა გამამრჩევლობა, შესძახეს: “ნახეთ აწ, რამაზ, ამ ჩვენთა ხმალთა მკვეთლობა, ცოტა წინარე წამოდეგ, არას გიშველის დედლობა, ფრიდონის სიკისკასობა, შენს ლაშქარზედა ქველობა.”

333. მართ ამაზედა შეიქნა შეტევებ-შემოტევება; ხატაელთ ღმერთი შერუისხდა, შეექნა გამომჟღავნება; ლაშქარნი სრულად მოვიდეს, რაც რამაზს გულში ენება; ავთანდილ ბრძანა: “ამითი მე ესე ასრე მენება.”