... (H-54), 1680 წ.

135. შესხდეს: მეფე: და: ავთანდილ: მის: ყმისა: მისაწეველად: იგი: ლაღი: და: უკადრი: მივა: ტანისა: მრხეველად: ტაიჭი: მიუქს: მერანსა: მიეფინების: მზე: ველად: შეიგნა: მისულა: მეფისა: მისად: უკანა: მდეველად:

136. მეფე: შეჯდა: გაეკიდა: რა: კაცია: სადაური მან: ცნა: ფიცხლად: გარდაეგო: მეფეაო: აქა: მდგური: ვერ: შეიპყრობთ: მიჯნურია: კაეშანთა: ატვირთური: ეძებს: რასმე: იარების: მაშრიყს: მივა: მაღრიბური:

137. რა: ცნა: მეფე: მოვიდაო: ჰკრა: მათრაჴი: მისსა: ცხენსა: მასვე: წამსა: დაიკარგა: არ: უნახავს: თუალსა: ჩვენსა ჰგუანდა: ქუესკნელს: ჩაძრომილსა: ანუ: ზეცად: ანაფრენსა: ეძებდეს: და: ვერ: ჰპოებდეს: კვალსა: მისგან: წანარბენსა:

138. ვერ: შეიპყრეს: შემობრუნდეს: არ: მიეცნეს: სიამესა: აგრე: მისსა: გაფრენასა: ყოვლნი: არსნი: გაჰკვირდესა: მეფე: წყრების: არ: მიუშვებს: კაცსა: მისსა: სიახლესა: იგი: ლხინი: გაგვემწარნეს: შეჭირვება: მოგუცა: დღესა:

139. კვალი: ძებნეს: და: უკვირდათ: ვერ: პოვნა: ნაკვალევისა: აგრე: კვალ: წმიდად: წაჴდომა: კაცისა: ვითა: დევისა: ლაშქარნი: მკვდართა: ტიროდეს: სწრაფა: აქვს: წყლულთა: ხევისა: მეფემან: ბრძანა: ვნახეო: მიზეზი: ლხინთა: ლევისა:

140. ბრძანა: ღმერთსა: მოეწყინა: აქანამდის: ჩემი: შუება: ამად: მიყო: სიმწარითა: სიამისა: დანაღულება: სიკვდილამდის: დამაწყლულა: ვერვის: ძალუც: განკურნება: მასვე: მადლი: ესე: იყო: წადილი: და: მისი: ნება:

141. ესე: თქვა: და: შემობრუნდა: დაღრეჯილი: წამოვიდა: არცა: ჰკრაღა: ასპარეზსა: ვამი: ვამსა: მოურთვიდა: ყველაკაი: მოიშალა: სადაცა: ვინ: მჴეცთა: სრვიდა: ზოგთა: თქვეს: თუ: მართალია: ზოგნი: ღმერთო: უზრახვიდა:

142. მეფე: საწოლს: შემოვიდა: სევდიანი: დაღრეჯილი: მისგან: კიდევ: არვინ: შეჰყვა: ავთანდილ: უჩს: ვითა: შვილი: ყველაკაი: გაიყარა: ჯალაბი: ჩანს: არ: დაჯრილი: გაბედითდა: სიხარული: ჩაღანა: და: ჩანგი: ტკბილი:

143. თინათინს: ესმა: ეგეთი: მამისა: დაღრეჯილობა: ადგა: და: კარსა: მივიდა: ჰქონდა: მზისაცა: ცილობა: მოლარე: იჴმო: უბრძანა: ძილია: თუ: უძილობა: მან: მოახსენა: დაღრეჯით: ზის: სჭირსო: ფერშეცულილობა:

144. ერთია: ახლავს: ავთანდილ: წინაშე: უზის: სკამითა: უცხო: ყმა: ვინმე: უნახავს: ასრე: დაღრეჯით: ამითა: თინათინ: ბრძანა: აწ: წავალ: შესლვა: არ: ჩემგან: ჟამითა: მიკითხოს: ჰკადრე: იყოთქო: აქა: ერთითა: წამითა:

145. ავთანდილცა: შეუზარდა: და: თხრობასა: დაუპირდა: ნუ: იჭირვით: მოახსენა: ჴელმწიფესა: გაუკვირდა: მუხთალია: ეს: სოფელი: შურს: და: ლხინი: დაგვიძვირდა: მისსა: მზესა: შეუთუალა: ჴელმწიფესა: რაცა: სჭირდა:

146. ხანი: გამოჰხდა: იკითხა: ნეტარ: რასა: იქს: ქალიო: ჩემი: ლხინი: და: ჯავარი: ჩემი: სოფლისა: წყალიო: მოლარე: ჰკადრებს: მოვიდა: აწყაღა: ფერნამკრთალიო: დაღრეჯით: გცნა: და: მიბრუნდა: წინაშე: მომავალიო:

147. უბრძანა: თუ: წადი: უჴმე: უმისობა: ვით: გავძლეო: მოახსენე: რად: დაბრუნდი: შენ: მამისა: სიცოცხლეო: მოდი: ჭმუნვა: გამიქარვე: გულსა: წყლულსა: მეწამლეო: გითხრა: ჩემი: სამიზეზო: მე: თუ: ლხინთა: რად: დავლეო:

148. თინათინ: ადგა: მივიდა: მიჰყუა: მამისა: ნებასა: უგავს: პირისა: სინათლე: მთვარისა: მოვანებასა: მამამან: გვერდსა: დაისვა: აკოცებს: ნებანებასა: უბრძანა: მახლავ: რად: არა: რად: მელი: მოყვანებასა:

149. ქალმან: ჰკადრა: ჴელმწიფეო: დაღრეჯილსა: ვინცა: გცნობდეს: ვინმცა: გნახა: კადნიერად: რაზომ: გინდა: ამაყობდეს: თქვენი: აგრე: დაღრეჯანი: მნათობთაცა: დაამჴობდეს: კაცმან: საქმე: მოიგუაროს: ვეჭუ: ჭმუნვასა: ესე: სჯობდეს:

150. იგი: პირმზე: ეუბნების: ვერვინ: ნახა: ნაუბარი: მიცემულხარ: ჭირსა: რასმე: ცრემლთა: აფრქვევ: გულმდუღარი: ზოგჯერ: შეთად: დაგიზახი: ჰგავს: ატყინებს: ცეცხლსა: ქარი: მაჯლიშითა: გავიახლოთ: ესე: სევდა: რამე: არი:

151. უბრძანა: შვილო: რაზომცა: მჭირს: საქმე: სავაგლახია: შენი: ჭურეტა: და: სიახლე: ლხინადვე: დამისახია: მომქარვებილი: სევდისა: მართ: ვითა: მუფარახია: ვეჭუ: რა: სცნა: შენცა: მამართლო: ჩემი: სულთქმა: და: ახია:

152. უცხოსა: და: საკვირველსა: ყმასა: რასმე: გარდვეკიდე: მისმან: შუქმან: გაანათლა: სამყარო: და: ჴმელთა: კიდე: რა: უმძიმდა: არ: ვიცოდით: ან: ტიროდა: ვისთვის: კიდე: ჩემად: ნახვად: არ: მოვიდა: გავგულისდი: წავეკიდე:

153. მე: რა: მნახა: ცხენსა: შეჯდა: თვალთა: ცრემლნი: მოიჴოცნა: შესაპყრობლად: შეუზახენ: სპანი: სრულად: დამიჴოცნა: ვითა: ეშმა: დამეკარგა: არ: კაცურად: გარდამკოცნა: ჯერთცა: ესე: არა: ვიცი: ცხადი: იყო: თუ: მეოცნა:

154. აწ: ესე: მიკვირს: რა: იყო: ანუ: რა: ვნახე: დარული: მან: დამიჴოცნა: ლაშქარი: ადინა: სისხლი: ღვარული: კაცთა: ჴორცისად: ვით: ითქმის: ისრე: თვალთაგან: ფარული: უცილოდ: ღმერთსა: მოვსძულდი: აქამდის: მე: მხიარული: