... (H-54), 1680 წ.

115. როსტან: მონა: გაუგზავნა: ნახე: ვინ: ზის: წყლისა: პირსა: ხელსა: ვისმე: დავამსგავსე: მით: საწუთრო: არა: ჰკვირსა: შემოჰყრია: კაეშანი: მიცემულა: დიდსა: ჭირსა: მოახსენე: სოფლის: მზესა: ტკბილად: ჰკითხე: რასთვის: ტირსა:

116. მეფემან: ბრძანა: ვინ: არის: უცხო: პირად: და: ტანადო: უბრძანა: ერთსა: მონასა: წადი: ფიცხლად: და: ჯანადო: გიბრძანებს: უთხარ: ვერ: გიცნობ: ჩემთა: ლაშქართა: თანადო: ვინცა: ხარ: მოდი: წინაშე: შენ: ჩვენგან: მონაყვანადო:

117. მოახსენა: მეფე: გიხმობს: დაიმდაბლოს: იმან: სული: თავმან: ჩემმან: მე: მას: მივსცემ: რაცა: უნდეს: ჩემეული: ბრძანებასა: დამორჩილდეს: ამად: ნუ: აქვს: გული: წყლული: ვითვისო: და: შევეთვისო: გაუახლო: გული: წყლული:

118. წავიდა: მონა: საუბრად: მის: ყმისა: გულმდუღარისად: თავჩამოგდებით: მტირლისა: არ: მჭურეტთა: მოლიზღარისად: მუნვე: წუიმს: წუიმა: ბროლისა: ჰგია: გიშრისა: ღარი: სად: ახლოს: მივიდა: მოსცალდა: სიტყვისა: თქმად: აღარისად:

119. მონა: მივა: ბრძანებასა: მეფისასა: ეუბნების: თავმან: მისმან: არ: წამოხვალ: სრულად: ჯარი: მოგადგების: ანუ: მოგკლვენ: ან: დაგკოდენ: მზისა: შუქი: წაგიჴდების: ჴელ: შეკრულსა: წაგიყვანენ: ესე: ყველა: გარდაჴდების:

120. ვერა: ჰკადრა: საუბარი: მონა: მეტად: შეუზარდა: დიდხან: უჭვრეტს: გარეტებით: თუცა: გული: უმაგარდა: მოახსენა: გიბრძანებსო: ახლოს: მიდგა: დაუწყნარდა: იგი: ტირს: და: არა: ესმის: მისგან: გაუუმეცარდა:

121. მის: მონისა: არა: ესმა: სიტყვა: არცა: ნაუბარი: მათ: ლაშქართა: ზახილისა: იყო: ერთობ: უგრძნობარი: უცხოდ: რადმე: ამოსკვნიდა: გული: ცეცხლთა: ნადებარი: ცრემლსა: სისხლი: ერეოდა: გასდის: ვითა: ნაგუბარი:

122. სხვაგან: ქნის: მისი: გონება: მისმან: თავისა: წონამან: ესე: მეფისა: ბრძანება: ერთხელ: კვლა: ჰკადრა: მონამან: არცა: დააგდო: ტირილი: არცა: რა: გაიგონა: მან: არცა: გაჴლიჩა: ბაგეთათ: თავი: ვარდისა: კონამან:

123. აჰა: ძმაო: რა: გიამბო: რაცა: მჭირდეს: მე: ღ~თსაგან: მე: რას: მაქნევს: მეფე: თქვენი: რამც: მიამოს: კაცისაგან: სხვასა: ვისმცა: დავაბრალო: შეპყრობილვარ: ეტლისაგან: მიჯნურობა: აჯობინეს: კვლაც: მასმია: ბრძენისაგან:

124. რა: პასუხი: არა: გასცა: მონა: გარე: შემობრუნდა: როსტანს: ჰკადრა: შემიტყვია: იმას: თქვენი: არა: უნდა: თვალნი: მზეებრ: გამირეტდეს: გული: მეტად: შემიძრწუნდა: ვერ: ვასმინე: საუბარი: მით: დავყოვნე: ხანი: მუნ: და:

125. მეფე: გაჰკვირდა: გაცაწყრა: გული: უც: მისთვის: მწყრომარე: გაგზავნა: მონა: თორმეტი: მისი: წინაშე: მდგომარე: უბრძანა: ჴელთა: აიღეთ: აბჯარი: თქვენ: საომარე: მიდით: და: აქა: მომგუარეთ: ვინ: არის: იქი: მჯდომარე:

126. მე: საწვევრად: მონას: ვჰკადრე: მას: თურ: მოსდის: პირსა: ქაფი: შეუზახა: ათი: მონა: შეიმოსეთ: ჯავშანქაფი: პირველ: ჰკადრეთ: მეფე: გიჴმობს: არად: გინდა: აწ: მარქაფი: არ: მოვიდეს: შეიპყარით: მისი: სისხლი: ველთა: ჩქაფი:

127. მონანი: მიდგეს: მივიდეს: გაჰჴდა: აბჯრისა: ჩხარია: მაშინღა: შეჰკრთა: იგი: ყმა: ტირს: მეტად: გულმდუღარია: თუალნი: მოარნა: ყოველგან: ნახა: ლაშქართა: ჯარია: ერთხელ: ესე: თქვა: ვაიმე: სხვად: არას: მოუბარია:

128. ცხენთა: შესხდეს: წამოვიდეს: გარეშემო: მოეხვივნეს: მისთა: ეგზომ: სინაზეთა: მისი: მჭურეტნი: გაეკვირვნეს: რა: შეხედეს: პირსა: მზესა: მათ: მონათა: აეტირნეს: ცხენსა: შეჯდა: წამოვიდა: მუნით: უკან: მოეწივნეს:

129. თვალთა: ჴელი: უკუივლო: ცრემლნი: ცხელნი: მოიწურნა: ჴრმალ: კაპარჭი: მოიმაგრა: მკლავნი: გაიმამაცურნა: ცხენსა: შეჯდა: მონათამცა: საუბარნი: რად: იყურნა სხუასა: მჴარსა: გაემართა: მათი: ჭირი: არ: განჰკურნა:

130. რა: ყმამან: ნახნა: მონანი: ტირილსა: მისცა: კუესია: არ: გაიკითხვენ: მიჯნურსა: არაბთა: შიგან: წესია: მას: ჴელთა: ჰქონდა: მათრახი: მკლავისა: მუნ: უსქესია: ესრე: დაფრიწა: თავები: მკვდართ: შიგან: დანაწესია:

131. მონათა: ჴელი: გამართეს: მის: ყმისა: შესაპყრობელად: მან: იგინი: გლახ: დაჴადნა: მტერთაცა: საწყალობელად: ჰკრნა: ერთმანერთსა: დაჴოცნა: თავსა: ჴელ: აუპყრობელად: ზოგსა: გადაჰკრის: მათრაჴი: ქვე: მკრდამდის: გასაპობელად:

132. შეუპყრივარ: კაეშანსა: რადღა: გამჴსნი: მისგან: კრულსა: ესე: მონა: დაგვიჴოცე: მოგაბარებ: ამათს: სულსა: სრულად: სპანი: მომიზახნე: ვერა: მნახავ: დაჭირულსა: მიჯნური: ვარ: გამირისხდი: მე: გატკივებ: ამით: გულსა:

133. მეფე: გაწყრა: გაგულისდა: მონანიცა: შეუზახნა: მან: მდევართა: მიწევნამდის: არ: უჭურიტა: არცა: ნახნა: რაზომნიცა: მიეწივნეს: ყოვლნი: მკვდართა: დაასახნა: კაცნი: კაცსა: შემოსტყორცნა: როსტან: ამად: ივაგლახნა:

134. ვისთვის: ხელი: გამოჭრილვარ: მასვე: მზესა: თაყვანის: ვსცე: რამ: დამბადა: მუნით: ვეძებ: სად: მისწუდების: მისი: სივრცე: ჩემი: მდევნი: ნიანგნიცა: იყოს: იგიც: ჭირსა: მივსცე: სხვამან: ფიფქმან: ვერ: დამაზროს: მის: მზისა: მზე: დავიფიცე: