... (H-54), 1680 წ.

253. საგონებელი: შეექმნა: დადგა: საქმისა: მრჩეველად: თქუა: თუ: დავბრუნდე: ეზომი: ხანი: რად: დავჰყავ: მე: ველად: ჩემსა: რა: ვჰკადრო: მნათობსა: ვიყავ: რად: დღეთა: მლეველად: მისი: ვერა: ვცნა: ჭორადცა: ვარ: ვისთა: გზათა: მკვლეველად:

254. თუ: არ: დავბრუნდე: საძებრად: დავჰყუნე: სხვანიცა: ხანანი: რომელსა: ვეძებ: ვერა: ვსცნნე: ამბავნი: მე: მისთანანი: დრო: გარდაუწყდეს: შერმადინს: მიხუდენ: ღაწვისა: ბანანი: მივიდეს: ჰკადროს: მეფესა: საქმენი: დასაგვანანი:

255. უამბოს: ჩემი: სიკუდილი: თუით: ჩემგან: დავედრებული: მათ: შექნან: გლოვა: ტირილი: ქნან: საქმე: გამწარებული: მერმე: მივიდე: ცოცოხალი: სადმე: სხვაგან: მე: რებული: ამას: იგონებს: ტირილით: გონება: შეიწრებული:

256. იტყვის: ღ~თო: სამართალნი: შენნი: ჩემთუის: რად: ამრუდენ: მე: ეზომნი: სიარულნი: კიდე: რად: გლახ: გამიცუდენ: გულით: ჩემით: სიხარულნი: აჰფხურენ: ჭირნი: დაუბუდენ: დღეთა: ჩემთა: ცრემლნი: ჩემნი: ვერათოდეს: დავიყუდენ:

257. კულაცა: იტყვის: დათმობა: სჯობს: და: თავსავე: ეუბნების: დღეთა: მეტად: ნუ: მოჰკვდები: გული: ჩემი: ნუ: დადნების: უღმრთოდ: ვერას: ვერ: მოვაწევ: ცრემლი: ცუდად: მედინების: განგებასა: ვერვინ: შესცულის: არ: საქნელი: არ: იქმნების:

258. თავს: უთხრა: მოჰკვე: გიჯობს: სიცოცხლე: აუგიანსა: მიხვალ: დაგხუდების: თინათინ: ანათებს: დღესა: მზიანსა: გკითხოს: მის: მზისა: ამბავი: რა: გმართებს: ვაგლახიანსა: იგონებს: წამწამ: მიჰყუების: ტყის: პირსა: შამბნარ: წყლიანსა:

259. ყოვლნი: არსნი: ცათ: ქუეშეთნი: ერთობ: სრულად: მომივლიან: მაგრა: საქმე: მის: კაცისა: ვერა: სადა: შემიგნიან: უღონიოდ: მართალ: იყვნეს: რომელთაცა: ქაჯად: თქუიან: აწ: ტირილი: არას: მარგებს: ცუდად: ცრემლნი: რასა: მდიან:

260. მთით: ჩამოვიდა: ავთანდილ: გავლო: წყალი: და: ტყენია: მინდორს: აცორვებს: ტაიჭსა: შეჟღრენით: მონაწყენია: გასცუდებოდეს: მკლავნი: და: მისნი: სიამაყენია: ბროლისა: ველსა: სტურფობდეს: გიშრისა: მუნ: საყენია:

261. მობრუნება: დააპირა: სულთქნა: მერმე: ივაგლახა: მას: მინდორსა: დაემართა: გზა: თვალითა: გამოსახა: თვესა: ერთსა: სულიერი: კაცი: არსად: არ: ენახა: მხეცნი: იყვნეს: საშინელნი: მაგრა: არა: შეუზახა:

262. მათ: მინდორთა: შუა: შიგა: ამოსული: ქედი: არი: გაფიცხდა: და: ზედ: წაადგა: მოიმარჯუა: საომარი: ჩემი: ბრძოლა: ვისმცა: ეძლოს: შევჰკრა: ერთგან: მთა: და: ბარი: დავჰკოდნე: და: ჩამოვჰყარნე: წავიყუანო: პატიმარი:

263. თუცა: მჴეცქმნილი: ავთანდილ: გულამოსკვნით: და: კვნესითა: ეგრეცა: ჭამა: მოუნდის: ადამის: ტომთა: წესითა: ისრითა: მოკლის: ნადირი: როსტომის: მკლავ: უგრძესითა: შამბისა: პირსა: გარდაჴდა: ცეცხლი: დააგზო: კვესითა:

264. ცხენსა: მისცა: საძოვარი: ვირე: მწვადი: შეიწოდეს: ექვსნი: რამე: ცხენოსანნი: ნახა: მისკენ: მოვიდოდეს: თქვა: თუ: ჰგვანან: მეკობრეთა: თვარა: კარგი: რამც: იცოდეს: აქა: კაცი: ჴორციელი: კულა: ყოფილა: არაოდეს:

265. ჩვენ: ასრე: მყოფნი: არ: ვარგვართ: რა: გუნახვენ: ვემაჯანებით: შეირტყა: წელთა: აბჯარი: შეჯდა: ტანითა: ჯანებით: მზად: აქუს: მშვილდი: და: ისარი: ჴრმალი: მოიმარჯა: ნებით: მისმან: მებრძოლმან: ყველამან: გაყრამცა: იაჯა: ნებით:

266. ჴელთა: ჰქონდა: ისარ: მშვილდი: მათკენ: მივა: მხიარული: ორთა: კაცთა: წუეროსანთა: ყმა: მოჰყვანდა: უწვერული: თავსა: იყო: დაკოდილი: შეებნიდა: სისხლსა: გული: ტიროდეს: და: იჭირვოდეს: ცოტა: ედგა: მას: გლახ: სული:

267. უყივლა: თუ: ძმანო: ვინ: ხართ: მეკობრეთა: დაგამსგავსენ: მათ: მიუგეს: დაგვიწყნარდი: გვიშველე: რა: ცეცხლნი: ავსენ: ვერა: გვარგო: მოგუიმატენ: ჭირნი: ჭირთა: მოგვისავსენ: სატირელნი: მოგვიტირენ: ღაწვნი: შენცა: დაიმხასენ:

268. ავთანდილ: მიდგა: ეუბნა: მათ: კაცთა: გულ: მდუღარეთა: მათ: უთხრეს: მათი: ამბავი: ტირილით: მოუბარეთა: ჩუენ: ვართო: ძმანი: სამნივე: მით: ვიდენთ: ცრემლთა: მწარეთა: დია: გუაქვს: ციხე: ქალაქი: ხათაეთს: არემარეთა:

269. კარგი: გვესმა: სანადირო: ნადირობას: წამოვედით: გუყვეს: ლაშქარნი: უთვალავნი: წყლისა: პირსა: გარდაჴედით: სანადირო: მოგვეწონა: თვესა: ერთსა: არ: წავედით: ვჰჴოცეთ: მჴეცსა: უზომოსა: მინდორით: და: მთით: და: ქედით:

270. ჩვენ: სამთა: ძმათა: ჩვენთანა: მესროლნი: დავაწბილენით: მით: ერთმანერთსა: სამნივე: ჩუენ: კიდე: დავეცილენით: მე: უკეთ: მოვჰკლავ: მე: გჯობო: სიტყვანი: ვავაქილენით: ვერ: გავაჩინეთ: მართალი: ვისარჩლეთ: ვითაკილენით:

271. დღეს: ავჰყარენით: ლაშქარნი: სავსენი: ირმის: ტყავითა: ვჰთქუით: გავაჩინოთ: მართალი: ვინ: ვსჯობთ: თავისა: მკლავითა: თავსა: ვიახლნეთ: მარტონი: დავდგეთ: მართ: ოდენ: თავითა: თუით: დანახულსა: მოვჰკლვიდეთ: ნუ: ვისრვით: დამნახავითა:

272. ჩუენ: ვიახლენით: სამთავე: სამნივე: მეაბჯრენია: ლაშქართა: წასულა: უბრძანეთ: მით: არას: მოაზრენია: მოვინადირეთ: მინდორი: ისი: ტყენი: და: ღრენია: დავჰხოცეთ: მხეცი: მფრინველი: რაცა: ზედ: გარდაგუფრენია: