... (H-54), 1680 წ.

76. ერთაი: მიზის: ასული: ნაზარდი: სათუთობითა: ღმერთმან: არ: მომცა: ყმა: შვილი: ვარ: საწუთროსა: თმობითა ანუმცა: მგვანდა: მშვილდოსნად: ანუ: კვლავ: ბურთაობითა: ცოტასა: შემწევს: ავთანდილ: ჩემგანვე: ნაზარდობითა:

77. ყმა: მეფისა: ბრძანებასა: ლაღი: წყნარად: მოისმენდა: თავმოდრეკით: გაიღიმნა: გაცინება: დაუშვენდა: თეთრთა: კბილთათ: გამომკრთალსა: შუქსა: ველთა: მოაფენდა: მეფე: ჰკითხავს: რას: იცინი: ანუ: ჩემგან: რა: შეგრცხვენდა:

78. მეფემან: ბრძანა: სიცილით: კვლა: მოლიზღარედ: ზმებია: ავთანდილ: ქვეშ: ქვეშ: იცინის: არ: ავად: პირაღრებია: მეფემან: უთხრა: რას: ღრიშობ: გაფიცე: ჩემი: მზებია: თუ: ჩემი: თავი: გიყვარდეს: მიამბე: რასა: სწბებია:

79. კვლავ: უბრძანა: თავსა: ჩემსა: რას: იცინი: რა: დამგმეო: ყმამან: ჰკადრა: მოგახსენებ: და: ფარმანი: მიბოძეო: რაცა: გკადრო: არ: გეწყინოს: არ: გარისხდე: არ: გასწყრეო: არ: გამჴადო: კადნიერად: არ: ამიკლო: ამადზეო:

80. ავთანდილ: ჰკადრებს: საჭურჭლით: სავსე: მაქვს: დარბაზებია: შეგკადრო: არ: გამირისხდე: მიწყრომო: არ: დავრჩებია: გული: პირმზემან: წამიღო: ვის: ვაგლახ: ვისს: თავს: ვებია: თუ: გამიწყრები: ყველაი: თქვენს: წინა: მონაღებია:

81. უბრძანა: თუ: მისმან: მზემან: რაცა: გინდა: იგი: თქვიო: შენი: თხრობა: რად: მეწყინოს: მოცინარად: აქა: ვზიო: შენგან: არა: მეწყინების: რაცა: მკადრო: მოგისმიო: არას: გაწყენ: თავმან: ჩემმან: ვარდი: შენი: არ: ვაჭკმიო:

82. უბრძანა: რადმცა: ვიწყინე: თქუმა: შენგან: საწყინარისა: ფიცა: მზე: თინათინისა: მის: მზისა: მოწუნარისა: ავთანდილ: იტყვის: დავიწყო: კადრება: საუბნარისა: ნუ: მოკვეხ: მშვილდოსნობასა: თქუმა: სჯობს: სიტყვისა: წყნარისა:

83. ავთანდილ: ჰკადრა: არ: ღირს: ვარ: მაგრამ: ვინ: გეძაბუნების: მინდორს: ვესროლოთ: ნადირთა: ვნახოთ: ვინ: ეჯობინების: თუ: ბედმან: ჩემმან: მითოვოს: გაჯობო: ნუ: გეწყინების: თავ: ჩამოგდებით: დაღრეჯით: სუმაში: ნუ: მოგეწყინების:

84. მიწაცა: თქვენი: ავთანდილ: თქვენს: წინა: მშვილდოსანია: ნაძლევი: დავდვათ: მოვასხნეთ: მოწმად: თქვენივე: ყმანია: მოასპარეზედ: ვინ: მგავსო: ცუდნიღა: უკუთქმანია: გარდამწყვედელი: მისიცა: ბურთი: და: მაედანია:

85. მეფე: ლაღი: და: წყლიანი: გამხიარულდა: მეტადრე: სიცილით: უთხრა: ავთანდილს: შვილად: გზრდი: მით: შემეკადრე: იცი: არ: ვიწყენ: გაზრდილი: მით: შემამიხველ: ზედადრე: თუ: არ: გასწბილდე: მაჯობო: ბედი: გეყოფის: ბედადრე:

86. როსტევან: უთხრა: მით: მკადრე: არ: ეჭუდი: ჩემგან: წყენასა: რასთვის: შემკადრე: საუბრად: ვით: ათქმევინე: ენასა: სრულ: სპათა: ყური: მოუპყარ: ჩემთა: ნათქვამთა: სმენასა: თუ: არ: გასწბილდე: მაჯობო: ბედი: გითოვდეს: ზე: ნამსა:

87. მე: არ: შეგარჩენ: შენ: ჩემსა: მაგისა: დაცილებასა: ბრძანე: ვისროლოთ: ნუ: იქო: შედრეკილობა:კლებასა: კარგთა: ყმათასა: ვიქმოდეთ: მოწმად: ჩვენთანა: ხლებასა: მერმე: გამოჩნდეს: მაედანს: ვისძი: უთხრობდენ: ქებასა:

88. ავთანდილცა: დაჰმორჩილდა: საუბარი: გარდაწყვიდეს: იცინობდეს: ყმაწვილობდეს: საყუარლად: და: კარგად: ზმიდეს: ნაძლევიცა: გააჩინეს: ამა: პირსა: დაასკვნიდეს: ვინცა: იყოს: უარესი: თავშიშველი: სამ: დღე: ვლიდეს:

89. მეფე: უბრძანებს: კაცი: ჴამს: ჩვენთა: ნაკრავთა: მთვალებლად: ნაკოდთა: შემადარებლად: და: მკვდართა: არ: დამმალავად: სხვანი: ისრისა: მმართავად: მომრთუმელი: არ: ღაფალ: ავად: შენთა: ნაკრავთა: მართლად: თქმა: სხვათათვის: არ: დამალავად:

90. კულავ: ბრძანეს: მონა: თორმეტი: შევსხათ: ჩვენთანა: მარებლად: თორმეტი: ჩემად: ისრისა: მამრთუმევლად: მოსახმარებლად: ერთაი: შენი: შერმადინ: არს: მათად: დასადარებლად: ნასროლ: ნაკრავსა: სთვალვიდენ: უტყუვრად: მიუმცდარებლად:

91. მონადირეთა: უბრძანა: მინდორნი: მოიარენით: დასცემი: ჯოგი: მრავალთა: თავნი: ამისთვის: არენით: ლაშქარნი: სამზოდ: აწვიუნეს: მოდით: და: მოიჯარენით: გაყარეს: სუმა: და: ნადიმი: მუნ: ამაოდ: გავიხარენით:

92. უბრძანა: სრულად: ლაშქართა: ვით: ჴელმწიფეთა: წესია ყოვლგნით: მოცევით: მინდორი: მუნ: ცეცხლი: ნუ: აკვესია: საცა: ნახოთ: ნადირი: ჩუენ: ზედა: მოასესია: აწ: პატრონ: ყმანი: ნახენით: რომელი: უარესია:

93. დილასა: ადრე: მოვიდა: იგი: ნაზარდი: სოსანი: ძოწეულითა: მოსილი: პირად: ბროლ: ბადახშოსანი: პიროქრო: რიდე: ეხუია: შვენოდა: ქარქაშოსანი: მეფესა: გასულად: აწვევდა: მოდგა: თეთრ:ტაიჭოსანი:

94. შეეკაზმა: მეფე: შეჯდა: ნადირობას: გამოვიდეს: მრგულივ: მინდორსა: მოსდგომოდეს: ალყად: გარე: შემოჰკრვიდეს: ზეიმი: და: ზარი: იყო: სპანი: ველთა: დაჰფარვიდეს: ნაძლევისა: მათისათუის: ისროდეს: და: ერთგან: სრვიდეს:

95. უბრძანა: მონა: თორმეტი: მოდით: ჩვენთანა: ვლიდითა: მშვილდსა: ფიცხელსა: მოგუცემდით: ისარსა: მოგვართმიდითა: ნაკრავსა: შეადარებდით: ნასროლსა: დასთვალვიდითა: დაიწყო: მოსულა: ნადირმან: ყოვლთა: მინდორთა: კიდითა: