... (H-54), 1680 წ.

234. იგი: ველი: გაირბინა: ლაშქართაგან: გაეკიდა: ვინცა: ნახა: სულიერმან: ანუ: ვინმცა: გაეკიდა: ვის: მახვილი: ვერას: ავნებს: იმას: ვინმცა: წაეკიდა: მისგან: ტვირთი: კაეშნისა: ტვირთად: ვარგად: გაეკიდა:

235. რა: ლაშქართა: ინადირეს: და: პატრონი: მოითუალეს: იგი: პირმზე: ვეღარ: პოვეს: პირი: მათი: იფერმკრთალეს: მათსა: დიდსა: სიხარულსა: სამძიმარი: ანაცვალეს: ყოვლგან: რბოდეს: საძებარად: ვინცა: იყო: უცხენმალეს:

236. ღმერთი: ლომო: შენად: ნაცულად: სხვასა: ვისმცა: დანერგვიდეს: დარბოდეს: და: სხუაგნით: სხუათა: მოამბეთა: მოასხმიდეს: ვეღარა: ცნეს: მისი: საქმე: გაიარა: აქათ: კიდეს: მისნი: სპანი: გულმოკლულნი: ცრემლსა: ცხელსა: გარდმოჰყრიდეს:

237. შერმადინ: ერთგან: შეყარნა: ხასი: და: დიდებულები: უჩუენა: იგი: უსტარი: ამბავი: მისი: თქმულები: რა: მოისმინეს: ყველაი: დარჩა: გულ: დანაწყლულები: თავსა: იცემდეს: არ: იყო: გული: უცრემლო: ულები:

238. შერმადინ: უთხრა: მართლ: ხართ: თუ: ცრემლსა: თვალთათ: დაჰმილდეთ: მაგრა: გვიჯობს: რომე: მისსა: ბრძანებასა: დავმორჩილდეთ არა: გავრყნათ: სამსახური: მას: წინაშე: არ: დავწბილდეთ: ცხადად: გვიჩნდეს: სიხარული: სიმძიმილსა: გარდავსცილდეთ:

239. ყოვლთა: ჰკადრეს: თუცა: ყოფა: ჩუენ: უმისოდ: გვეარმისცა: უშენოსა: საჯდომი: და: ტახტი: მისი: ვისმცა: მისცა: გაღანამცა: გმორჩილობდეთ: თუ: გვიბრძანო: რაცა: ვისცა: იგი: მონა: აპატრონეს: ყველაკამან: თაყუანისსცა:

ავთანდილისაგან ტარიელის ძებნად წასულა აჰა წყეულო სოფელო:

240. ამ: საქმესა: მემოწმების: დეიონოსი: ბრძენი: ეზროს: საბრალოა: ოდის: ვარდი: დაეთურთვილოს: დაცაეზროს: ვის: ბადახში: არა: ჰგვანდეს: და: ლერწამი: ტანად: ეზროს: იგი: სადმე: გაღარიბდეს: სამყოფთაგან: იაბეზროს:

241. მივიდოდა: მიუბნობდა: პირსა: მზესა: ანათებდა: თინათინის: გონება: ჰკლავს: სხვთა: შუქსა: დაავსებდა: მიტირის: და: ღ~თსა: ჰმადლობს: შემხედველთა: ადუღებდა: იტყვის: ნახეთ: ეს: სოფელი: ბედსა: მისსა: უჩვენებდა:

242. ავთანდილ: იგი: მინდორი: ოთხ: ახუმით: გარდაიარა: დააგდო: მზღვარი: არაბთა: სხვათ: მზღვართა: არე: იარა: მაგრა: მის: მზისა: გაყრამან: სიცოცხლე: გაუზიარა: თქუა: თუ: მე: მასმცა: ვეახლე: აწ: ცხელსა: ცრემლსა: ვღური: არა:

243. ახალმან: ფიფქმან: დათოა: ვარდი: დათურთილა: დანასა: მოუნდის: გულსა: დაცემა: ზოგჯერ: მიჰმართის: დანასა: თქუის: ჭირი: ჩემი: სოფელმან: ოთხმოცდაათი: ანასა: მოვშორდი: ლხინსა: ყველასა: ჩანგსა: ბარბითსა: და: ნასა:

244. მოეგონის: მისი: მკვლელი: შეეყარის: ჴორცთა: თრთოლა: დახუდის: მხეცი: ფიცხლად: მოკლის: არ: შეზარდის: მათგან: ყოლა: შენგან: კიდე: მზეო: ჩემი: შეუძლია: ვისმცა: ბრძოლა: მოგძულდი: და: გამომაგდე: ოჴრად: დამრჩეს: სპათა: ყოლა:

245. საყვარელი: მოეგონის: გაუახლდის: ცეცხლი: ალთა: ჰე: სოფელო: შეგებრალე: ნუ: სჯი: ბედსა: შესაწყალთა: შემოქმედო: მიმაბრუნვე: რომელი: სცნობ: იდუმალთა: ესე: თქვა: და: სისხლის: ცრემლი: გამოსეტყუა: მელნის: თვალთა:

246. ვარდი: მის: მზისა: გაყრილი: უფრო: და: უფრო: ჭკნებოდა: გულსა: უთხრის: თუ: დასთმეო: ამად: არ: დია: ბნდებოდა: უცხო: უცხოთა: ადგილთა: საძებრად: იარებოდა: მგზავრთა: ჰკითხევდის: ამბავთა: მათ: თანა: ემოყვრებოდა:

247. იგი: პირად: მზისა: მსგავსი: ერთობ: მოვლის: სრულად: ჴმელთა: ქვეყანათა: უნახავთა: ოჴერთა: და: კაცრიელთა: არ: დააგდებს: უნახავად: წყალთა: კლდეთა: ტყეთა: ველთა: მაღრიბს: ჰკითხავს: მაშრიყელთა: რომს: ჩინელთა: მაჩინელთა:

248. მუნ: ეძებს: ცრემლი: მტირალსა: სდის: ზღვათა: შესართავისად: უჩნდის: ქვეყანა: თახთად: და: მკლავი: სადებლად: თავისად: თქვის: საყვარელო: მოგშორდი: გული: შენ: დაგრჩა: ავისად: შენთუის: სიკუდილი: მეყოფის: ლხინად: ჩემისა: თავისად:

249. ყოვლი: პირი: ქვეყანისა: მოვლო: სრულად: მოიარა: ასრე: რომე: ცასა: ქვეშე: არ: დაურჩა: არ: იარა: მაგრა: იგი: მის: ამბისა: მსმენელსაცა: ვერ: მიმხუდარა: ამას: შიგან: წელიწადი: სამი: სამ: თვედ: მიიყა:

250. მიხუდა: რასმე: ქვეყანასა: უგემურსა: მეტად: მქისსა: თვე: ერთ: კაცსა: ვერა: ნახავს: ვერას: შვილსა: ადამისსა: იგი: ჭირი: არ: უნახავს: არ: რამინს: და: არცა: ვისსა: დღე: და: ღამე: იგონებდა: საყვარელსა: მასვე: მისსა:

251. მას: მიხუდა: წევრი: სადგურად: მაღლისა: მთისა: დიდისა: გამოჩნდა: მუნით: მინდორი: სავალი: დღისა: შვიდისა: მის: მთისა: ძირსა: წყალი: დის: არად: სანდომი: ჴიდისა: ორგნითვე: ტყესა: შეეკრა: ნაპირი: წყლისა: კიდისა:

252. ზედ: წაადგა: შეექცევის: დროთა: დღეთა: ანგარიშობს: თვენი: ესხნეს: ორანიღა: ამად: სულთქვამს: არა: იშობს: ვაი: თუ: საქმე: გამიმჟღავნდეს: კვლა: ამისთუს: გულმოშიშობს ავსა: კარგად: ვერვინ: შესცულის: თავსა: ახლად: ვერვინ: იშობს: