... (H-302), 1803 წ.

79. იტყვის ღ~თო სამართალი, შენნი ჩემთვის რად ამრუდენ, მე ეზომნი სიარული, კიდე გლახ რად გამიცუდენ, გულით ჩემით სიხარულნი, აფჰხვრენ ჭირნი დააბუდენ, დღეთა ჩემთა ცრემლნი ჩემნი, ვერათოდეს დავიყუდენ-

80. კულაცა იტყვის დათმობა სჯობს, და თავსავე ეუბნების, დღეთა ადრე ნუ მოკუდები, გული ჩემი ნუ დადნების, უღთოდ ვერას ვერ მოვაწევ, ცრემლი ცუდად მედინების, განგებასა ვერვინ შესცვლის, არ საქმნელი არ იქმნების-

81. თავს უთხრა მოჰკვე გიჯობს, სიცოცხლეს აუგიანსა, მიხუალ დაგხვდების თინათინ, ანათებს დღესა მზიანსა, გკითხოს მის ყმისა ამბავი, რა გმართებს ვაგლახიანსა, იგონებს წამწამ მიჰყუჱბის, ტყის პირსა შამბნარ წყლიანსა-

82. ყოვლნი არსნი ცას ქუეშეთნი, ერთობ სრულად მამივლიან, მაგრამ საქმე იმ კაცისა, ვერა სადა შემიგნიან, უღონიოდ მართალ იყუნეს, რომელთაცა ქაჯად თქვიან, აწ ტირილი არას მარგებს, ცუდად ცრემლნი რასა მდიან-

83. მთით ჩამოვიდა ავთანდილ, გავლო წყალი და ტყენია, მინდორს აცორვებს ტაიჭსა, შეჟღრენით მონაწყენია, გასცუდებოდეს მკლავნი და, მისი სიამაყენია, ბროლისა ველსა ჰსტურფობდეს, გიშრისა მუნ საყენია-

84. მობრუნება დააპირა, სულთქნა მერმე ივაგლახა, მას მინდორსა დაემართა, გზა თვალითა [................] თუჱსა ერთსა სულიერი, კაცი [...........] მჴეცნი იყუნეს საშინელნი, მაგ[................]

85. [................................................................................] [...............................................................................] [..............................................................................] [..............................................................................]

86. ცხენსა მისცა საძოვარი, ვირე მწვადი შეიწოდეს, ექუსნი ვინმე ცხენოსანნი, ნახა მისკენ მოდიოდეს, ჰსთქუა თუ გუანან მეკობრეთა, თვარა კარგი რამც იცოდეს, აქა კაცი ხორციელი, ვის ენახოს კულავცა ოდეს-

87. ჴელთა ჰქონდა ისარ მშვილდი, მათკენ მივა მხიარული, ორთა კაცთა წვეროსანთა, ყმა მოჰყვანდა უწვერული, თავსა იყო დაკოდილი, შეებნიდა სისხლსა გული, ტიროდეს და იჭიროდეს, ცოტა ედგა მას გლახ სული-

88. უყივლა თუ ძმანო ვინ ხართ, მეკობრეთა დაგაჰმსგავსე, მათ მიუგეს დაგვიწყნარდი, გვიშუჱლე რა ცეცხლნი ავსე, ვერა გვარგო მოგვიმატენ, ჭირი ჭირთა მოგვისავსე, სატირელნი მოგვიტირენ, ღაწვნი შენცა დაიმხავსე-

89. ავთანდილ მიდგა ეუბნა, მათ კაცთა გულ მდუღარეთა, მათ უთხრეს მათი ამბავი, ტირილით მოუბარეთა, ჩვენ ვართო ძმანი სამნივე, მით ვიდენთ ცრემლთა მწარეთა, დიდი გუაქუს ციხე ქალაქი, ხატაეთს არე მარეთა-

90. კარგი გვესმა სანადირო, ნადირობას წამოვედით, გუყუჱს ლაშქარნი უთვალავნი, წყლისა პირსა გარდავჴედით, სანადირო მოგვეწონა, თუჱსა ერთსა არ წავედით, ვხოცეთ მჴეცი უსაზომო, მინდორით და მთით და ქედით-

91. ჩუჱნ სამთა ძმათა ჩუჱნთანა, მესროლნი დავაწბილენით, მით ერთმანერთსა სამნივე, ჩვენ კიდე დავეცილენით, მე უკეთ მოვჰკლავ მე გჯობო, სიტყვანი ვავაქილენით, ვერ გავაჩინეთ მართალი, ვისარჩლეთ ვითაკილენით-

92. დღეს ავჰყარენით ლაშქარნი, სავსენი ირმის ტყავითა, ვჰთქვით გავაჩინოთ მართალი, ვინ ვსჯობთ თავისა მკლავითა, თავსა ვახელებთ მარტონი, დავდგეთ თავის თავითა, თჳთ დანახულსა მოვჰკლვიდეთ, ნუ ვესვრით დამნახავითა-

93. ჩუჱნ ვიახლენით სამთავე, სამნივე მეაბჯრენია, ლაშქართა წასლვა უბრძანეთ, მით არას მოაზრენია, მოვინადირეთ მინდორი, ისი ტყენი და ღრენია, დავჴოცეთ მჴეცნი ფრინველი, არცა ზე გარდაგვფრენია-

94. ანაზდად მოყმე გამოჩნდა, კუშტი პირ გამქუშავია, ზედა ჰსჯდა შავსა ტაიჭსა, მერანი რამე შავია, თავსა და ტანსა ემოსა, გარე თმა ვეფხის ტყავია, ჯერ მისი ჰმსგავსი შვენება, კაცთაგან უნახავია-

95. უჭურიტეთ მისთა ელუათა, შუქნი ძლივ გავიცადენით, ვჰსთქუით თუ მზეაო ქვეყნად, ნუ ვეუბნებით ცად ენით, მისი მოგვინდა შეპყრობა, ვჰკადრეთ და შევეცადენით, ასრე სულთქმით და ვაებით, მით ვართ ცრემლისაცა დენით-

96. მე უხუცესმან უმცროსსა, კაცი დავსთხოვე ქენებით, ჩემმა შედეგმან ტაიჭი, მისი თჳთ აქო ხსენებით, ამან მართ ოდენ მორევნა, გვითხრა უალეთ ჩვენებით, მივმართეთ იგი აგრევე, წყნარად მივა და შვენებით-

97. ბროლმან ლალსა გარეულმან, ვარდნი თხელნი ანატიფნა, იგი ტკბილნი გონებანი, ჩვენთვის მეტად გაამყიფნა, არად გურაცხნა არცა მოგუხუჱნა, ყოლე არად ამოგვკრიფნა, მისნი მკუახედ მოუბარნი, მათრახითა დაგვამწიფნა-

98. უმცროსსა ძმასა ნებაჰრთულს, უკან არღა მოვზიდენით, ჴელი მოჰკიდა დადეგო, ესეცა ჰკადრა კიდ ენით, მან ჴრმალსა ჴელი არ მიჰყო, ჩვენ ამად დავერიდენით, თავსა გარდაჰკრა მათრახი, ვნახეთ სისხლისა კი დენით-