... (H-302), 1803 წ.

119. აწ ამას ჩემთვის ღ~თისაგან, სხვა საქმე რა ვამჯობინო, ქალი შევიპყრა მის ყმისა, ამბავი ვაამბობინო, ჩემიცა ვუთხრა ყველაი, მართალი გავაბჭობინო, მას ყმასა ჴრმალი არა ვჰკრა, არც მისი დავისობინო-

120. ჩამოვიდა ცხენი ახსნა, მისგან ჴესა შემობმული, ზედა შეჯდა გაემართა, ქუაბი იყო კარ გახმული, მუნით ქალი გამოიჭრა, გულ მდუღარე ცრემლ დასხმული, ეგონა თუ დაბრუნდაო, პირი ვარდი ბროლ ბაკმული-

121. ვერ იცნა სახე არ გვანდა, მისი მის ყმისა საჴესა, ფიცხლა გაიქცა მიმართა, ზახილით კლდესა და ჴესა, ყმა გარდაიჭრა დააბა, ვითა კაკაბი მაჴესა, ჴმას სცემდეს კლდენი ქალისა, ზახილსა მუნ ერთ საჴესა-

122. მას ყმასა თავი არ მისცა, ჭვრეტადცა ებილწებოდა, ვითა კაკაბი არწივსა, მჭურეტი მი და მო ჰკრთებოდა, ტარიელს ვისმე უზახდა, მწედ თუცა არ ემწებოდა, ავთანდილ მუხლთა უყრიდა, თითითა ეხვეწებოდა-

123. ეტყოდა სულე რამც გიყავ, კაცი ვარ ადამიანი, უფერო ქმნილნი მინახვს, ვარდნი და ისი იანი, მისი რამ მითხარ ვინ არის, ტან სარო პირბაკმიანი, სხუად არას გიზამ ნუ გეშის, ნუ ჰყივი აგრე ჴმიანი-

124. ქალი ეტყოდა ტირილით სარჩელი უგავს ბრჭობასა, თუ არ შმაგი ხარ დამეხსენ შმაგი ხარ მოდი ცნობასა, აწ მეტად ძნელსა საქმესა მნუკევ ადვილად თხრობასა, ცუდად ნუ ჰსცთები ნუ ელი მაგა ამბვისა მბობასა-

125. კულავ ეტყვის ყმაო რა გინდა, ანუ მენუკვი მე რასა, მაგა საქმისა ვერა იქს, ვერცა კალამი წერასა, შენ ერთხელ მეტყვი მითხარო მე ასჯერ გეტყვი ვერასა, ვითა ტირილი სიცილსა, ვაგლახი მიჯობს მღერასა-

126. ქალო არ იცი სით მოვალ, რა ჭირნი მამითმენიან, ოდითგან ვეძებ ჰამბავთა, ესე არვისგან მსმენიან, შენ მიპოვნიხარ სიტყუანი, ჩემნი რაზომცა გწყენიან, ვერ დაგეხსნები მიამბე, ჩემგან ნუღარა გრცხვენიან-

127. ქალმან უთხრა რას შეგესწარ, მე ვინ ვარ და ანუ შენო, მზე არ მახლავს შეგეტყუების, თრთვილო ასრე მით მაწყენო, გრძელი სიტყუა საწყინოა, ასრე მოკლედ მოგახსენო, ვერასათვის ვერ გიამბობ, რაცა გინდაიგი ჰქმენო-

128. კულაცა ჰკადრა ზენარობით, მიუყარნა მუხლნი წინა, მაგრამ ვერა ვერ დაჰყარა, მუდარობა მოეწყინა, პირსა ზედა გაგულისდა, თუალთა სისხლი მოედინა, ადგა თმითა წამოზიდნა, ყელსა დანა დააბრჯინა-

129. ეგრე უთხრა მე ეზომი, ჯავრი ვითა შეგარჩინო, როგორა თუ ამატირო, ცრემლი ცუდად დამადინო, გიჯობს მითხრა ამის მეტი, მართ აღარა არ გაწყინო, თუარა ღ~თნ მტერი ჩემი, მოკლას ვითა მოგაკვდინო-

130. ქალმან უთხრა ეგე ღონე, მოიგონე მატად ავი, თუ არ მამკლავ თჳთცა მხედავ, მრთელი ვარ და მოუკლავი, რა ვით გითხრა სადამდისცა, ვიყო ჭირთა უნახავი, კულავ თუ მამკლავ სასაუბროდ, აღარ მებას ზედან თავი-

131. კულავ ეტყუის ყმაო რად, მპოვე ვინ მეუბნები მე ვინო, ეგე ამბავი ცოცხალსა, ენითა ვერ მათქმევინო, მე ჩემი თავი ჩემი ნებითა, ჩემითა მოგაკლევინო, ვითა უსტარი ბედითი, ადვილად დაგაჴევინო-

132. ჩემი სიკუდილი შენ ჩემად, პატიჯად ნურად გგონია, მით რომე დამხსნი ტირილსა, შემშრების ცრემლთა ფონია, ჩალად მჩანს ყოვლი სოფელი, მისთჳსვე შემიწონია, ვერ გიცნობ ვინ ხარვის, გითხრა სიტყუანი მისანდონია-

133. ყმამან ჰსთქუა თუ არ ეგების, აწ ამისი ასრე თქმევა, სხუასა რასმე მოვიგონებ, სჯობს საქმისა გამორჩევა, გაუშვა და ცალკე დაჯდა, ჰსტირს დაუწყო ცრემლთა ფრქვევა, ქალსა უთხრა გაგარისხე, აწ არ ვიცი ვით დავრჩე ვა-

134. ქალი დაუჯდა კუშტ გვარად, ქუშობს ჯერთ არ დამტკბარია, ავთანდილ ქუჱ ზის ტირილად, აღარას მოუბარია, ვარდისა ბაღსა მოგუბდა, ცრემლისა საგუბარია, კულავ იქით ქალი ატირდა, მისთვის გულ ნალმობარია-

135. ყმა მტირალი შეებრალა, ამად ცხელნი ცრემლნი ღუარნა, მაგრამ უჯდა უცხოს უცხო, არ ბაგენი აუბარნა, ყმამან სცნა თუ გონებანი, ჩქარნი ჩემთვის დააწყნარნა, ცრემლ დენილი შეეხვეწა, ადგა მუხლნი მიუყარნა-

136. უთხრა ვიცი აღარ ვარგხარ, შენ აწ ჩემად დასანდობლად, გაგარისხე დაგრჩომივარ, ღარიბად და ამად ობლად, აწ ეგრეცა თავი ჩემი, დამიძს შენთვის დასანდობლად, ამად რომე შეცოდება, შვიდ გზის თქმულა შესანდობლად-

137. თავი ჩემი სამსახურად, თუცა ავად მოგაწონე, მიჯნურისა შებრალება, ჰჴამს ესეცა გაიგონე, სხუაგნით ყოვლგნით უღონო ვარ, არვინ არის ჩემი ღონე, სულსა მოგცემ გულისათჳ ს, სხუა მეტიმცა რა გამონე-

138. რა ქალსა მიჰხუდა ყმისაგან, მიჯნურობისა მონება, გულამოსკუნითა დაიწყო, ასკეცად ცრემლთა დინება, კულავ გაამაღლა ზახილით, ტირილი არ გაცინება, ავთანდილს ღთ~ნ წადილი, მისცა გულისა ლხინება-