... (H-54), 1680 წ.

293. დღისით: ვლეს: და: საღამოჟამ: გამოუჩნდეს: დიდნი: კლდენი: კლდეთა: შიგან: ქუაბნი: იყვნეს: პირსა: წყალი: ჩანადენი: წყლისა: პირსა: არ: ითქმოდა: შამბი: იყო: თუ: რასდენი: ხე: დიდროან: თვალ: უცდომი: მაღლა: კლდემდის: ანაყრდენი:

294. დადგა: უჭვრეტს: ალვის: შტოსა: ანძრევს: გარე: ჰქონდა: ყელსა: ავთანდილს: ჰკვირს: ეგრე: ვითა: გაანათებს: მზეებრ: ველსა: პირად: მზესა: გულად: ლომსა: ტანად: შეჰგავს: სარო: მზრდელსა: მოიგონებს: გულამოსკვნით: მასვე: მისსა: საგონელსა:

295. მან: ყმამან: ქუაბსა: მიმართა: განვლნა: წყალნი: და: კლდენია: ავთანდილ: ცხენსა: გარდაჴდა: მონახნა: დიდნი: ხენია: მას: ზედა: ჭურეტად: გავიდა: ძირსა: დააბა: ცხენია: მუნით: უჭურეტდა: იგი: ყმა: მივა: ცრემლ: მინადენია:

296. რა: ტყენი: გავლნა: მან: ყმამან: მოსილმან: ვეფხის: ტყავითა: ქვაბისა: კარსა: გამოდგა: ქალი: ჯუბითა: შავითა: ატირდა: მაღლად: ცრემლითა: ზღვათაცა: შესართავითა: იგი: ყმა: ცხენსა: გარდაჴდა: ყელსა: მოეჭდო: მკლავითა:

297. ყმამან: უთხრა: დავო: ასმათ: ჴიდნი: ზღვასა: ჩაგვიცვივდეს: ვეღარ: მივხუდით: ჟამიერად: ჩვენ: ვისიცა: ცეცხლნი: გუწვიდეს: ესე: თქვა: და: მკერდსა: ჴელნი: იკრნა: ცრემლნი: გარდმოსცვივდეს: ქალი: შებნდა: მოეხვია: ერთმანერთსა: სისხლით: სწუიმდეს:

298. იგი: ტევრი: გაეჴშირა: დანაგლეჯსა: მათსა: თმასა: ერთმანერთსა: ეხვეოდეს: ყმა: ქალსა: და: ქალი: ყმასა: იზახდიან: მოთქმიდიან: ჴმას: სცემდიან: კლდენი: ჴმასა: ავთანდილ: სჭურეტს: გაკვირვებით: მათსა: ეგრე: ქცევა: ზმასა:

299. სული: დაიღო: მან: ქალმან: დასთმო: გულისა: წყლულობა: ქუაბს: შეიყვანა: ტაიჭი: მოჰჴადა: აკაზმულობა: მას: ყმასა: შეჰჴსნა: შეიღო: აბჯრისა: წელმორტყმულობა: შინა: შევიდეს: მას: დღესა: გარდაჴდა: გამოსრულობა:

300. ავთანდილს: უკვირს: ამბავი: ისი: თუ: ვცნაო: მე: რითა: გათენდა: ქალი: გამოდგა: მოსილი: მითვე: ფერითა: შავსა: აუდვა: ლაგამი: სწმენდდა: რიდისა: წვერითა: შეჰკაზმა: მოაქუს: აბჯარი: წყნარად: არ: რამე: ჩხერითა:

301. მის: მოყმისა: წესი: იყო: მეტსა: თურე: არას: ეჯდა: ქალი: ტირს: და: მკერდსა: იცემს: თმისა: ტევრსა: გაიგლეჯდა: ერთმანერთსა: მოეხუივნეს: აკოცა: და: ცხენსა: შეჯდა: ასმათ: ისრე: დაღრეჯილი: კულა: უფრორე: დაიღრეჯდა:

302. ავთანდილ: ახლოს: კვლა: ნახა: სახე: მისივე: კაცისა: ულვაშ: აშლილი: წუერ:გამო: ნუ: თუ: მზეაო: თქვა: ცისა: ეყნოსა: სული: ალვისა: ქართაგან: მონატაცისა: ასრე: უჩს: მოკლვა: ლომისა: მართ: ვითა: ლომსა: ვაცისა:

303. მასვე: გზასა: წამოვიდა: რომე: გუშინ: შეეარა: შამბი: გავლო: გაეშორა: თავი: მინდორს: გააგარა: ავთანდილ: სჭურეტს: გაკვირვებით: მალვით: ხესა: მოეფარა: თქუა: თუ: ღმერთმან: ესე: საქმე: მეტად: კარგად: მომიგვარა:

304. ავთანდილ: თქუა:ჟამად: ვპოვე: ვრბოდი: ვისთუის: სურვილითა: მისგან: კიდე: მომსახურე: ვნახო: ჰყუანდეს: ნუთუ: ვითა: ნუთუ: რასაც: მოველოდდე: მითხრას: ამან: მე: ამბავთა: თუ:არა: მე: ვარ: იგი: ლომი: რომე: მჴეცთა: მოვსრავ: ჴრმლითა:

305. აწ: ამას: ჩემთვის: ღმრთისაგან: სხვა: საქმე: რა: ვამჯობინო: ქალი: შევიპყრა: მის: ყმისა: ამბავი: ვაამბობინო: ჩემიცა: ვუთხრა: ყუელაი: მართალი: გავაბჭობინო: მას: ყმასა: ჴრმალი: არა: ვჰკრა: არც: მას: დავისობინო:

306. ჩამოვიდა: ცხენი: ახსნა: მისგან: ხესა: შემობმული: ზედა: შეჯდა: გაემართა: ქუაბი: დახუდა: კარგახმული: მუნით: ქალი: გამოიჭრა: გულ: მდუღარე: ცრემლ: დასხმული: ეგონა: თუ: დაბრუნდაო: პირი: ვარდი: ბროლბაკმული:

307. ვერ: იცნა: სახე: არ: ჰგუანდა: მისი: მის: ყმისა: სახესა: ფიცხლა: გაიქცა: მიმართა: ზახილით: კლდესა: და: ხესა: ყმა: გარდაიჭრა: დააბა: ვითა: კაკაბი: მახესა: ჴმას: სცემდეს: კლდენი: ქალისა: ზახილსა: მუნ: ერთსახესა:

308. მას: ყმასა: თავი: არ: მისცა: ჭურეტადცა: ებილწებოდა: ვითა: კაკაბი: არწივსა: ქუეშე: მი: და: მო: წრწებოდა: ტარიელს: ვისმე: უზახდა: მწედ: თუცა: არ: ემწებოდა: ავთანდილ: მუჴლთა: უყრიდა: თითითა: ეხვეწებოდა:

309. ქალი: კიოდა: ტირილით: ჴმასა: მოსცემდეს: მთა: ვითა: უზახის: ლომო: ტარიელ: არ: იყო: ამად: ზავითა: ავთანდილ: ეტყუის: ნუ: შმაგობ: ნუ: ხარ: ცნობითა: ავითა: ღარიბი: უადგილოსა: მოველ: მართ: ოდენ: თავითა:

310. ეტყოდა: სულე: რამც: გიყავ: კაცი: ვარ: ადამიანი: უფერო: ქმნილნი: მინახვან: ვარდნი: და: ისი: იანი: მისი: რამ: მითხარ: ვინ: არის: ტანსარო: პირბაკმიანი: სხვად: არას: გიზამ: ნუ: გეშის: ნუ: ჰყივი: აგრე: ჴმიანი:

311. ქალი: ეტყოდა: ტირილით: სარჩელი: უგავს: ბრჭობასა: თუ: არ: შმაგი: ხარ: დამეხსენ: შმაგი: ხარ: მოდი: ცნობასა: აწ: მეტად: ძნელსა: საქმესა: მნუკევ: ადვილად: თხრობასა: ცუდად: ნუ: სცთები: ნუ: ელი: მაგა: ამბვისა: მბობასა:

312. კვლა: ეტყვის: ყმაო: რა: გინდა: ანუ: მე: ნუკვი: მე: რასა: მაგა: საქმისა: ვერა: იქს: ვერცა: კალამი: წერასა: შენ: ერთხელ: მეტყვი: მითხარო: მე: ასჯერ: გეტყვი: ვერასა: ვითა: სიცილი: ტირილსა: მიჯობს: ვაგლახი: მღერასა: