... (H-54), 1680 წ.

96. როსტან: უბრძანა: მომჴრეთა: თვითან: აქავე: დგებოდა: მუნთ: ფიცხლადვე: წავიდეთ: ურჩობა: არ: ეგებოდა: მოვიდა: ჯოგი: ისრისა: სხუათ: ტყორცნა: ვერ: ერგებოდა მათ: პატრონყმისა: ნასროლსა: უცთურად: დაეგებოდა:

97. მოვიდა: ჯოგი: ნადირთა: ანგარიშ: მიუცთომელი: ირემი: თხა: და: კანჯარი: ქურციკი: მაღლა: მხლდომელი: მას: პატრონყმანი: გაუჴდეს: ჭვრეტადმცა: სჯობდა: რომელი: აჰა: მშვილდი: და: ისარი: და: მკლავი: დაუშრომელი:

98. მას: პატრონ: ყმანი: გაუჴდეს: საჭურეტლად: უნდა: გორიო: მას: დღესა: მოკლა: ავთანდილ: დავსთუალეთ: ას: და: ორიო: ისრითა: ეტლსა: დააბამს: არ: უჩანს: მისი: სწორიო: ვისმცა: დასცდების: ლახუარი: ახლოს: არს: თუნდა: შორიო:

99. ცხენთა: მათთა: ნატერფალნი: მზესა: შუქთა: წაუხმიდეს: მიჴოცდეს: და: მიისროდეს: მინდორს: სისხლთა: მიასხმიდეს: რა: ისარი: დაელევის: მონანიყე: მოართმიდეს: მჴეცნი: მათგან: დაკოდილნი: ბიჯსა: წაღმა: ვერ: წასდგმიდეს:

100. იგი: ველი: გაირბინეს: ჯოგი: წინა: შემოისხეს: დაჰჴოცეს: და: ამოწყვიდეს: ცათა: ღ~თი: შეარისხეს: ველნი: წითლად: შეეღებნეს: ნადირთაგან: სისხლი: ისხეს: ავთანდილის: შემხედველთა: ჰგავსო: ალვას: ედემს: ის: ხეს:

101. დაუწყეს: პყრობა: ნადირთა: სროლა: არ: დავიწყებოდა: დაჴოცილითა: მათითა: ქვეყანა: აივსებოდა: მათ: მკვდართა: სისხლნი: სდინდიან: კლდე: და: ღრე: იწებებოდა: მათთა: მნახავთა: კვლა: ნახვა: მათივე: ენატრებოდა:

102. იგი: მინდორი: დალივეს: მართ: მათგან: განარბენია: მინდორსა: იქით: წყალი: დის: და: წყლისა: პირსა: კლდენია: ნადირნი: ტყესა: შეესწრნეს: სადა: ვერა: რბის: ცხენია: იგი: მაშურალნი: ორნივე: მოსწყდეს: რაზომცა: მჴნენია:

103. რა: მოირივნა: დღემ: ღამეს: და: გუმბადსა: მზე: მოვიდა: დაჴოცილთა: სისხლნი: სდინან: ქვეყანასა: შეღებვიდა: თქვეს: ავთანდილ: აჯობაო: მისად: ჭვრეტად: ჯარი: ვიდა: ყოვლგნით: ალყა: დაიშალა: ოთხთ: კიდეთა: ჴმა: გავიდა:

104. ერთმანერთსა: თუ: მე: გჯობო: სიცილით: ეუბნებოდეს: ამხანაგობდეს: ლაღობდეს: იქით: და: აქათ: დგებოდეს: მერმე: მოვიდეს: მონანი: რომელნი: უკან: ჰყვებოდეს: უბრძანა: თქვითო: მართალი: ჩვენ: თქვენგან: არა: გუთნებოდეს:

105. იგი: მეისრე: მონანი: მეფეს: წინ: მოეგებოდა: ჰკითხავს: გაზრდილის: ამბავსა: სიცილით: ეუბნებოდა: ჰკადრეს: ვეჭუთ: მისი: ნასროლი: მზესაცა: ეკუირვებოდა: რასაცა: ოდენ: შესტყორცნა: დაცთენა: არ: ეგებოდა:

106. მონათა: ჰკადრეს: მართალსა: გკადრებთ: და: ნუ: გემცდარებით: მეფეო: ყოლა: ვერ: ვიტყუით: შენსა: მაგისა: დარებით: აწეცა: დაგუჴოც: ვერა: ჰგავ: ვერათ: ვერ: მოგეჴმარებით: ვისგან: ნაკრავნი: გვინახავნ: მხეცნი: ვერ: წაღმა: წარებით:

107. მონათა: ჰკადრეს: მეფეო: ვერ: მოგახსენეთ: რიდითა: ლომსა: ავთანდილს: უფროსი: მოუკლავს: ოცდაშვიდითა: თქვენი: ნაკრავი: წავიდის: ყუელასა: ვერ: მოჰკვლიდითა: სისხლისა: მივჰკვლევდით: მივსდევდით: დასაწყისამდის: ვლიდითა:

108. ორთავე: ერთგან: მოკლული: ყველაი: ათჯერ: ოცია: მაგრა: ავთანდილს: ოცითა: უფროსი: დაუჴოცია: არ: დასცთომია: ერთიცა: რაც: ოდენ: შეუტყორცია: თქუენი: მრავალი: მიწითა: დასურილი: გაგვიჴოცია:

109. მეფე: თავისა: სიჯაბნეს: ცხენს: აბრალობს: არა: რბოდა: შენი: ცხენი: კარგად: რბოდა: მუნით: ფიცხლად: მიმასწრობდა: იგი: ეტყუის: დაგაჭარბე: და: მეფეცა: იკუირობდა: ქება: უთხრა: უსაზომო: საბოძვარიც: მისკენ: რბოდა:

110. მეფესა: ესე: ამბავი: უჩნს: ვითა: მღერა: ნარდისა: უხარის: ეგრე: სიკეთე: მისისა: განაზარდისა: აქვს: მიჯნურობა: ამისი: ვითა: ბულბულსა: ვარდისა: სიცილით: ლაღობს: მიეცა: გულით: ამოსლვა: დარდისა:

111. იგი: ორნივე: საგრილად: გარდაჴდეს: ძირსა: ხეთასა: ლაშქართა: შექნეს: მოდენა: მოდგეს: უფროსი: ბზეთასა: ახლოს: უთქს: მონა: თორმეტი: უმხნესი: სხვათა: მხნეთასა: თამაშობდეს: და: უჭვრეტდეს: წყალსა: და: პირსა: ტყეთასა:

ნახვა არაბთა მეფისაგან ყმისა მის ვეფხისტყაოსნისა:

112. აქა: ჩადის: წყალი: რამე: პირსა: ხე: უთქს: ამოსრული: ხეთა: ძირსა: ლომი: იჯდა: ტანად: ალვა: ჯავარსრული: ტანსა: ეცვა: ვეფხის: ტყავი: წამს: არ: მისცის: თვალთა: ჰრული: სხვად: სევდასა: შეევიწრა: და: შეექმნა: დანასრული:

113. ნახეს: უცხო: მოყმე: ვინმე: ჯდა: მტირალი: წყლისა: პირსა: შავი: ცხენი: სადავითა: ჰყვა: ლომსა: და: ვითა: გმირსა: ჴშირად: ესხა: მარგალიტი: ლაგამ: აბჯარ: უნაგირსა: ცრემლთათ: ვარდი: დაეთრთვილა: გულსა: მდუღრად: ანატირსა:

114. მას: ტანსა: კაბა: ემოსა: გარეთმა: ვეფხის: ტყავისა: ვეფხის: ტყავისა: ქუდივე: იყო: სარქმელი: თავისა: ჴელთა: ნაჭედი: მათრაჴი: ჰქონდა: უსხოსი: მკლავისა: ნახეს: და: ნახუა: მოუნდა: უცხოსა: სანახავისა: