ანბავნი ტარიელისა და ნესტან დარეჯანისა ვეფხისტყაოსნობით წოდებული (Q-1075), XVIII ს.

აქა წიგნი ავთანდილისა თავის ყმათა თანა

158. დაწერა თუ ჩემნო ყმანო, გამზრდელნო და ზოგნო ზრდილნო ერთგულნო და მისანდონო, ამას ზედა გამოცდილნო თქუენ ჩემისა საწადლისა, მიდგომილნო ვითა ჩრდილნო წიგნი ჩემი მოისმინეთ, ყოვლნო ერთგან შემოხდილნო

159. მიწაცა თქვენი ავთანდილ, ისმინეთ გიწერ მე რასა თვით ვიქ ჴელითა ჩემითა, ამა წიგნისა წერასა ცოტასა ხანსა ვარჩივე, გაჭრა სმასა და მღერასა პურად და საჭმლად მივენდე, ჩემსა მშვილდსა და ცერასა

160. საქმე რამე მიც თავისა, ზე სადმე გარდსახვეწელი დავჰყო მარტო და ღარიბად, ესე წლეული მე წელი გემუდარები ამისთვის, ვარ თქუენი შემამხვეწელი მე დამახვედროთ სამეფო, მტერთაგან დაულეწელი

161. მე შერმადინ დამიგდია, ჩემად კერძად პატრონობდეს სიკუდილსა და სიცოცხლესა, სადამდისცა ჩემსა სცნობდეს ყოვლთა მზეებრ მოგეფინოს, ვარდს ზურიდეს არ აჭკნობდეს შემცოდესა ყველაკასა, ვითა ცვილსა დაადნობდეს

162. თქვენცა იცით გამიზრდია, ვითა ძმა და ვითა შვილი ამას ასრე მორჩილობდით, არის ვითამც ავთანდილი ბუკსა იკრას აქნევინეთ, ყოვლი საქმე ჩემგან ქნილი მე თუ დრომდის არ მოვიდე, გლოვა გმართებს არ სიცილი

163. ესე წიგნი დაასრულა, წყლიანმან და სიტყვანაზმა წელთა ოქრო შემოირტყა, საღარიბოდ შეეკაზმა ბრძანა მინდორს შევჯდებიო, ლაშქარიცა დაერაზმა მასვე წამსა წამოვიდა, შინა ხანი არა დაზმა

164. ბრძანა წადით ყველაკაი, აქა მომჴრედ არვინ მინა მონებიცა მოიშორვა, თავი გაითავისწინა მარტო გარე შემობრუნდა, შამბი შიგან გაირბინა მიწყივ მისად საგონებლად, მისი მკულელი თინათინა

165. იგი ველი გაირბინა, ლაშქართაგან გაეკიდა ვინმცა ნახა სულიერმან, ანუ ვინმცა გაეკიდა ვის მახვილი ვერას ავნებს, მისი მკლავი გაეკიდა მისგან ტვირთი კაეშნისა, ტვირთად კარგად აეკიდა

166. რა ლაშქართა ინადირეს, და პატრონი მოითვალეს იგი პირმზე ვეღარ პოვეს, პირი მათი იფერმკრთალეს მათსა დიდსა სიხარულსა, სამძიმარი ანაცვალეს ყუელგან რბოდეს საძებარად, ვინცა იყო უცხენმალეს

167. შერმადინ ერთგან შეყარნა, ხასი და დიდებულები უჩვენა იგი უსტარი, ამბავი მისი თქმულები რა მოისმინეს ყველაი, დარჩა გულდანაწყლულები თავსა იცემდეს არ იყო, გული უცრემლო ულები

168. შერმადინ უთხრა მართლ ხართ, თუ ცრემლთა თვალთათ დამილდეთ მაგრა გუიჯობს რომე მისსა, ბრძანებასა დავმორჩილდეთ არა გავყურნათ სამსახური, მას წინაშე არ დავსწბილდეთ ცხადად გუიჩნდეს სიხარული, სამძიმირსა გარდავსცილდეთ

169. ყოვლთა ჰკადრეს თუცა ყოფა, ჩვენ უმისოდ გვიარმისცა უშენოსა საჯდომი და, ტახტი მისი ვისმცა მისცა გაღანამცა გმორჩილობდეთ, თუ გვიბრძანო რაცა ვისცა იგი მონა აპატრონეს, ყუელაკამან თაყუანისსცა

აქა ამბავი ავთანდილისა ტარიელისათვის ძებნად წასულა

170. ამ საქმესა მემოწმების, დეიონოსი ბრძენი ეზროს საბრალუა ოდის ვარდი, დაეთვრთვილოს დაცაეზროს ვის ბალახში არა ჰგვანდეს, და ლერწამი ტანად ეზროს იგი სადმე გაღარიბდეს, სამყოფთაგან იაბეზროს

171. ავთანდილ იგი მინდორი, ოთხახმით გარდაიარა დააგდო მზღვარი არაბთა, სხვათ მზღვართა არე იარა მაგრა მის მზისა გაყრამან, სიცოცხლე გაუზიარა თქუა თუ მე მასმცა ვეახლე, აწ ცხელსა ცრემლსა ვღური არა

172. ახალმან ფიფქმან დათოა, ვარდი დათრთვილა დანასა უნდოდის გულსა დაცემა, ზოგჯერ მიჰმართის დანასა თქვის ჭირი ჩემი სოფელმან, ოთხმოცდაათი ანასა მოვშორდი ლხინსა ყოველსა, ჩანგსა ბარბითსა და ნასა

173. ვარდი მის მზისა გაყრილი, უფრო და უფრო ჭნებოდა გულსა უთხრის თუ დასთმეო, ამად არ დია ბნდებოდა უცხო უცხოსა ადგილთა, საძებრად იარებოდა. მგზავრთა ჰკითხევდის ამბავთა, მათ თანა ემოყურებოდა

174. იგი პირად მზისა მგზავსი, ერთობ მოვლის სრულად ჴმელთა ქვეყანათა უნახავთა, ოჴერთა და კაცრიელთა არ დააგდებს უნახავად, წყალთ კლდეთა ტყეთა ველთა მაღრიბს ჰკითხავს მაშრიყელთა, რომს ჩინელთა მაჩინელთა

175. მუნ ეძებს ცრემლი მტირალსა, სდის ზღვათა შესართავისად უჩნდის ქვეყანა ტახტად და, მკლავი სადებლად თავისად თქვის საყუარელო მოგშორდი, გული შენ დაგრჩა ავისად შენთუის სიკუდილი მეყოფის, ლხინად ჩემისა თავისად