... (H-54), 1680 წ.

215. ლაშქრობა: და: ნადირობა: შენი: ჩემსა: დაასახე: აქა: სამ: წელ: მომიცადე: ხვაშიადი: შემინახე: მე: ნუთუმცა: შემოვბრუნდი: ალვა: ჩემი: არ: დაჭნა: ხე: არ: მოვბრუნდე: მომიგლოვე: მიტირე: და: მივაგლახე:

216. ცის: კიდემდის: ვიარები: ცრემლთა: რევით: სისხლთა: მღურელი: ვევედრები: შემოქმედსა: იგი: არის: მომცემელი: ნუთუ: მისით: შეწევნითა: ვჰპოვო: ჩემი: სასურველი: მე: მისითა: მიზეზითა: მოვიარო: ზღვა: და: ჴმელი:

217. მაშინღა: ჰკადრე: მეფესა: არ: საქმე: სასურვალია: აცნობე: ჩემი: სიკვდილი: იყავ: მართ: ვითა: მთურალია: მიხუდათქო: საქმე: რომელი: ყოვლთათვის: გარდუვალია: გლახაკთა: მიე: საჭურჭლე: ოქრო: ვერცხლი: და: თვალია:

218. ესე: არის: ამ: სოფლისა: სიმუხთლე: და: მისი: ფერი: ჰკადრე: მჴეცთა: შეგვიჭამე: მისი: ტანი: შვენიერი: მუხთალია: ეს: სოფელი: სწორად: უჩანს: ყმა: და: ბერი: ნუ: ინაღულით: ჩემად: ნაცულად: სხვა: გიბოძეს: სახიერი:

219. მაშინ: უფრო: მომეჴმარე: ამისგანცა: უფრო: მჴედრე: ნუთუ: ადრე: დამივიწყო: მახსენებდი: ზედაზედრე: მეტად: კარგად: დამიურვე: სული: ჩემი: შეივედრე: ზრდანი: ჩემნი: მოიგონენ: გული: შენი: მოიმდედრე:

220. რა: შერმადინ: მოისმინა: გაუკვირდა: შეეზარა: თუალთათ: ვითა: მარგალიტი: ცხელი: ცრემლი: გარდმოღვარა: მოახსენა: უშენომან: გულმან: რამცა: გაიხარა: ვიცი: რომე: არ: დასდგები: მაგას: გიშლი: ამად: არა:

221. განა: ქნა: ლომმან: იმედი: დაგედვას: რაცა: მისადა: მეფისა: ცამდის: მაღლისა: მზისაცა: უფრო: მზისადა: უთქვენოდ: მყოფი: არ: ვარგვარ: არცა: თუ: აქა: ვზი: სადა: მარტოსა: თავი: ვით: დაგიც: სავალად: მაგა: გზისადა:

222. ჩემად: ნაცვლად: დაგაგდებო: ესე: სიტყვა: ვით: მიბრძანე: რაგვარა: ვქნა: პატრონობა: რამც: გიფერე: რამც: გიგვანე: შენ: მარტოსა: გიგონებდე: მემცა: მიწა: ვიაკვანე: სჯობს: ორნივე: გავიპარნეთ: წამოგყვები: წამიტანე:

223. ყმამან: უთხრა: მომისმინე: მართლად: გითხრობ: არა: ჭრელად: რა: მიჯნური: ველთა: რბოდეს: მარტო: უნდა: გასაჭრელად: მარგალიტი: აღარ: მომხუდეს: უსასყიდლოდ: უვაჭრელად: კაცი: ცრუ: და: მოღალატე: ჴამს: ლახვრისა: დასაჭრელად:

224. მისი: ცეცხლი: გულსა: ჩემსა: დამწველი: და: მედებია: მას: ერთსაცა: ვერ: გაუტეხ: რაცა: მიიმედებია: შენგან: კიდე: არა: მივის: ძმები: არცა: მე: დებია: იმოქმედე: დღეთა: შენთა: რაცა: გიმოქმედებია:

225. ვისმცა: უთხარ: ხვაშიადი: შენგან: კიდე: არვინ: ვარგა: უშენოსა: პატრონობა: ვის: მივანდო: ვინ: ქნას: კარგა: სანაპირო: გაამაგრე: მტერმან: ახლოს: ვერ: იბარგა: კვლა: ნუთუმცა: შემოვიქცე: ღმერთმან: სრულად: არ: დამკარგა:

226. განგებაა: სწორად: მოჰკლავს: ერთი: იყოს: თუნდა: ასი: მარტოობა: ვერას: მიზამს: მცავს: თუ: ცისა: ძალთა: დასი: აქათ: სამ: წელ: არ: მოვიდე: მაშინ: გმართებს: გლოვა: ფლასი: წიგნსა: მოგცემ: გმორჩილობდეს: ვინცა: იყოს: ჩემი: ხასი:

წიგნი ავთანდილისა თავის ყმათა თანა ვაგლახ შენ ცრუ სოფელო:

227. დაწერა: თუ: ჩემნო: ყმანო: გამზრდელნო: და: ზოგნო: ზრდილნო: ერთგულნო: და: მისანდონო: ამას: ზედა: გამოცდილნო: თქუენ: ჩემისა: საწადლისა: მიდგომილნო: ვითა: ჩრდილნო: წიგნი: ჩემი: მოისმინეთ: ყოვლნო: ერთგან: შემოხდილნო:

228. მიწაცა: თქვენი: ავთანდილ: ისმინეთ: გიწერ: მე: რასა: თვით: ვიქ: ჴელითა: ჩემითა: ამა: წიგნისა: წერასა: ცოტასა: ხანსა: ვირჩივე: გაჭრა: სუმასა: და: მღერასა: პურად: და: საჭმლად: მივენდე: ჩემსა: მშვილდსა: და: ცერასა:

229. საქმე: რამე: მიც: თავისა: ზე: სადმე: გარდსახვეწელი: დავჰყო: მარტო: და: ღარიბად: ესე: წლეული: მე: წელი: გემუდარები: ამისთვის: ვარ: თქუენი: შემომხვეწელი: მე: დამახვედროთ: სამეფო: მტერთაგან: დაულეწელი:

230. მე: შერმადინ: დამიგდია: ჩემად: კერძად: პატრონობდეს: სიკვდილსა: და: სიცოცხლესა: სადამდისცა: ჩემსა: სცნობდეს: ყოვლთა: მზეებრ: მოგეფინოს: ვარდსა: სადმე: არ: აჭნობდეს: შემცოდესა: ყველაკასა: ვითა: ცვილსა: დაადნობდეს:

231. თქვენცა: იცით: გამიზრდია: ვითა: ძმა: და: ვითა: შვილი: ამას: ასრე: ჰმორჩილობდით: არის: ვითამც: ავთანდილი: ბუკსა: იკრას: აქნევინეთ: ყოვლი: საქმე: ჩემგან: ქნილი: მე: თუ: დრომდის: არ: მოვიდე: გლოვა: გმართებს: არ: სიცილი:

232. ესე: წიგნი: გაასრულა: წყლიანმან: და: სიტყვანაზმა: წელთა: ოქრო: შემოირტყა: საღარიბოდ: მოეკაზმა: ბრძანა: მინდორს: შევჯდებიო: ლაშქარიცა: დაერაზმა: მასვე: წამსა: წამოვიდა: შინა: ხანი: არა: დაზმა:

233. ბრძანა: წადით: ყველაკაი: აქა: მომჴრედ: არვინ: მინა: მონებიცა: მოიშორვა: თავი: გაითავისწინა: მარტო: გარე: შემობრუნდა: შამბი: შიგან: გაირბინა: მიწყივ: მისად: საგონებლად: მისი: მკვლელი: თინათინა: