..., 1860 წ.

2041. ძოწო და იავ გალურჯდი. შეიგ მარგალიტთა ღელვანო უკუ გრეხილნო ულვაშნო. ჴელთ ხლებით ჰქონდა ქელანო ყელსა ყურსა და შუქ მკრთომსა. რისათვის დაჰკრთით ელვანო და ვაი მოგვეშორნე მინდორნო. ჩვენ კერძ ნადირნო ველანო.

2042. მკლავნო რომელსა ადვილ გჩნდა. მოხდომით მშვილდთა მოწევა ჴელნო ჟამთაგან დააკრფით. დაჭკნით სათო და მოწევა ზურგნო ჟამთაგან მოხრილნო. შეიქმენ ვითა ხოწევა და ტანო ზარიფად ნაზარდო. მიწა გიწვევს და მორევა.

2043. მუხლნო ვით გქონდა ცხენთ რბევა. ან ავჟანდათა გრძელობა უცხენოდ ვეფხი შევიპყრი. არ გინდა დაჭრვის ძნელობა თავს ვით ჭკუა ითხოვე. ან მას ვის სჭირდა ხელობა და მუხლნი წამექცნეს და თვალნი. დაშრტა ეხვივა ძნელობა.

2044. ჯაჭვნო რომელსა ვერ გტეხდა. ისართ კვრა ანუ შუბები ჴმალნო მრავალ ჯერ აყენე. მტერთა სისხლისა გუბები ლახტმან მუზარადს ნამცემმან. სისხლით აავსის უბები და იარაღთა და ყმათაგან. აწ მარტო მივალ სუბები.

2045. რად მოვსთვალო თავის ქება. იარაღთა ანუ ყმათა ჩვენ გვნატრიდენ ქვეყანანი. სამთ ძმობილთა ვითა ძმათა მე და ფრიდონ მოუსმენდით. ტარიელის სიტყვის თქმათა და აწ დაგვთქვამს ჩვენ შავი მიწა. ამოვიღებთ ვეღარ ჴმათა.

2046. ვინ არ შესჯერდეს სოფელსა. იცით ხომ შეიჯარებსა თუ ყმა არ ისმენს ჭაბუკი. სმენა ხომ მართებს ბერებსა არვის დაგვინდობს მიმდოსთვის. უფრო ძნელ ქარებს ბერებსა და გულსა შეიპყრობს მიიწვევს. და თვალსა გაუშტერებსა.

2047. ჴორცნი დაიხსნეს მოგვაკრდეს. სულისა წამღებელები ვის რომე ვერას მოჰპარვენ. არც არად უნდა მცველები წვეულსა ვერვინ აბრუნებს. ვერც მოეწევა მშლელები და თუ ცვალონ წასვლა დგომაზედ. ჩვენ მისეთ შესამშლელები.

2048. გებრალებოდე ყოველთა. აწ სულსა ამოსვლისათვის მამიგონებდე შერმანდინ. მე შენგნით წამოსვლისათვის პირველ მტერთ შემაზარავი. აწ მიწას შთამოსვლისათვის და სადა არა მყავს შემცნენი. ანუ მზე გზაზე სვლისათვის.

2049. შერმანდინ ჩემო თან ზრდილო. გახსოვნს სად ვსძებნე ხელია მაშინ შეგვედრე ქვეყანა. თავადად შენ გქმენ ცველია აწ ჩემთა წვრილთ ძეთ ეთვისე. იყავ მწურთელ მსწავლელ მზრდელია და მომიგონებდი მტირობდი. ადინე ცრემლი ცხელია.

2050. გახსოვს როსტევან მიბრძანა. ველთ სრვად ნადირთა ჴოცითა რაც მჴეცთა სისხლი მინდორთა. ვასხით რისხვა ვსცით ოცითა თორმეტი ისრის მმართველად. მე შენ მყვი მარტო მოცისა და ვითარ მიშვილა მეფე მყო. გულს სევდა ამამჴოცისა.

2051. შენცა მსწრებიხარ თან ხლებით. ორს ორივ ვიყვით ცნობისა ვით ვეკრ ძალოთ როსტევანს. ანუ ვით ვისმენდი თქმობასა შენ ჩემგან ჩრდილო ყმათ თქმულო. მე შენ მეტყოდი ძმობასა და აწ გაგიჩნდების ნამუსი. ვით ჰფერობს პატრონ ყმობასა.

2052. ტარიას ძებდნად მოვლახე. ქვეყნის სიგრძე განება ქვაბს ვპოვე ასმათ მიმოწმე. სოფლის მახესა განება ცრემლი დავსწყვიტე მეგონა. სოფელმან თავი განება და აწ მივყევ ძალად უნებლივ. მათ აღარ მიყვეს განება.

2053. მოდიდ მოყვასნო მტიროდით. ცრემლთ მოთქმა ზარებით პირ ხოჭით თმა წვერ დაგლეჯით. სიტყვა თქმა შესაზარებით უკუღმა ბრუნავს სოფელი. მე მექმნა აბეზარებით და ვერა მარგეს რა მოყვასთა. ვერ ჯადვარ ვერ ფაზარებით.

2054. ფრიდონ გნახე მაშინ გიცან. ოდეს მინდორ ნადირობდი ალყა გარე შემოგეკრა. სპათ ნადირს სვრას მიუთხრობდი ორბის მოკულა მოგეწონა. სხვად შენ ჩემთან მოუსწრობდი და ალყა შალე მამაშურე. ნახვისათვის მწვე ხარობდი.

2055. დამხვდი კარგა ბევრი მომეც. გამისტუმრე ტყვის საძებრად შენით წაველ ფატმან ვპოვე. მის მტერს ვექმენ ცან უძებრად მან მიანბო ტყვის ამბავი. ძმას დავშრიტე ცეცხლი მგზებრად. და შევკრბით სამნივ ქვეყანანი. დავაშვენით მთვარე მზებრად.

2056. რაცა ვჰქენით ყველა იცით. ჩვენ ვლეთ შენ ტახტს და ემყარე აწ მტიროდი სულ თქმა ახით. სული ხორცსა გავეყარე ბოდიშსა და სალამს მოგთხოვ. მით სიკვდილსა წავეყარე და ეულს პატრონს უმკუდროსა. მე წაუველ ავეყარე.

2057. ოდეს ტარიელ დამარხო. მიტირე მეც თავს ცემითა თინათინს შუქთა ელვანი. ჯავარ ციმციმის ცემითა ორნი გავშორდით ნივთთაგან. ვიქმენით დანაცემითა და აღარად უნდით გავიწყდით. სოფელსა მით მოცემითა.

2058. ვიცი რომ შენცა დაბერდი. აღარ გიც ბევრი ხანია ანუ მინდურად შევექცე. მოკლა ქურციკთა თხანია და ასრე გვაბრუნებს სოფელი. და ჟამი ეს უხანია

2059. ძეთა შენთა ესე უთხარ. მტკიცედ კარგად დააბარე მათცა ი ძმონ ძენნი ჩემნი. ძმისგანც უფრო მიაბე ღ~თსა უნდეს მტერნი მათნი. ჴელ შეკრულნი მიაბარე და მე საფლავს ქვეშ მომაქციე. მიწა ნიჩბით მიაბარე.

2060. კარგნი ყოფილხართ სამნივე. ჰჴოცეთ დევნი და ქაჯები წაგიხდა მჴნენი ძალ გულნი. დაგალპა ცუდად მაჯები სოფლით ურჯულოდ წასვლისათვის. თუ არ აგართვან აჯები და მიკვირს მწერალო ანდერძსა. მათსა სწერ რად ისაჯებიი.