ვეფხისტყაოსანი, 1910 წ.

აქა ამბავი პირველი ტარიელის გამიჯნურებისა

314. კულა დაიწყო თქუმა ამბისა მან, რა ხანი მოიტირა: “დღესა ერთსა მე და მეფე მოვიდოდით, გუენადირა; მიბრძანა, თუ: “ქალი ვნახოთ”, ხელი ხელსა დამიჭირა;. მის ჟამისა მხსენებელი მე სულდგმული არ გვიკუირა?!

315. ბაღჩა ვნახე უტურფესი ყოვლისავე სალხინოსა: მფრინველთაგან ჴმა ისმოდა უამესი სირინოსა; მრავლად იყო სარაჯები ვარდის-წყლისა აბანოსა. კარსა ზედა მოფარვიდა ფარდაგები ოქსინოსა.

316. “მეფემან აჴუმა დურაჯთა მითხრა მიტანად ქალისა; გამოვუხვენ და წავედით ჩემად სადებლად ალისა; მაშინ დავიწყე გარდაჴდა მე საწუთროსა ვალისა, ალმასისა ჴამს ლაჴუარი ლაჴურად გულისა სალისა!

317. ვიცოდი, სწადდა არვისგან ნახუა მის მზისა დარისა, მე გარე ვდეგ და მეფემან შევლო ფარდაგი კარისა; ვერას ვხედევდი, ოდენ ჴმა მესმოდა საუბარისა. ასმათს უბრძანა გამოჴუმა დურაჯთა ამირბარისა.

318. ასმათ ფარდაგსა აზიდნა, გარე ვდეგ მოფარდაგულსა; ქალსა შევხედენ, ლაჴუარი მეცა ცნობასა და გულსა, მოვიდა, მივსცნე დურაჯნი, მთხოვნა ცეცხლითა დაგულსა. ვამე, მას აქათ საჴმილსა დავუწვავ ნიადაგულსა!

319. ვაი წაჴდეს იგი ნათელნი, მზისაცა მოწუნარენი”, მისი ვერ გასძლო ხსენება, დაბნდა და სულთქუნა მწარენი; ყმა და ასმათი ტიროდეს, ჴმას სცემდეს იგი არენი. ჭმუნვით თქუეს: “მკლავნი ცუდ ქმნილნი, ვა, გმირთა მემუქარენი!”

320. ასმათმან წყალი დაასხა, ცნობად მოვიდა ტარია, დიდხან ვერა თქუა, სევდამან გული შეუპყრა დარია: დაჯდა და მწარეთ სულთ ითქუნა, ცრემლი მიწასა გარია, თქუა: “ჩემგან მისი ჴსენება, ვამე, რა დიდი ზარია!

321. მიმდონი საწუთროსანი მისთა ნივთთაგან რჩებიან; იშუებენ, მაგრა უმუხთლოდ ბოლოდ ვერ მოურჩებიან; ვაქებ ჭკუასა ბრძენთასა, რომელნი ეურჩებიან; ისმენდი ჩემთა ამბავთა, თუ სულნი შეღამრჩებიან.

322. დურაჯნი მივსცენ, გავიღე სხუა ვერა გზაღა თავისა, - დავეცი, დავბნდი, წამიჴდა ძალი მხართა და მკლავისა, რა სულად მოველ, შემესმა ჴმა ტირილისა და ვისა; გარე მამრტყმოდა ჯალაბნი, ვითა ჩამსხდომნი ნავისა.

323. შიგა ვწევ დიდთა დარბაზთა ტურფითა საგებელითა, ზედ დამტიროდეს მეფენი ცრემლითა უშრობელითა, პირსა იხოკდეს ხელითა, ღაწუისა გამპობელითა. მუყრნი მოასხეს, სენითა მთქუეს გამაბელზებელითა.

324. მე რა მნახა თუალ-ახმული, მეფე ყელსა მომეხვია; ცრემლით მითხრა: “შვილო, შვილო, ცოცხალ ხარ ღა? სიტყუა თქუია!” მე პასუხი ვერა უთხარ, ვითა შმაგი, შევკრთია დია; კულავ დავეცი დაბნედილი, გულსა სისხლი გარდმეთხია.

325. სრულნი მუყრნი და მულიმნი მე გარე შემომცუიდიან; მათ ჴელთა ჰქონდა მუსაფი, ყოველნი იკითხუიდიან; მტერ-დაცემული ვეგონე, არ ვიცი, რას ჩმახუიდიან. სამ დღემდის ვიყავ უსულოდ, ცეცხლნი უშრეტნი მწუიდიან.

326. აქიმნიცა იკუირვებდეს: “ესე სენი რაგუარია? სამკურნალო არა სჭირს რა, სევდა რამე შემოყრია”. ზოგჯერ შმაგად წამოვიჭრი, სიტყუა მცთარი წამერია, დედოფალი ზღუასა შეიქს, მას რომ ცრემლი დაუღვრია”.

327. “სამსა დღესა დარბაზს ვიყავ, არ ცოცხალი, არცა მკუდარი; მერმე ცნობა მომივიდა, მივხუდი რასმე მიუმხუდარი; ვთქუი, თუ: “ჰაი რაშიგან ვარ მე, სიცოცხლე-გარდამჴდარი!”. თმობა ვსთხოვე შემოქმედსა, ვკადრე სიტყუა სამუდარი.

328. “ვთქუი, თუ: “ღმერთო, ნუ გამწირავ, აჯა ჩემი შეისმინე, მომეც ძალი დათმობისა, ცოტად ვითა ამადგინე, აქა ყოფა გამამჟღავნებს, სახლსა ჩემსა მიმაწვინე!” მანვე ქნა და მორევსჯობდი, გული წყლული გავარკინე.

329. მე წამოვჯე. მეფისაგან კაცი დია მოვიდოდა. ახარებდეს: “წამოჯდაო”, დედოფალი გამორბოდა; მეფე მორბის თავ-შიშველი, არ იცოდა, რას იქმოდა, იგი ღმერთსა ადიდებდა, სხუა ყველაი უჩუმოდა.

330. იქით და აქათ მამისხდეს, მახურიტეს სახურეტელია; მე მოვახსენე: “პატრონო, გული აწ უფრო მრთელია; ცხენსა შეჯდომა მწადიან, ვნახნე წყალნი და ველია”. ცხენი მომგვარეს, შეცავჯე, მეფე ჩემთანა მვლელია.

331. გამოვედით, მოვიარეთ მოედანს და წყლისა პირსა; ჩემსა მიველ, დავაბრუნვე, მეფე მომყუა სახლთა ძირსა. შინა მიველ, უარ გავხე, სხუა დამერთო ჭირი ჭირსა; ვთქუი, თუ: “მოვკვდე, ბედი ჩემი ამის მეტსა არას ღირსა!”

332. “ზაფრანის ფერად შეცუალა ბროლი ცრემლისა ბანამან, გული უფრორე დამიჭრა ათიათასმან დანამან; საწოლს მეკარე შემოდგა, მოლარე გაიყუანა მან, ვთქუი თუ: “რა იცის ამბავი, ნეტარ, ან იმან, ან ამან?”