... (H-302), 1803 წ.

159. ცოტად მიწვა მიიძინა, თუცა ყოლა ვერა მეტი, შეკრთა დიდნი დაინახა, წამოიჭრა ვითა რეტი, იზახის და წამწამ იკრის, გულსა ლოდი თავსა კეტი, ცალკერძ ტირს და პირსა იხოკს, ქალი შინა მჭურეტი-

160. რად დაჰბრუნდი მოახსენა, მითხარ რაცა წაგეკიდა, მან უბრძანა მონადირე, მეფე ვინმე გარდმეკიდა, ჰყუჱს ლაშქარნი უთვალავნი, ბარგი მძიმედ აეკიდა, იგი მინდორს ნადირობდა, დაეფანჩვა მარეკი და-

161. სევდად მეცა კაცთა ნახუა, ცეცხლი უფრო გავიალე, არ მივეო ახლოს შეყრად, თავი ჩემი შევიწყალე, მათგან მკრთალი შემოვბრუნდი, ტყესა შიგან დავიმალე, ვჰსთქუი ნუთუმცა უკუმრიდა, რა გათენდეს წავალ ხვალე-

162. ქალსა ცრემლნი გარდმოჰსცვივდეს, ას ნაკეცნი ბევრის ბევრად, მოახსენა მჴეცთა თანა, იარები მარტო ტევრად, არას კაცსა არ იახლებ, საუბრად და შემაქცევრად, მას მაგითა ვერას არგებ, დღეთა შენთა ცუდად ლევ რად-

163. ყოვლი პირი ქუეყანისა, ერთობ სრულად მოგივლია, ერთი კაცი შემაქცევლად, შენად ვითა დაგუელია, გიახლოს და არ გაშმაგდე, თუცა ჭირი არ გაკლია, შენ მოჰკუდე და იგი წახდეს, ესე შენთვის რა მადლია-

164. უბრძანა დაო ეგეა, ჰმსგავსი შენისა გულისა, მაგრა არ არის ქუეყანად, წამალი ამა წყლულისა, ვის ძალ უძს პოვნა კაცისა, თჳთ სოფლად არ მოსრულისა, ჩემი ლხინია სიკუდილი, გაყრა ჴორცთა და სულისა-

165. ღ~თნ სხუამცა ეტლსა ჩემისა, რადმცა კაცი რად დაბადა, სიახლე და საუბარი, თუმცა მისი მე მეწადა, ვინმცა გასძლნა ჭირნი ჩემნი, ანუ ვინმცა შეეცადა, შენგან კიდე ჴორციელი, დაო მივის არასადა-

166. ქალმან ჰკადრა არ გამიწყრე, ვიშიშვი და ვიაჯ დია, რადგან ღ~თსა ვეზირობა, შენი ჩემზედ მოუგდია, ვერ დავმალავ უკეთესა, რაცა საქმე გამიცდია, არა ვარგა უსაზომო, თავი ზომსსა გარდგიხდია-

167. ყმამან უთხრა რას მენუკევ, არა ვიცი გამიცხადე, კაცი ჩემად სამსახურად, უღ~თოდ მემცა ვით დავბადე, ღ~თსა ჩემი უბედობა, უნდა მემცა რას ვეცადე, გაღანამცა გავნადირდი, თავი ასრე გავიჴადე-

168. ქალმან კულავ ჰკადრა, გაგსაჯე მეტითა შეგონებითა, მაგრამ თუ კაცი მოგგუარო, მოგყუეს თავისა ნებითა, იგი გიახლოს ილხენდე, მისითა შემეცნებითა, ჰფიცე არ მოჰკლა არ იყო, არ სავნებლისა ვნებითა-

169. მან უბრძანა თუ მაჩვენებ, ვნახავ დიდად გავიხარებ, სიყუარულმან მისმან ვისთვის, ხელი მინდორს თავსა ვარებ, არას უზამ უგემურსა, არათ ოდეს გავამწარებ, რაცა ჩემგან იამების, ვაამებ და შევიყუარებ-

170. ქალი ადგა და წავიდა, მის ყმისა მოსაყუანებლად, არ ეწყინაო უამბობს, არს მისად მაგულვანებლად, ჴელი მოჰკიდა მოჰყუანდა, ვით მთვარე მოსავანებლად, იგი რა ნახა ტარიელ ჰსჰსთქუა, მზისა დასადარებლად-

171. წინ მოეგება ტარიელ, მართებს ორთავე მზე დარად, ვერ მათებრ მთუარე უღრუბლოდ, შუქთა ჰფენდეს ქვე ბარად, რომე მათთანა ალვისა, ხეცა ვარგიყოს ხედ არად, ჰგუანდეს შვიდთავე მნათობთა, სხვადმცა რისა ვჰთქვი მე დარად-

172. მათ აკოცეს ერთმანერთსა, უცხოობით არ დარიდეს, ვარდსა ჴლეჩდეს ბაგეთაგან, კბილნი თეთრნი გამოსჭვირდეს, ყელი ყელსა გადააჭუდეს, ერთმანერთსა აუტირდეს, ქარვად შექმნეს იაგუნდი, მათნი თუცა ლალად ღირდეს-

173. მობრუნდა ყმამან ავთანდილს, ჴელი შეუპყრა ჴელითა, ერთგან დასხდეს და იტირეს, დიდხან ცრემლითა ცხელითა, ასმათი სულსა უღებდა, სიტყუითა საკვირველითა, თავთა ნუ დაჰხოცთ ნუ ბნელ იქთ, მზესა თქვენისა ბნელითა-

174. ტარიელის ვარდი იყო, დათრთვილული არ დაზრული, ყმასა უთხრა მესწრაფების, მითხარ შენი დაფარული, ვინ ხარ ანუ სით მოსულხარ, სადაური სით მოსრული, მე სიკუდილსა აღარ ვახსოვ, ვარ მისგანცა გაწირული-

175. ავთანდილ გასცა პასუხი, სიტყვები ლამაზებია, ლომო და გმირო ტარიელ, ვის თავი გინაზებია, მე ვარ არაბი არაბეთს, არს ჩემი დარბაზებია, მიჯნურობითა დამწვარვარ, ცეცხლი უშრეტი მგზებია-

176. მე პატრონისა ჩემისა, ასული შემყუარებია, თჳთ მეფედ მათად მას ხედვენ, მონები მკლავ მაგრებია, თუცა არ მიცნობ გინახავ, თავი ვით გიაზრებია, გახსოვსცა ოდეს დაჰხოცე, მონები გმირთ დარებია-

177. შენ მინდორს გნახეთ გაჭრილი, ჩვენ ზედა გარდგეკიდენით, პატრონი ჩემი გაგიწყრა, ჩვენ ჴაფად წაგეკიდენით, გიხმეთ არ მოხველ ლაშქარნი, უკანა გამოგკიდენით, შენ ველნი წითლად შეღებენ, სრულად სისხლისა კი დენით-

178. ყველაკასა მათრახითა, თავი უჴმლოდ გარდაკვეთეთ, მეფე შეჯდა დაგვეკარგე, კუალი შენი ვერ მოვჰკუჱთე, ვითა ქაჯი დაიმალე, მონებიცა დავაფეთეთ, ამან უფრო დაგვაშმაგა, თავი სრულად გავაშეთეთ-