... (H-54), 1680 წ.

273. ანასდად: მოყმე: გამოჩნდა: კუშტი: პირ: გამქუშავია: ზედა: ჯდა: შავსა: ტაიჭსა: მერანი: რამე: შავია: თავსა: და: ტანსა: ემოსა: გარეთმა: ვეფხის: ტყავია: ჯერთ: მისი: მსგავსი: ჰშვენება: კაცთაგან: უნახავია:

274. რა: მათ: კაცთა: ესე: სიტყუა: თქვეს: ავთანდილ: ვაგლახ: ვება: მოეგონა: მისი: მზე: და: მეფესთანა: მისი: შვება: ჰე: მოგშორდი: ჩემო: მზეო: მომხუდეს: შენი: თუ: შოვება: იყოს: ჩემთა: ჭირთა: ნაცულად: ნეტარ: მე: და: იშოვება:

275. უჭვრიტეთ: მისთა: ელვათა: შუქნი: ძლივ: გავიცადენით: ვჰთქუით: თუ: მზეაო: ქუეყნად: ნუ: ვეუბნებით: ცად: ენით: მისი: მოგვინდა: შეპყრობა: ვჰკადრეთ: და: შევეცადენით: ასრე: სულთქმით: და: ვაებით: მით: ვართ: ცრემლისა: ცადენით:

276. მე: უხუცესმან: უმცროსთა: კაცი: დავსთხოვე: ქენებით: ჩემან: შედეგმან: ტაიჭი: მისი: თუით: აქო: ხსენებით: ამან: მართ: ოდენ: მორევა: გუითხრა: უალლეთ: ჩუენებით: მივმართეთ: იგი: აგრევე: წყნარად: მივა: და: შუენებით:

277. ჩუენ: მისითა: მიზეზითა: აწ: ვართ: ლომო: შეჭირვებით: ცაცა: მისად: არა: ჰკუირან: მივიდოდა: თავის: ნებით: შესაპყრობლად: ჴელი: ვჰკადრე: მაგრა: მეტად: შეზარებით: ასრე: მწარედ: მათრაჴითა: ჩამოგუფრიწა: არ: ჴრმალ: ხლებით:

278. ბროლმან: ლალსა: გარეულმან: ვარდნი: თხელნი: ანატიფნა: იგი: ტკბილნი: გონებანი: ჩუენთვის: მეტად: გაამყიფნა: არ: აგუიხუნა: არცა: დაგუსხნა: ყოლა: არად: ამოგუკრიფნა: მისნი: მკვახედ: მოუბარნი: მათრაჴითა: შეგუამწიფნა:

279. უმცროსსა: ძმასა: მივეცით: უფროსთა: დავეზიდენით: ჴელი: მოჰკიდა: დადეგო: ესეცა: ჰკადრა: კიდ: ენით: მან: ჴრმალსა: ჴელი: არ: მიჰყო: ჩვენ: ამად: დავერიდენით: თავსა: გარდაჰკრა: მათრაჴი: ვნახეთ: სისხლისა: კი: დენით:

280. ჩუენი: ძმა: გლახ: დაკოდილი: მასვე: წამსა: ჩამოვარდა: მისმან: შიშმან: დაგუაწყნარნა: იგი: ყოლა: არ: აჩქარდა: მასმცა: მიღმა: რაღა: ვჰკადრეთ: ვისგან: ყოფა: გაგვიმწარდა: ვჰთქვით: თუ: უჴრმლოდ: მოგვერია: ცრმალთა: გაგყრის: ფარდაფარდა:

281. მით: ერთითა: მათრაჴითა: თავი: ასრე: გარდაჰფრიწა: ვითა: მკუდარი: უსულო: ქმნა: ვითა: მიწა: დაამიწა: მისი: რასმე: მკადრებელი: მოამდაბლა: აამიწა: თუალთა: წინა: წაგვივიდა: ლაღი: კუშტი: ამაყი: წა:

282. აღარ: დაბრუნდა: წავიდა: წყნარად: და: აუჩქარებლად: აგერა: მივა: ნახეო: იგი: მზეებრ: და: მთუარებლად: შორს: უჩვენებდეს: ავთანდილს: მტირალნი: გაუხარებლად: ოდენ: ჩნდა: შავი: ტაიჭი: მისი: მის: მზისა: მარებლად:

283. აჰა: მიჰხუდა: ავთანდილსა: ღაწუთა: ცრემლით: არ: დათოვნა: რადგან: ცუდად: არ: წაუჴდა: მას: ეზომი: გარეთ: ყოვნა: კაცსა: მიხუდეს: საწადელი: რას: ეძებდეს: უნდა: პოვნა: მაშინ: მისგან: აღარა: ჴამს: გარდასრულთა: ჭირთა: ხსოვნა:

284. უთხრა: თუ: ძმანო: ვარ: ვინმე: ღარიბი: უადგილოსა: მე: იმა: ყმისა: საძებრად: მოვშორდი: საგაზრდილოსა: აწ: თქუენგან: მივხუდი: საქმესა: ყოლა: არ: საადვილოსა: ღმერთიმცა: ნურას: ნუღარ: იქს: თქუენსა: დასაღრეჯილოსა:

285. ვითა: მე: მივხუდი: წადილსა: ჩემის: გულისა: ნებასა: აგრემცა: ღმერთი: ნურას: იქს: ძმისა: თქუენისა: ვნებასა: უჩუენა: მისი: სადგომი: მიდითო: ნება: ნებასა: ჩრდილსა: გარდასვით: მაშურალნი: მიეცით: მოსვენებასა:

286. ესე: უთხრა: და: წავიდა: ცხენი: გაქუსლა: დეზითა: ვითა: გავაზი: გაფრინდა: არ: გაშვებული: ხეზითა: ან: მთვარე: მზისა: შემყრელი: მზე: სინათლითა: ზეზითა: დაივსო: ცეცხლი: შემწველი: მისითა: მან: მიზეზითა:

287. მიეწურა: იგონებდა: ახლოს: შეყრა: ვითა: აგოს: საუბარმან: უმეცარმან: შმაგი: უფრო: გააშმაგოს: ჴამს: თუ: კაცმან: გონიერმან: ძნელი: საქმე: გამოაგოს: არ: სიწყნარე: გონებისა: მოიძულოს: მოიძაგოს:

288. რადგან: ისი: არის: რადმე: უცნობოდ: და: ისრე: რეტად: რომე: კაცსა: არ: მიუშვებს: საუბრად: და: მისად: ჭურეტად: მივეწევი: შევიყრებით: ერთმანერთის: ცემა: ჟლეტად: ანუ: მოვჰკლავ: ანუ: მომკლავ: დაიმალვის: მეტისმეტად:

289. აწ: იმა: ყმისა: საკრავად: ჴრმალსაცა: ვით: მიჰყევ: ნები: არ: მოვჰკლავ: არცა: მოვჰკვდები: არ: ვავნებ: არცა: ვევნები: შორით: თვალითა: მივსწურავ: უკანა: დავედევნები იარეს: გავლეს: მრავალი: მინდორი: შამბნარ: ჴევნები:

290. გარდაჴდა: და: თაყვანის: სცა: ახსენა: ღ~თისა: სახენი: შენ: გმონებს: ყოვლი: ქუეყნა: ყოველნი: მონა: სახენი: შენგან: მიხუდების: წადილსა: უღონო: მოვაგლახენი: ავთანდილ: გეძებ: სიცოცხლე: შენთუის: ლახვართა: ვახენი:

291. ავთანდილ: იტყუის: ეზომნი: ჭირნიმცა: რად: ვაცუდენი: რაცაღა: არის: არ: არის: თუმცა: არ: ედგნეს: ბუდენი: სადაცა: მივა: მივიდეს: რამცა: მოვლიდეს: ზღუდენი: მუნაღა: ვძებნნე: ღონენი: ჩემი: არ: დასამრუდენი:

292. წინაუკანა: იარეს: ორნი: დღენი: და: ღამენი: დღისით: და: ღამით: მაშურალნი: არ: საჭამადთა: მჭამენი: არსადა: ხანი: არ: დაყუეს: ერთნი: თვალისა: წამენი: მათ: თვალთა: ცრემლნი: სდიოდეს: მინდორთა: მოსალამენი: