... (H-54), 1680 წ.

155. ტკბილნი: მისნი: წყალობანი: ბოლოდ: ასრე: გამემწარნეს: დამავიწყდეს: რაცა: დღენი: მხიარულსა: წამეარნეს: ყოვლმან: პირმან: ვაგლახ: მიყოს: ვეღარავინ: მინეტარნეს: სადამდისცა: დღენი: მესხნენ: ვეღარამან: გამახარნეს:

156. ქალმან: ჰკადრა: მოგახსენებ: მე: სიტყვასა: დანაყბედსა: ჰე: მეფეო: რად: ემდურვი: ანუ: ღმერთსა: ანუ: ბედსა: რად: დასწამებ: სიმწარესა: ყოველთათვის: ტკბილად: მხედსა: ბოროტიმცა: რად: შეექმნა: კეთილისა: შემოქმედსა:

157. მაგას: ნუ: ბრძანებ: მეფეო: ეგე: კულა: ბედნიერია: ყოვლი: ქვეყანა: შეიპყარ: ფერჴთ: ქვეშ: მოამტუერია: მოგჩვენებია: გრძნეულად: მუხთალი: შენი: მტერია: ეგრე: არა: ჴამს: სიტყვასა: გკადრე: და: დამიჯერია:

158. თუ: ცუდი: რამე: გინახავს: მაცთური: ანუ: ქაჯია: ამისთვის: მეფე: რად: სჭმუნავ: ანუ: რად: გაისაჯია: სიტკბოსა: ნაცულად: ღ~თისაგან: სიმწარე: რად: გიაჯია: მასვე: ევედრე: მოასხი: ყოვლი: მუყრი: და: აჯია:

159. იგი: პირმზე: მოახსენებს: მაგად: ნურა: გენაღულების: კაცი: იყო: ჴორციელი: მოვნახოთ: და: გამოჩნდების: ნუ: გიმძიმს: და: თუარემ: შენი: სიმძიმილი: მე: მომხვდების: რად: დააჭკნობ: ყაყაჩოსა: უშენობა: არა: აშუნდების:

160. მე: ამას: ვარჩევ: მეფე: ხარ: მეფეთა: ზედა: მფლობელი: შორს: არის: თქუენი: სამძღვარი: ბრძანება: მიუთხრობელი: გაგზავნე: კაცი: ყოველგნით: მისთა: ამბავთა: მცნობელი: ადრე: სცნობ: არის: იგი: ყმა: შობილი: თუ: უშობელი:

161. თუ: ყოფილა: იგი: მოყმე: ჴორციელი: ჴმელთა: მვლელად: მას: ნახვიდა: სხვაცა: ვინმე: გამოჩნდების: მასწავლელად: თუ: არ: ეშმა: გჩვენებია: ლხინთა: შენთა: შემცულელ: მშლელად: სევდისაგან: მოიცალეთ: რად: შექნილხართ: მოუცლელად:

162. არას: გვარგებს: სიმძიმილი: უსარგებლოდ: ცრემლთა: ვღვრიდეთ: თუ: გავიჭრათ: საძებარად: მოვიაროთ: კიდით: კიდეთ: სჯობს: რომ: მასვე: შემოქმედსა: ვეაჯნეთ: და: დავმორჩილდეთ: კლიტე: გაჴსენ: მაჯლიშისა: ლხინი: ლხინსა: ჩამოჰკიდეთ:

163. როსტან: სიტყვა: ასულისა: მოეწონა: ეკეთაცა: პირი: ჴელით: დაუჭირა: გარდაჰკოცნა: კვლა: და: კვლაცა: უბრძანა: თუ: დაგმორჩილდე: რაცა: მითხარ: აგრე: ვქნაცა: იგივეა: მჴსნელი: ჩემი: ვინცა: მიწა: გამაკაცა:

164. მოასხნეს: კაცნი: გაგზავნეს: ოთხთავე: ცისა: კიდეთა: უბრძანეს: წადით: პატიჟთა: თავიმცა: რად: დაჰრიდეთა: მონახეთ: ძებნეთ: იგი: ყმა: სხვად: ნურად: მოიცლიდეთა: მისწერეთ: წიგნი: სადაცა: ვერ: მისწუდეთ: ვერ: მიხვიდეთა:

165. კაცნი: წავიდეს: იარეს: მათ: ერთი: წელიწადია: მონახეს: ძებნეს: იგი: ყმა: იკითხეს: კულა: და: კულა: დია: ვერცა: თუ: ნახეს: ნახული: ღ~თისაგან: დანაბადია: ცუდად: მაშურალნი: მოვიდეს: მათსავე: გულსა: ზადია:

166. მონათა: ჰკადრეს: მეფეო: ჩვენ: ჴმელნი: მოვიარენით: მაგრა: ვერ: ვჰპოვეთ: იგი: ყმა: მით: ვერა: გავიხარენით: მისსა: მნახავსა: სულდგმულსა: კაცსა: ვერ: შევეყარენით: ჩვენ: ვერა: გარგეთ: საქმენი: სხვანი: რა: მოიგვარენით:

167. მეფე: ბრძანებს: მართალ: იყო: ასული: და: ჩემი: ძეო: ვნახე: რამე: ეშმაკისა: სიცრუე: და: სიპილწეო: ჩემად: მტერად: წამოსრული: გარდმოჭრილი: ზეცით: ზეო: გამიშვია: შეჭირვება: არა: მგამა: ყოლა: მეო:

168. ესე: თქვა: და: სიხარულით: თამაშობა: ადიადა: მგოსანი: და: მოშაითი: უჴმეს: პოვეს: რაცა: სადა: დია: გასცა: საბოძვარი: ყველა: დარბაზს: შემოხადა: მისი: მსგავსი: სიუხვითა: ღმერთმან: სხვამცა: რა: დაბადა:

169. მეფე: ადგა: მუჴლ: მოყრილმან: შემოქმედსა: თაყუანისცა: მრავალ: გვარი: სასუმელები: მეღვინეთა: ჴელთა: მისცა: მუჴლმოყრილნი: ვადიდებდეთ: დაგვაჯერნა: რაცა: ვისცა: ამად: ნურას: ვეაჯებით: შეგუაცილოს: სხვასა: ვისმცა:

170. ავთანდილ: ჯდა: მარტო: საწოლს: ეცვა: ოდენ: მას: პერანგი: იმღერდა: და: იხარებდა: წინა: ედგა: ერთი: ჩანგი: შემოვიდა: მის: წინაშე: თინათინის: მონა: ზანგი: მოახსენა: გიბრძანებსო: ტანი: ალვა: პირი: მანგი:

171. ავთანდილს: მიხუდა: მოსმენა: საქმისა: სანატრელისა: ადგა: და: კაბა: ჩაიცვა: მჯობი: ყოვლისა: ჭრელისა: უხარის: ნახვა: ვარდისა: არ: ერთგან: შეუყრელისა: ამოა: ჭურეტა: ტურფისა: სიახლე: საყვარელისა:

172. ავთანდილ: ლაღი: უკადრი: მივა: არვისგან: რცხვენოდა: მას: ნახავს: ვისთა: ვამთაგან: ცრემლი: მრავალჯერ: სდენოდა: იგი: უებრო: ქუშად: ჯდა: ელვისა: მსგავსად: ჰშვენოდა: მთვარესა: მისთა: შუქთაგან: უკუნი: გარდაჰფენოდა:

173. გაძრცვილსა: ტანსა: ემოსნეს: ყარყუმნი: უსაპირონი: ებურნეს: მოშლით: რიდენი: ფასისა: თქმად: საჭირონი: შვენოდეს: შავნი: წამწამნი: გულისა: გასაგმირონი: მას: თეთრსა: ყელსა: ეკიდნეს: გრძლად: თმანი: არ: უჴშირონი:

174. დაღრეჯით: იყო: მჯდომარე: ძოწეულითა: რიდითა: ავთანდილს: უთხრა: დაჯდომა: წყნარად: ცნობითა: მშვიდითა: მონამან: სელნი: დაუდგნა: დაჯდა: კრძალვით: და: რიდითა: პირისპირ: პირსა: უჭვრეტდა: სავსე: ლხინითა: დიდითა: