... (H-54), 1680 წ.

36. სხვა: ძე: არ: ესვა: მეფესა: მართ: ოდენ: მარტო: ასული: სოფლისა: მნათი: მნათობი: მზისაცა: დასთა: დასული: მან: მისთა: მჭურეტთა: წაუღის: გული: გონება: და: სული: ბრძენი: ჴამს: მისად: მაქებრად: და: ენა: ბევრად: დასული:

37. მისი: სახელი: თინათინ: არს: ესე: საცოდნარია: რა: გაიზარდა: გაივსო: მზე: მისგან: საწუნარია: მეფემან: უჴმნო: ვაზირნი: თვით: ზის: ლაღი: და: წყნარია: გვერდსა: დაისხნა: დაუწყო: მათ: ამო: საუბნარია:

38. როსტევან: უჴმნა: ვაზირნი: უბრძანეს: თუცა: ფარულად: მე: ძე: არ: მომცა: სოფელმან: კიდე: მისთვის: ვარ: მალულად: ამ: ჩემთა: სპათა: თავადად: შემტევებელი: ქართულად: მოლხინე: მოასპარეზედ: გამთენებელი: დარულად:

39. უბრძანა: გკითხავ: საქმესა: ერთგან: სასაუბაროსა: რა: ვარდმან: მისი: ყვავილი: გააჴმოს: დაამჭკნაროსა: იგი: წაჴდების: სხვა: მოვა: ტურფასა: საბაღნაროსა: მზე: ჩაგვისუენდა: ბნელსა: ვსჭვრეტთ: ღამესა: ჩვენ: უმთვაროსა:

40. მე: გარდასრულვარ: სიბერე: მჭირს: ჭირთა: უფრო: ძნელია: დღეს: არა: ხუალე: მოვჰკვდები: სოფელი: ასრე: მქმნელია: რაღაა: იგი: სინათლე: რასაცა: ახლავს: ბნელია: ჩემი: მზე: დავსვათ: ჴელმწიფედ: ვისგან: მზე: საწუნელია:

41. ვაზირთა: ჰკადრეს: მეფეო: რად: ბრძანეთ: თქვენი: ბერობა: ვარდი: თუ: გაჴმეს: ეგრეცა: გუმართებს: აზომცა: ჯერობა: მისივე: ჰმეტობს: ყოველსა: სული: და: ტურფა: ფერობა: მთვარესა: მცხრალსა: ვარსკვლავმა: ვითამცა: ჰკადროს: მტერობა:

42. ერთობ: დაშალეს: ვაზირთა: მაგრამ: ვინ: მოუსმინებდა მეფე: ლაღი: და: უკადრი: იგი: ქნის: რაცა: ინებდა თინათინ: დასვეს: ხელმწიფედ: ვინ: მზესა: ითუალწუნებდა: ვინ: სალსა: კლდესა: დაადნობს: და: ცვილსა: გაატინებდა:

43. მაგას: ნუ: ბრძანებთ: მეფეო: ჯერ: ვარდი: არ: დაგჭნობია: თქვენი: თათბირი: ავიცა: სხუისა: კარგისა: მჯობია: ჴმდა: გაღანამცა: საქნელად: რაცა: თქვენ: გულსა: გლმობია: სჯობს: და: მას: მიეც: მეფობა: ვისგან: მზე: შენაფლობია:

44. თუცა: ქალია: ჴელმწიფედ: მართ: ღ~თისა: დანაბადია: არ: გათნევთ: იცის: მეფობა: უთქვენოდ: გვითქვამს: კვლა: დია: შუქთა: მისთაებრ: საქმეცა: მისი: მზებრ: განაცხადია: ლეკვი: ლომისა: სწორია: ძუ: იყოს: თუნდა: ხვადია:

45. მას: ლომსა: კაცი: იახლა: მეფისა: ვეფხს: უფიცხეო: დაასკვნეს: ესე: თათბირი: სრულ: სპათა: ჩემთა: ვჰკითხეო: მე: ჩემთა: სივაჟკაცეთა: ჩემნი: მებრძოლნი: ვითხეო: აწ: შენცა: გნუკევ: ურწყავად: ალვისა: მორჩი: ითხეო:

46. ავთანდილ: იყო: სპასპეტი: ძე: ამი: სპასალარისა: საროსა: მჯობი: ნაზარდი: მსგავსი: მზისა: და: მთვარისა: ჯერთ: უწვერული: სადარო: ბროლმინა: საცნობარისა: მას: თინათინის: შვენება: ჰკლევდის: წამწამთა: ჯარისა:

47. გულსა: მისსა: მიჯნურობა: მისი: ჰქონდა: დამალულად: რა: მოშორდის: ვერა: მჭურეტმან: ვარდი: შექნის: გულნაკლულად: ნახის: ცეცხლი: გაუახლდის: წყლული: გაჴდის: უფრო: წყლულად: საბრალოა: სიყვარული: კაცსა: შეიქს: გულნაკლულად:

48. რა: მეფედ: დასუმა: მეფემან: ბრძანა: მისისა: ქალისა: ავთანდილს: მიხუდა: სიამე: ვსება: სჭირს: მისო: ალისა: თქუა: ზედა: ზედა: მომხვდების: ნახვა: მის: ბროლ: ფიქალისა: ნუთუ: ვით: ვჰპოვო: წამალი: მე: ჩემი: ფერგამქრქალისა:

49. ავთანდილს: მისით: შორს: ყოფით: შეეკრა: თუალნი: ბლეტითა: იამა: ქალის: მეფობა: სიხარულითა: მეტითა: იტყვის: ხანდახან: საუბრად: მივალ: გულითა: რეტითა: კვლა: ზედაზედა: შევხედავ: ვალხინებ: თვალთა: ჭურეტითა:

50. არაბეთს: გასცა: ბრძანება: დიდმან: არაბთა: მფლობელმან: თინათინ: ჩემი: ჴელმწიფედ: დავსი: მე: მისმან: მშობელმან: მან: გაანათლნეს: ყოველნი: ვით: მზემან: მანათობელმან: მოდით: და: ნახეთ: ყოველმან: შემსხმელმან: შემამკობელმან:

51. მოვიდეს: სრულნი: არაბნი: ჯარი: გამრავლდა: ხასისა: ავთანდილ: პირმზე: სპასპეტი: ლაშქრისა: ბევრ: ათასისა: ვაზირი: სოგრატ: მოახლე: მეფისა: დასთა: დასისა: მათ: რომე: დადგეს: საჯდომი: თქვეს: უთქმელია: ფასისა:

52. ადეგ: როსტან: შენსა: მზესა: ჴელით: ჴელსა: მოეკიდე: მის: საბოძურის: მისათუალვად: მიზიდავს: და: მიჰყავს: კიდე: დავბერდი: და: დავძაბუნდი: მე: დღეთავე: ჩემსა: ვსთულიდე: რაც: შევცოდე: შემოქმედსა: ვიტირო: და: ვინანიდე:

53. უკუვდგე: ერთსა: ადგილსა: დავიწყო: გარდაჴდილობა: უბრძანა: სრულთა: არაბთა: შეჰკადრეს: მილოცვილობა: შენ: ჩემთა: საჭურჭლეთათვის: ნუ: შეგაქს: გულსა: ცილობა კვლა: ზედა: ზედა: შევიგნა: მე: შენი: არ: მოშლილობა:

54. თინათინ: მიჰყავს: მამასა: პირითა: მით: ნათელითა: დასვა: და: თავსა: გუირგვინი: დასდგა: თავისა: ჴელითა: მისცა: სკიპტრა: და: შემოსა: მეფეთა: სამოსელითა: ქალი: მზებრ: სჭურეტს: ყოველთა: ცნობითა: ბრძნად: მხედველითა:

55. უკუდგეს: და: თაყვანი: სცეს: მეფემან: და: მისთა: სპათა: დალოცეს: და: მეფედ: დასვეს: ქება: უთხრეს: სხვაგნით: სხუათა: ბუკსა: ჰკრეს: და: წინწილანი: დაატკბობდეს: მათთა: ჴმათა: ქალი: ტირს: და: ცრემლთა: აფრქვევს: ხრის: ყორნისა: ბოლო: ფრთათა: