ვეფხისტყაოსანი, 1963 წ.

240. “ვთქვი, თუ: “ღმერთო, ნუ გამწირავ, აჯა ჩემი შეისმინე! მომეც ძალი დათმობისა, ცოტად ვითმე აღმადგინე, აქა ყოფა გამამჟღავნებს, სახლსა ჩემსა მიმაწვინე!”– მანვე ჰქმნა და მორევჯობდი, გული წყლული გავარკინე.

241. ქათ მომისხდეს, მახვრიტეს სახვრეტელია მე მოვახსენე: “პატრონო, გული აწ უფრო მრთელია ცხენსა შეჯდომა მწადიან, ვნახნე წყალნი და ველია”. ცხენი მომგვარეს, შეცავჯე, მეფე ჩემთანა მვლელია.

242. “გამოვედით, მოვიარეთ მოედანს და წყლისა პირსა ჩემსა მივე, დავაბრუნვე, მეფე მომყვა სახლთა ძირსა. შინა მიველ, – უარ გავხე, სხვა დამერთო ჭირი ჭირსა. ვთქვი, თუ: “მოვკვდე, ბედი ჩემი ამის მეტსა რას-ღა ღირს ა!”

*

243. “ზაფრანის ფერად შეცვალა ბროლი ცრემლითა ბანამან, გული უფრო-რე დამიჭრა ათი–ათასმან დანამან. – საწოლს მეკარე შემოდგა, მოლარე გაიყვანა მან, ვთქვი თუ: “რა იცის ამბავი, ნეტარ, ან იმან, ან ამან?!”–

244. –“მონააო ასმათისი” - “რა იცისო” ვარქვი, “ჰკითხე.” შემოვიდა, სააშიკო წიგნი მომცა, წავიკითხე გამიკვირდა, სხვად ვითამცა ვქმენ გულისა მწველთა სითხე. მისგან ეჭვი არა მქონდა, სევდად მაწვა გულსა მით ხე”.

245. “მე გამიკვირდა, სით ვუყვარ, ანუ ვით მკადრებს თხრობასა? მიუყოლობა არ ვარგა, დამწამებს უზრახობასა, ჩემგან იმედსა გარდასწყვეტს, მერმე დამიწყებს გმობასა, დავწერე, რაცა პასუხად ჰმართებდა აშიკობასა.

246. “დღენი გამოჴდეს, და გული უფრორე დამწვეს კვლავ ალთა ვეღარ ვუჭვრეტდი ლაშქართა, მინდორს თამაშად მავალთა, დარბაზს ვერ მივე მკურნალთა დამიწყეს მოსლვა მრავალთა,– მაშინ დავიწყე გარდაჴდა სოფლისა ლხინთა და ვალთა. –

247. “მათ ვერა მარგეს, მე გულსა ბინდი დამეცა ბნელისა, სხვამან ვეარავინ შემატყო დება ცეცხლისა ცჴელისა სისხლი დამწამეს, – მეფემან ბრძანა გახსნევა ჴელისა, გავიხსენ ფარვად პატიჟთა, არვისგან საეჭველისა.

248. -გაჴსნილი, სევდიანი, საწოლს ვიყავ თავის-წინა ჩემი მონა შემოვიდა, შევხედე, თუ თქვას, რა-მინა. “მონააო ასმათისი”, – შემოყვანა ვუთხარ შინა. გულსა შინა დავუზრახე: “რა მპოვაო, ანუ ვინა?!”

249. “მონამან წიგნი მომართვა, მე წავიკითხე ნებასა წიგნსა შევატყევ, ლამობდა შეყრისა მოსწრაფებასა პასუხად ვსწერდი: “ჟამია, მართალ ხარ გაკვირვებასა მოვალ, თუ მიხმობ, მე ნუ მეჭვ მოსლვისა დაზარებასა”.

250. “გულსა ვარქვი თუ: “ლახვარნი ეგე ვით დაგაღონებენ? ამირბარი ვარ, ჴელმწიფე, სრულად ინდონი მმონებებ აზრად შეიქმენ, საქმესა ათასჯერ შეაწონებენ, თუ შეიგებენ, მე მათთა არეთა არ მარონებენ”.

251. “კაცი მოვიდა მეფისა, – “სწადსო, ამბისა სმინება”. მოყვანა ვუთხარ ებრძანა: “ქმნაცა სისხლისა დინება?” მე ვჰკადრე: “ჴელი გავიხსენ, დამიწყო მოჯობინება, წინაშე მოვალ, ამისთვის კვლა უფრო მმართებს ლხინება”.

252. “დარბაზს მივე მეფე ბრძანებს: “ამის მეტსა ნუ იქ, აბა!” ცხენსა შემსვა უკაპარჭო, წელთა არა არ შემაბა შეჯდა, ქორნი მოუტივნა, დურაჯები დაინაბა. მშვილდოსანნი გასაგანნა, იტყოდიან: “შაბა! შაბა!”

253. “შინა დავსხედით ნადიმად მას დღესა მინდორს რებულნი მომღერალნი და მუტრიბნი არ იყვნეს სულ-დაღებულნი მეფემან გასცნა მრავალნი თვალნი, ღარიბად ქებულნი. აუვსებელნი არ დარჩეს მას დღესა მათნი ხლებულნი.

*

254. “ვეცდებოდი, არა მცალდა სევდისაგან თავის კრძალვად. ვიგონებდი, ცეცხლი უფრო მედებოდა გულსა ალვად ჩემნი სწორნი წავიტანენ, – ჩემსა დავჯე, მთქვიან არ ხალვად, შევქმენ სმა და ნადიმობა პატიჟთა და ჭირთა მალვად.

255. “მოლარემან შინაურმან ყურსა მითხრა ნაუბარი: ქალი ვინმე გიკითხავსო, – “ინახვიცსა ამირბარი?” ზეწარითა მოუბურავს პირი, ბრძენთა საქებარი ვარქვი: “საწოლს შეიყვანე, ჩემგან არის ნახმობარი”.

256. “ავდეგ, მსხდომნი ნადიმობით აემზადნეს ასაყრელად. – “მოდი” , ვუთხარ, ნუ ასდგებით, მოვალ ხანთა დაუზმელად” გამოვე და საწოლს შევე, მონა დადგა კარის მცველად. გული მივეც თმობა-ქმნათა აუგისა საკრძალველად.

257. “კარსა შევდეგ, – ქალი წინა მომეგება, თაყვანი-მცა მითხრა: “მოსლვა თქვენს წინაშე კურთხეულ არს, ვინცა ღირს-მცა!” გამიკვირდა, – მიჯნურისა თაყვანება ექმნა ვისმცა! ვთქვი: “არ იცის აშიკობა თუმც იცოდა, წყნარად ზისმცა!”