... (H-302), 1803 წ.

139. იტყვის თუ ამა სიტყვითა, მას ფერი შეეცვალების, ვისთვისმე ჴელი უცილოდ, მას ცრემლი ემალმალების, კულავ უთხრა დაო მიჯნური, მიჯნურთა შეებრალების, ესეცა იცი სიკუდილსა, თჳთ ეძებს არ ეკრძალების-

140. ვარ მიჯნური ჴელი ვინმე, გაუძლედლად სულთა დგმისად, ჩემმან მზემან გამომგზავნა, საძებარად ამა ყმისად, ღრუბელიცა ვერ მიჰხუდების, მე მისრულვარ სადა ვლისად, გული შენი მიპოვნია, მისი შენდა შენი მისად-

141. მისი სახე გულსა ჩემსა, ხატად ასრე გამოვხატე, მისთვის ხელმან გამოჭრილმან, ლხინი ჩემი ვაალქატე, ორისაგან ერთი მიყავ, ტყუჱ მყავ ანუ მააზატე, ან მაცოცხლე ანუ მამკალ, ჭირი ჭირსა მამიმატე-

142. ქალმან უთხრა ყმასა სიტყვა, პირუჱლისა უამესი, ეგე სიტყვა მოიგონე, დია რამე უკეთესი, ძოღან საქმე მტერობისა, გულსა ჩემსა შთამოსთესი, აწ მოყუარე გიპოვნივარ, დისაგანცა უფრო დესი-

143. მაშა რადგან მიჯნურობა, შენად ღონედ მოიგონე, არ ეგების ამას იქით, თუმცა თავი არ გამონე, არ შენ მოგცე თავი ჩემი, დაგაბნიე დაგაღონე, შენთჳს მოვჰკვდე ამისებრივ, მემცა საქმე რა ვიღონე-

144. აწ რაცა გითხრა თუ ამა, საქმესა დამმორჩილდები, რასაცა ეძებ მიჰხუდები, უცილოდ არ ასცილდები, თუ არ მამისმენ ვერ ჰპოებ, ლ რაზომმცა ცრემლსა ჰმილდები, მოგხუდების მდურვა სოფლისა, მოჰკუდები გაცასწბილდები-

145. ყმამან უთხრა ეგე საქმე, ამას ჰგავსო არა სხუასა, ორნი კაცნი მოდიოდეს, სადაურნი სადმე გზასა, უკანამან წინა ნახა, ჩავარდნილი შიგან ჭასა, ზედ მიადგა ჩაჰყიოდა, ტირს იზახის ვაგლახ ვასა-

146. ეგრე უთხრა ამხანაგო, იყავ მანდა მომიცადე, წავალ თოკთა მოსატანად, მწადსო თუმცა ამოგზიდე, მას ქუჱშეთსა გაეცინა, გაუკვირდა მეტად კიდე, შემოჰყივლა არ გელოდე, სად გაგექცე სად წავიდე-

147. აწ დაო შენთა ჴელისაა, ჩემი საბელი ყელისა, სხუად უღონოა უშენოდ, ჩემგან აპყრობა ჴელისა, რასაცა მიზამ შენ იცი, შენ ხარ წამალი ხელისა, თუარა ვისმცა ექმნა გორლითა, შეკურა თავისა მრთელისა-

148. ქალმან უთხრა მამეწონა, ყმაო შენი ნაუბარი, ხარ უცილოდ კარგი ვინმე, მოყმე ბრძენთა საქებარი, ვინათგან ხარ ვაქანამდის, მაგა ჭირთა დამთმობარი, რაცა გითხრა მამისმინე, გიპოვნია საძებარი-

149. იმა მოყმისა ჰამბავი, არსად არა იპოვების, თჳთ თუ არ გითხრობს არ ითქმის, არ ვისგან დაიჯერების, მოილოდინე მოვიდეს, რაზომცა დაგეყოვნების, დადუმდი ვარდსა ნუ აზრობ, ცრემლითა ნუ ითოვნდების-

150. გითხრა თუ ცოდნა გწადიან, ჩუჱნისა შენ სახელისა, ტარიელ არის სახელი, იმა მოყმისა ხელისა, მე ასმათ მქვიან რომელსა, მკლავს წუა ცეცხლისა ცხელისა, მაქუს სულთქმისა ბევრისა, მაშა თუ არ ერთხელისა-

151. ამის მეტსა ვერას გითხრობ, მე სიტყუასა ამისთანსა, ისი მინდორს არონინებს, ტანსა მჭევრსა მე მაჯანსა, ვჰსჭამ გლახ მარტო ნადირისას, მისგან ჴორცსა მონატანსა, აწვე მოვა არა ვიცი, თუ დაჰყოვნის დიდსა ხანსა-

152. ამას გვედრებ მოიცადო, თავი სხვაგან არსად არო, რა მოვიდეს შევეხვეწო, ნუთუ ვით რა მოვაგვარო, ერთმანერთსა შეგამეცნე, თავი შენი შევაყვარო, თჳთ გიამბოს საქმე მისი, საყუარელსა გაახარო-

153. ქალსა ყმამან მოუსმინა, დამორჩილდა დართო ნება, ამა ზედა მოიხედეს, ჴევით ესმა ჩხაპუნება, მთუარე წყალსა გამოსრული, ვნახე შუქთა მოვანება, უკურიდეს და აღარა ქნეს, მუნ ხანისა დაყოვნება-

154. ქალმან უთხრა ყმაო ღ~თნ, მოგცა ჟამად რაცა გინა, მაგრამ თავი უჩინოდ ქმენ, დამალული იყავ შინა, იმა ყმისა მეუნებლე, ჴორციელი არავინა, ნუთუ ვით რა მოვაგვარო, შენი ნახუა არ ეწყინა-

155. ავთანდილ ქუაბსა დამალა, ქალმან მალვითა მალითა, იგი ყმა ცხენსა გარდახდა, შუჱნოდა კაპარჭ ჴრმალითა, ატირდა მაღლად ცრემლითა, ზღუათაებრ დაუმშრალითა, ავთანდილ სარკმლით უჭურეტდა, ჭურეტითა იდუმალითა-

156. ამარტის ფერად შესცვალა, ბროლი ცრემლისა ბანამან, დიდხან იტირეს ყმამან და, მან ქალმან შაოსანამან, შეხსნა შეიღო აბჯარი, ცხენიცა შეიყვანა მან, დადუმდეს ცრემლნი მოჰკუჱთეს, შავმან გიშრისა დანამან-

157. ავთანდილ სარკმლით უჭვრეტდა, ტყუჱ საკნით ნააზატები, მან ქალმან ქვეშე დაუგო, ვეფხის ტყავისა ნატები, მას ზედა დაჰსჯდა იგი ყმა, სულთქვამს ჭირ მონამატები, სისხლისა ცრემლსა გაეწნა, შუა გიშრისა სატები-

158. მან ქალმან ჴელჰყო კვესითა, გზება ცეცხლისა ცხელისა, ეგონა ჭამა ჴორცისა, შემწვრისა შეუქნელისა, მიუპყრა ერთი ახლიჩა, ქმნაა საქმისა ძნელისა, ძალი არ ჰქონდა დაუწყო, გამოყრა უცოხნელისა-