... (H-54), 1680 წ.

195. საწოლს: დაწვა: ტირს: მტირალსა: ცრემლი: ძნელად: ეჴოცების: ვითა: ვერხუი: ქარისაგან: ირხევის: და: ეკეცების: რა: მიჰლულნის: სიახლევე: საყუარლისა: ეოცების: შეჰკრთის: დიდი: დაიზახნის: მით: პატიჟი: ეოცების:

196. მოშორვება: საყვარლისა: მას: შეჰქმნოდა: მისად: ღაზოდ: ცრემლსა: ვითა: მარგალიტსა: წვიმს: ვარდისა: დასანაზოდ: რა: გათენდა: შეეკაზმა: მისთა: მჭურეტთა: სალამაზოდ: ცხენსა: შეჯდა: გაემართა: დარბაზს: მივა: სადარბაზოდ:

197. დარბაზს: ეჯიბი: შეგზავნა: მართ: მისგან: შენარონია: შესთვალა: გკადრებ: მეფეო: მე: ესე: გამიგონია: ყოველი: პირი: მიწისა: თქუენ: ჴრმლითა: დაგიმონია: აწ: თუ: სჯობს: ესე: ამბავი: ცნან: რაცა: გარემონია:

198. მე: წავიდე: მოვიარო: ვილაშქრო: და: ვინაპირო: თინათინის: ჴელმწიფობა: მტერთა: თქვენთა: გულსა: ვგმირო: მორჩილქმნილთა: გავახარო: ურჩი: ყოვლი: ავატირო: ძღვენნი: გკადრნე: ზედაზედა: არ: სალამი: დავაძვირო:

199. შევიწიო: ბედი: თქვენი: და: შევიბა: საგდებელი: ვინაპირო: მტერთა: მოსრვად: კვლა: გიახლო: სისხლთა: მღურელი: არ: გაუშვა: შეუპყრობლად: ბულბულიცა: ინდოელი: სანაპირო: დავარბივო: დაგამონო: თქვენ: ყოველი:

200. მეფესა: ეთქვა: ამისი: დიადი: მადლიერობა: ებრძანა: ლომო: არა: გჭირს: შენ: ომთა: გამდრეკელობა: აწ: მაგა: შენსა: თათბირსა: ჰგავსო: შენივე: ქველობა: წა: მაგრა: მამხუდეს: რაღა: ვქმნა: თუ: სიშორისა: გრძელობა:

201. ყმა: შევიდა: თაყვანისცა: მადლი: რამე: მოახსენა: ჴელმწიფეო: მიკვირს: ქება: რად: იკადრეთ: ჩემი: თქუენა: აწ: ნუთუ: კვლა: სიშორისა: ღმერთმან: ბნელი: გამითენა: პირი: თქუენი: მხიარული: მხიარულსა: კულა: მიჩუენა:

202. მეფე: ჴელსა: მოეკიდა: გარდაჰკოცნა: ვითა: შვილი: სხუა: მათებრი: არ: ყოფილა: არ: გამზრდელი: არ: გაზრდილი: ყმა: ადგა: და: წამოვიდა: მას: დღე: მათი: ჩანს: გაყრილი: როსტან: მისთვის: აატირა: გონიერი: გული: ბილი:

203. გამოემართა: ავთანდილ: მოყმე: მჴნე: ლაღად: მავალი: ოც: დღე: იარა: ღამეცა: დღეზედა: წართო: მრავალი: იგია: ლხინი: სოფლისა: იგია: ნივთი: და: ვალი: არ: მისცილდები: თინათინ: მისი: მას: ვისგან: სწუავ: ალი:

204. რა: მოვიდა: სიხარული: შიგან: გაჰჴდა: სამეფოსა: მოეგებნეს: დიდებულნი: ძღვენსა: სძღვნიდეს: იეფოსა: იგი: პირმზე: არ: მოსცთების: სიარულსა: სასწრაფოსა: მიხუდეს: მყოფნი: მას: წინაშე: სიხარულსა: სასწრაფოსა:

205. ქალაქი: ჰქონდა: მაგარი: საზაროდ: სანაპიროსა: გარეთ: კლდე: იყო: გიამბობ: ზღუდესა: უქვითკიროსა: ყმამან: მუნ: დაყო: სამი: დღე: ამოსა: სანადიროსა: გაზრდილი: მისი: შერმადინ: დაისვა: სავაზიროსა:

206. ესეა: მონა: შერმადინ: ზემოთცა: სახელდებული: თანა: შეზრდილი: ერთგული: და: მისთვის: თავდადებული: მან: არ: იცოდა: აქამდის: მის: ყმისა: ცეცხლი: დებული: აწ: გაუცხადა: სიტყვები: მის: მზისა: იმედებული:

207. უბრძანა: აჰა: შერმადინ: ამად: მე: შენგან: მრცხუენიან: ჩემნი: საქმენი: ყოველნი: გცოდნიან: გაგივლენიან: მაგრა: არ: იცი: აქამდის: რანიცა: ცრემლნი: მდენიან: მე: ვისგან: მქონდეს: პატიჟნი: აწ: მასვე: მოულხენიან:

208. მოუკლავარ: თინათინის: სურვილსა: და: სიყუარულსა: ცრემლი: ცხელი: ასოვლებდის: ნარგისთაგან: ვარდსა: ზრულსა: ვერ: ვაჩენდი: აქანამდის: ჭირსა: ჩემგან: დაფარულსა: აწ: მიბრძანა: საიმედო: ამად: მხედავ: მხიარულსა:

209. მიბრძანა: მიცან: ამბავი: მის: ყმისა: დაკარგულისა: მოხვიდე: სრულ: ვქმნა: მაშინღა: შენი: წადილი: გულისა: ქმარი: არ: მინდა: უშენოდ: მომხუდეს: ხისა: რგულისა: მომცა: წამალი: გულისა: აქამდის: დადაგულისა:

210. ავთანდილ: ეტყვის: შერმადინს: ლაღი: და: შეუპოველი: თინათინ: მითხრა: იმედი: პოვნასა: ზეცით: მოველი: მზისამცა: შოვნა: ვის: ძალუც: დაფასდეს: მოუქსოველი: ფიცი: მაქვს: ვერ: გამიცრუვებს: მოწმად: მყავს: არსი: ყოველი:

211. პირველ: ყმა: ვარ: წასულა: მინდა: პატრონისა: სამსახურად: ჴამს: მეფეთა: ერთგულობა: ყოფა: გუმართებს: ყმასა: ყმურად: მერმე: ცეცხლი: დაუვსია: აღარა: მწუავს: გულსა: მურად: ჴამს: თუ: კაცი: არ: შეუდრკეს: ჭირს: მიუჴდეს: მამაცურად:

212. პირველ: ყმა: ვარ: და: ვაამებ: არავის: ვესათნოვები: იგი: შუქთა: მფენს: არ: მმაზრობს: სხვამცა: ვის: შევეპოვები: ფიცი: მომცა: და: შევფიცე: მანამდის: არ: ვიპოვები: სრულ: სპათა: ჩემთა: მოგათული: სამ: წლამდი: დაგეთხოვები:

213. ვართ: უმოყვრესნი: მე: და: შენ: ყოველთა: პატრონყმათასა: ამისთუის: გნუკევ: სმენასა: შენ: ამა: ჩემთა: ჴმათასა: ჩემ: წილ: დაგაგდებ: პატრონად: თავადად: სხვათა: ყმათასა: ამა: საქმესა: ვერა: ვიქ: მე: განდობასა: სხვათასა:

214. ლაშქართა: და: დიდებულთა: ალაშქრებდი: ჰპატრონობდი: დარბაზს: კაცსა: გაგზავნიდი: და: ამბავსა: მათსა: ცნობდი: წიგნსა: სწერდი: ჩემ: მაგიერ: უფასოსა: ძღვენსა: სძღვნობდი: აქა: სადმე: არ: ყოფასა: ჩემსა: მათმცა: რად: აგრძნობდი: