... (H-54), 1680 წ.

56. მამისა: ტახტსა: საჯდომად: თავი: არ: ეღირსებოდა: ამად: ტირს: ბაღი: ვარდისა: ცრემლითა: აივსებოდა: მეფე: სწურთნის: მამა: ყოველთა: ძისაგან: ითავსებოდა: ამისად: ქმნამდის: დამწველი: ცეცხლი: არ: დამევსებოდა:

57. უბრძანა: ნუ: სტირ: ასულო: ისმინე: ჩემი: თხრობილი: დღეს: შენ: ხარ: მეფე: არაბეთს: ჩემგან: ჴელმწიფედ: ჴმობილი: აქათგან: ესე: სამეფო: მართ: შენია: მინდობილი: ხარმცა: ბრძნად: მქმნელი: საქმისა: იყავ: წყნარი: და: ცნობილი:

58. ვარდთა: და: ნეხვთა: ვინათგან: მზე: სწორად: მოეფინების: დიდთა: და: წურილთა: წყალობა: შენცა: ნუ: მოგეწყინების: უხვი: ახსნილსა: დააბამს: იგი: თვით: ების: ვინ: ების: უხვად: გასცემდი: ზღუათაცა: შესდის: და: გაედინების:

59. მეფეთა: შიგან: სიუხვე: ვით: ედემს: ალვა: რგულია: უხუსა: მორჩილობს: ყოველი: იგინიც: ვინ: ორგულია: სუმა: ჭამა: დიდად: შესარგი: დება: რა: სავარგულია: რასაცა: გასცემ: ჩვენია: რას: არა: დაკარგულია:

60. ამა: მამისა: სწავლასა: ქალი: ბრძნად: მოისმინებდა: ყურსა: უპყრობდა: ისმენდა: წურთასა: არ: მოიწყინებდა: მეფე: სმასა: და: მღერასა: იქს: მეტად: მოილხინებდა: თინათინ: მზესა: სწუნობდა: მაგრა: მზე: თინათინებდა:

61. რა: გადიდა: ნადიმობა: დაატკბობდეს: ჩანგი: ჴმასა: მათ: ტურფათ: სანახავად: ჯარი: მოდგის: ბანის: ბანსა: ბულბული: და: იადონი: იზახოდეს: მულღანზარსა: თავის: მსუმელთა: დავლიოთო: ძალი: მისცეს: ღვინის: სმასა:

62. მოიხმო: მისი: გამზრდელი: ერთგული: ნაერთგულევი: უბრძანა: ჩემი: საჭურჭლე: შენგან: დანაბეჭდულევი: მომართვი: ჩემი: ყველაი: ჩემი: ნაუფლისწულევი: მოართვეს: გასცა: უზომო: უანგარიშო: ულევი:

63. მას: დღე: გასცემს: ყველაკასა: სივაჟისა: მოგებულსა: რომე: სრულად: ამოაგებს: მცირესა: და: დიდებულსა: მერმე: ბრძანა: ვიქ: საქმესა: მამისაგან: სწავლებულსა: ჩემსა: ნუვინ: ნუ: დამალავთ: საჭურჭლესა: დადებულსა:

64. უბრძანა: წადით: გახსენით: რაცა: სად: საჭურჭლენია: ამილახორნო: მოასხით: რემა: ჯოგი: და: ცხენია: მოიღეს: გასცა: უზომო: სიუხვე: არ: მოსწყენია: ლარსა: ხვეტდიან: ლაშქარნი: მართ: ვითა: მეკობრენია:

65. ალაფობდეს: საჭურჭლესა: მისსა: ვითა: ნათურქალსა: მას: ტაიჭსა: არაბულსა: ქვე: ნაბამსა: ნასუქალსა: რომე: ჰგვანდა: სიუხვითა: ბუქსა: ზეცით: ნაბუქალსა: არ: დაარჩენს: ცალიერსა: არ: ყმასა: და: არცა: ქალსა:

66. მის: ჯარისა: სიხარული: მე: გიამბო: ამად: კიდე: რა: გარდაჴდა: ოდენ: ჭამა: ჴელმწიფემან: თავი: ჰკიდა: ავთანდილ: და: სოგრატ: ჰკვირან: ნეტარ: რა: ვთქვათ: წაეკიდა: საჭურჭლეთა: გარდაგება: დაუმძიმდა: მეტად: კიდა:

67. დღე: ერთ: გარდაჴდა: პურობა: სუმა: ჭამა: იყო: ხილობა: ნადიმად: მჯდომთა: ლაშქართა: მუნ: დიდი: შემოყრილობა: მეფემან: თავი: დაჰკიდა: და: ჰქონდა: დაღრეჯილობა: ნეტარ: რა: უმძიმს: რა: სჭირსო: შექნეს: ამისი: ცილობა:

68. თავსა: ზის: პირმზე: ავთანდილ: მჭურეტთაგან: მოსანდომია: სპათა: სპასპეტი: ჩაუქი: ვითა: ვეფხი: და: ლომია: ვაზირი: ბერი: სოგრატი: თვით: მასთანავე: მჯდომია: თქვეს: თუ: რა: უმძიმს: მეფესა: ანუ: რად: ფერი: ჰკრთომია:

69. თქვეს: თუ: მეფე: ცუდსა: რასმე: გონებასა: ჩავარდნილა: თუარა: აქა: სამძიმარი: მათი: ყოლა: არა: ქმნილა: ავთანდილ: თქვა: სოგრატ: ვჰკითხოთ: გვითხრას: რამცა: შეგვეცილა: ვჰკადროთ: რამე: სალაღობო: რასათვისმცა: გაგვაწბილა:

70. ადგეს: სოგრატ: და: ავთანდილ: ტანითა: მით: კენარითა: თუითო: აივსეს: ჭიქები: მივლენ: ქცევითა: წყნარითა: წინა: მიუსხდეს: მუჴლმოყრით: პირითა: მოცინარითა: ვაზირი: ლაღობს: ენითა: წყლიანად: მოუბარითა:

71. დაგიღრეჯია: მეფეო: აღარ: გიცინის: პირიო: მართალ: ხარ: წაჴდა: საჭურჭლე: თქვენი: მძიმე: და: ძვირიო: ყველასა: გასცემს: ასული: თქვენი: საბოძვარ:ჴშირიო: ყოლამცა: მეფედ: ნუ: დასვი: თავსა: რად: უგდე: ჭირიო:

72. რა: მეფემან: მოისმინა: გაცინებით: შემოხედნა: გაუკვირდა: ვით: მკადრაო: ან: სიტყვანი: ვით: გაბედნა: კარგი: ჰქენო: დაუმადლა: ბრძანებანი: უიმედნა: ჩემი: ზრახვა: სიძუნწისა: ტყვის: ვინცა: დაიყბედნა:

73. მეფემან: ბრძანა: მიფიცავს: ვირცხვი: ამისსა: თხრობასა: გამცინოთ: არად: ამოვჰკრეფ: ვერვინ: მიზრახავთ: თხობასა: შვილი: არა: მყავს: მინ: მხედავთ: ვეცი: ლახუართა: სობასა: მოასპარეზედ: გამეწურთნა: სწავლიდეს: მშვილდოსნობასა:

74. ეგე: არ: მიმძიმს: ვაზირო: ესეა: რომე: მწყენია: სიბერე: მახლავს: დავლივენ: სიყმაწვილისა: დღენია: კაცი: არ: არის: სითგანცა: საბრძენებელი: ჩუენია: რომე: მას: ჩემგნით: ესწავლნეს: სამამაცონი: ზნენია:

75. როსტან: დაბერდა: გაუშვებს: პურობა: და: დარბაზებართა: მაგრამ: მისებრი: ვის: ძალუც: სწავლა: სოფლისა: ზნებართა: მშვილდოსნად: მსგავსი: გმირისა: მობურთლად: მომტაცებართა: ცოტასა: შეჰგავს: მშვილდოსნად: ლაღი: ავთანდილ: მზე: ბართა: