ანბავნი ტარიელისა და ნესტან დარეჯანისა ვეფხისტყაოსნობით წოდებული (Q-1075), XVIII ს.

216. ვერ იცნა სახე არ გვანდა, მისი მის ყმისა სახესა ფიცხლა გაიქცა მიმართა ,ზახილით კლდესა და ხესა ყმა გადაიჭრა დააბა, ვითა კაკაბი მახესა ჴმას სცემდეს კლდენი ქალისა, ზახილსა მუნ ერთსახესა

217. მას ყმასა თავი არ მისცა, ჭურეტადცა ებილწებოდა ვითა კაკაბი არწივსა ,ქვეშე მი და მო ჰკრთებოდა ტარიელს ვისმე უზახდა, მწედ თუცა არ ემწებოდა ავთანდილ მუხლთა უყრიდა, თითითა ეხვეწებოდა

218. ეტყოდა სულე რამც გიყავ, კაცი ვარ ადამიანი უფეროქმნილნი მინახვან, ვარდნი და ისი იანი მისი რამ მითხარ ვინ არის, ტან სარო პირბაკმიანი სხვად არას გიზამ ნუ გეშის, ნუ ჰყივი აგრე ჴმიანი

219. ქალი ეტყოდა ტირილით, სარჩელი უგავს ბრჭობასა თუ არ შმაგი ხარ დამეხსენ, შმაგი ხარ მოდი ცნობასა აწ მეტად ძნელსა საქმესა, მნუკავ ადვილად თხრობასა ცუდად ნუ სცთები ნუ ელი, მაგა ამბვისა მბობასა

220. კულა ეტყვის ყმაო რა გინდა, ანუ მე ნუკვი მე რასა მაგა საქმისა ვერა იქს, ვერცა კალამი წერასა შენ ერთხელ მეტყვი მითხარო, მე ასჯერ გეტყვი ვერასა ვითა სიცილი ტირილსა, მიჯობს ვაგლახი მღერასა

221. ყმა ეტყუის ხედავ სისხლისა, თვალთა მდის ცრემლთა წყალები დრო წამიგრძელდა მიმჭირდა, მაჩნია მით აწყა ლები ვიცი არ მომკლავ ღარიბი, ღარიბსა შეგებრალები მაგა ამბვითა დამივსე, ცეცხლისა მე აწყ ალები

222. ქალო არ იცი სით მოვალ, რა ჭირნი მომითმენიან ოდითგან ვეძებ ამბავთა, ესე არვისგან მსმენიან შენ მიპოვნიხარ სიტყუანი, ჩემნი რაზომცა გწყენიან ვერ დაგეხსნები მიამბე, ჩემგან ნუღარა გრცხუენიან

223. ქალმან უთხრა რას შეგესწარ, მე ვინ ვარ და ანუ შენო მზე არ მახლავს შეგეტყვების, თრთვილო ასრე მით მაწყენო გრძელი სიტყვა საწყინოა, ასრე მოკლედ მოგახსენო ვერასათვის ვერ გიანბობ, რაცა გინდა იგი ქენო

224. კულაცა ჰკითხა ზენარობით, მიუყარნა მუხლნი წინა მაგრა ვერა ვერ დაჰყარა, მუდარობა მოეწყინა პირსა ზედა გაგულისდა, თვალთა სისხლი მოედინა ადგა თმითა წამოზიდნა, ყელსა დანა დააბრჯინა

225. ეგრე უთხრა მე ეზომი, ჯავრი ვითა შეგარჩინო როგორა თუ ამატირო, ცრემლი ცუდად დამადინო გიჯობს მითხრა ამის მეტი, მართ აღარა არ გაწყინო თვარა ღმერთმან მტერი ჩემი, მოკლას ვითა მოგაკვდინო

226. ქალმან უთხრა ეგე ღონე, მოიგონე მატად ავი თუ არ მომკლავ არ მოვკუდები, მრთელი ვარ და მოუკლავი რად რა გითხრა სადამდისცა, ვიყო ჭირთა უნახავი კულა თუ მამკლავ სასაუბროდ, აღარ მედგას ზედა თავი

227. კულა ეტყვის ყმაო რად მპოვე, ვინ მეუბნები მე ვინო ეგე ამბავი ცოცხალსა, ენითა ვერ მათქმევინო მე თავი ჩემი ნებითა, ჩემითა მოგაკულევინო ვითა უსტარი ბედითი, ადვილად დაგახევინო

228. ჩემი სიკუდილი შენ ჩემად, პატიჟად ნურად გგონია მით რომე დამხსნი სიკვდილსა, შემშრების ცრემლთა ფონია ჩალად მჩანს ყოვლი სოფელი, მისთვისვე შემიწონია ვერ გიცნობ ვინ ხარ ვის გითხრა, სიტყვანი მისანდონია

229. ყმამან თქვა თუ არ ეგების, აწ ამისი ასრე თქმევა სხვისა რასმე მოვიგონებ, სჯობს საქმისა გამორჩევა გაუშვა და ცალკე დაჯდა, ტირს დაუწყო ცრემლთა ფრქვევა ქალსა უთხრა გაგარისხე, აწ ესე თქვი ვით დავრჩე ვა

230. ქალი დაუჯდა კუშტგვარად, ქუშობს ჯერთ არ დამტკბარია ავთანდილ ქვე ზის ტირილად, აღარას მოუბარია ვარდისა ბაღსა მოგუბდა, ცრემლისა საგუბარია კულა იქით ქალი ატირდა, მისთვის გულნალმობარია

231. ყმა მტირალი შეებრალა, ამად ცრემლნი ცხელნი ღვარნა მაგრა უჯდა უცხოს უცხო, არ ბაგენი აუბარნა ყმამან სცნა თუ გონებანი, ჩქარნი ჩემთვის დააწყნარნა ცრემლდენილი შეეხუეწა, ადგა მუჴლნი მიუყარნა

232. უთხრა ვიცი აღარ ვარგხარ, შენ აწ ჩემად დასანდობლად გაგარისხე დაგრჩომივარ, ღარიბად და ამად ობლად აწ ეგრეცა თავი ჩემი ,დამიც შენთვის დასანდობლად ამად რომე შეცოდება, შვიდგზის თქმულა შესანდობლად

233. თავი ჩემი სამსახურად, თუცა ავად მოგაწონე მიჯნურისა შებრალება, ჴამს ესეცა გაიგონე სხვაგნით ყოვლგნით უღონო ვარ, შენგან არის ჩემი ღონე სულთა მოგცემ გულისათვის, სხუა მეტიმცა რა გამონე

234. რა ქალსა მიხუდა ყმისაგან, მიჯნურობისა ხსენება გულამოჴუინჩუით დაიწყო, ასკეცად ცრემლთა დინება კულა გაამაღლა ზახილით, ტირილი არ გაცინება ავთანდილს ღ~ნ წადილი, მისცა გულისა ლხინება

235. იტყვის თუ ამა სიტყვითა, მას ფერი შეეცვალების ვისთვისმე ჴელი უცილოდ, მას ცრემლი ემალმალების კულა უთხრა დაო მიჯნური, მტერსაცა შეებრალების ესეცა იცი სიკუდილსა, თვით ეძებს არ ეკრძალების