ვეფხისტყაოსანი, 1963 წ.

165. ქალი დაუჯდა კუშტ-გვარად, ქუშობს, ჯერთ არ დამტკბარია. ავთანდილ ქვე-ზის ტირილად, აღარას მოუბარია. – ვარდისა ბაღსა მოგუბდა ცრემლისა ნაგუბარია. – კვლა იქით ქალი ატირდა, მისთვის გულ-ნალმობარია. –

166. ყმა მტირალი შეებრალა, ამად ცხელნი ცრემლნი ღვარნა, მაგრა უჯდა უცხოს უცხო, არ ბაგენი აუბარნა. ყმამან ცნა თუ, – “გონებანი ჩქარნი ჩემთვის დააწყნარნა!– ცრემლ-დენილი შეეხვეწა, ადგა, მუხლნი მიუყარნა.

167. უთხრა: “ვიცი, აღარ ვარგხარ, შენ აწ ჩემად დასადობლად. გაგარისხე, დაგრჩომივარ ღარიბად და ამად ობლად აწ ეგრეცა თავი ჩემი დამიც შენთვის დასანდობლად, ამად რომე შეცოდება შვიდ-გზის თქმულა შესანდობლად.

168. “თავი ჩემი სამსახურად თუცა ავად მოგაწონე,– მიჯნურისა შებრალება ჴამს, ესეცა გაიგონე სხვაგნით ყოვლგნით უღონო ვარ, არვინ არის ჩემი ღონე სულთა მოგცემ გულისათვის, სხვა მეტიმცა რა გაქონე!”

169. “ვარ მიჯნური, ხელი ვინმე, გაუწყვედლად სულთა-დგმისად ჩემმან მზემან გამომგზავნა საძებარად იმა ყმისად. – ღრუბელიცა ვერ მიჰხვდების, მე მისრულვარ სადა, მი, სად!– გული თქვენი მიპოვნიან, – მისი შენდა, შენი მისად.

170. “მისი სახე გულსა ჩემსა ხატად ასრე გამოვხატე, მისთვის ხელმან, გამოჭრილმან, ლხინი ჩემი ვაალქატე. – ორისაგან ერთი მიყავ, – ტყვე-მქმენ, ანუ მააზატე, ან მაცოცხლე, ანუ მომკალ, ჭირი ჭირსა მომიმატე!”.

171. ქალმან უთხრა ყმასა სიტყვა პირველისა უამესი: “ეგე სიტყვა მოიგონე დია რამე უკეთესი: წეღან საქმე მტერობისა გულსა ჩემსა შთამოსთესი, აწ მოყვარე გიპოვნივარ, დისაგანცა უფრო დესი.

172. “აწ რაცა გითხრა, თუ ამა საქმესა დამმორჩილდები, რასაცა ეძებ, – მიჰხვდები, უცილოდ არ ასცილდები თუ არ მომისმენ, ვერ ჰპოვებ, რაზომმცა ცრემლსა ჰმილდები, მოგხვდების მდურვა სოფლისა, მოჰკვდები გაცასწბილდები”.

173. ყმამან უთხრა: “ეგე საქმე ამას ჰგავსო, არა სხვასა: ორნი კაცნი მოვიდოდეს სადაურნი სადმე გზასა. უკანამან წინა ნახა ჩავარდნილი შიგან ჭასა. ზედ მიადგა, ჩაჰყიოდა, ტირს, იძახის ვაგლახ-ვასა.

174. “ეგრე უთხრა: “ამხანაგო, იყავ მანდა, მომიცდიდე, წავალ თოკთა მოსახმელად, მწადსო, თუცა ამოგზიდე” მას ქვეშეთსა გაეცინა, გაუკვირდა მეტად კიდე, შემოჰყივლა: “არ გელოდე, – სად გაგექცე, სად წავიდე?”

175. “აწ, დაო, შენთა ჴელთაა ჩემი საბელი ყელისა, სხვად უღონოა უშენოდ ჩემგან აღპყრობა ჴელისა რასაცა მიზამ, შენ იცი, შენ ხარ წამალი ხელისა თვარ ვისმცა ექმნა გორლითა შეკვრა თავისა მრთელისა!”

176. ქალმან უთხრა: “მომეწონა, ყმაო, შენი ნაუბარი. ხარ უცილოდ კარგი ვინმე, მოყმე, ბრძენთა საქებარი. – ხარ ვინათგან აქანამდის მაგა ჭირთა დამთმობარი,– რაცა გითხრა, მომისმინე, – გიპოვნია საძებარი.

177. “გითხრობ, თუ ცოდნა გწადიან ჩვენისა შენ სახელისა: ტარიელ არის სახელი იმა მოყმისა ხელისა. მე ასმათ მქვიან, რომელსა წვა მაქვს ცეცხლისა ცხელისა, სულ-დგმა სულთ-თქვმისა ბევრისა, მაშა თუ არ ერთჴელისა.

178. “ამას გვედრებ, – მოიცადო თავი სხვაგან არსად არო. რა მოვიდეს, შევეხვეწო ნუ თუ ვით რა მოვაგვარო,– ერთმანერთსა შეგამეცნე, თავი შენი შევაყვარო, თვით გიამბოს საქმე მისი, საყვარელსა გაახარო”.

179. ქალსა ყმამან მოუსმინა, დაჰმორჩილდა, დაჰრთო ნება. ამა ზედა მოიხედეს, – ხევით ესმა ჩხაპუნება. მთვარე წყალსა გამოსრული ნახეს, – შუქთა მოფინება, უკუ-ჰრიდეს, აღარა ქმნეს მუნ ხანისა დაყოვნება.

180. ქალმან უთხრა: “ყმაო, მოგცა, ჟამად ღმერთმან, რაცა გინა, მაგრა თავი უჩინო ქმენ, დამალული იყავ შინა იმა ყმისა მეუნებლე ჴორციელი არავინ ა! ნუთუ ვით რა მოვაგვარო, შენი ნახვა არ ეწყინა”.

*

181. ავთანდილქვაბსა დამალა ქალმან, – მალვითა მალითა. იგი ყმა ცხენსა გარდაჴდა, შვენოდა კაპარჭ-ჴრმალითა, ატირდეს მაღლად ცრემლითა, ზღვათაცა შესამალითა. – და ავთანდილ სარკმლით უჭვრეტდა ჭვრეტითა იდუმალითა.

182. ამარტის ფერად შეცვალა ბროლი ცრემლისა ბანამან. დიდხან იტირეს ყმამან და მან ქალმან შაოსანამან. – შეხსნა, შეიღო აბჯარი, ცხენიცა შეიყვანა მან, დადუმდეს, ცრემლნი მოჰკვეთნა შავმან გიშრისა დანამან.

183. “რად დაბრუნდი?” მოაჴსენა, “მითხარ, რაცა წაგეკიდა?” მან უბრძანა: “მონადირე მეფე ვინმე გარდმეკიდა, ჰყვეს ლაშქარნი უთვალავნი, ბარგი მძიმედ აეკიდა, იგი მინდორს ნადირობდა, დაეფანჩვა მარეკი, და!