ანბავნი ტარიელისა და ნესტან დარეჯანისა ვეფხისტყაოსნობით წოდებული (Q-1075), XVIII ს.

274. ავთანდილ უთხრა ვით მაქებ, საქები ბრძენთა ენისა მაგისად ნაცულად რამც ვიყავ, ღირსი ქებისა თქვენისა სახე ხარ მზისა ერთისა, ზეცით მნათისა ზენისა რადგანც ვერ შეგცულის პატიჟი, ეგზომთა ცრემლთა დენისა

275. მოსრულ ვარ შენად შეყრამდინ, ვიყავ ამბვისა მძებნელი რა გნახე შენგან საჴმილმან, ბნელსა მიმატა მე ბნელი ეგე მეც ვიცი მეცა ვარ, მაგა ლახვართა მგებნელი ბოლოდ იცოდი სიკუდილი, ჩემი გაყრისა მცებნელი

276. ამა დღემან დამავიწყა, გული ჩემი ვინ დაბინდა დამიგდია სამსახური, იგი იქნას რაღა გინდა იაგუნდი ეგრეცა სჯობს, ათასჯერმცა მინა მინდა შენ გეახლო სიკუდილამდის, ამის მეტი არა მინდა

277. ტარიელ უთხრა მე შენი, გული აწ მემჴურვალების მიკვირს თუ ნაცვლად მაგისად, შენ ჩემი რა გევალების მაგრა წესია მიჯნური, მიჯნურსა შეებრალების შენ საყვარელსა გაგყარო, ესე რათ გენაცვალების

278. წამოსრულხარ ჩემად ძებნად, პატრონისა სამსახურად ღმერთმან ქნა და გიპოვნივარ, შენცა ცდილხარ მამაცურად მაგრა ჩემსა რა გიამბობს, გამოჭრილვარ ასრე თუ რად მე თუ ვიტყვი დამწვავს ცეცხლი, ცხელი შემიქს ალად მურად

279. ასმათ უთხრა ლომო ცრემლით, მაგა ცეცხლთა არ ეგების მე ვითა ვთქუა წვევა თქმისა, რადგან ეგრე არ ეგების ვხედავ ესე ხელი ვინმე, მოყმე შენთვის წაეგების სცნას მიზეზი შენთა წყლულთა, ქმნას რა ღონე აეგების

280. მეხვეწებოდა ლამოდა, ჩემგან რასამე სმენასა ნუჰყოს ღ~თნ გაძლება, მემცა ვით მივეც ენასა თუ რას ვსცნობს ვეჭობ, ამისგან თქვენსა რასამე ლხენასა არს უკეთესი რაცაღა, სწადს განგებასა ზენასა

281. ამას დაყმუნდა ტარიელ, დამწუარი დაალებული ასმათს უბრძანა მას აქეთ, შენ ხარ ჩემთანა ხლებული რად არა იცი უწამლო, არს ლები ესე ლებული კულავ ესე ყმა მწუავს მტირალი, ცრემლითა დასველებული

282. კაცმან ვით ჰპოვოს, ღმერთისაგან რაცა არ დანაბადია მით გული ჩემი საჴმილმან, აწ ასრე დანაბა დია კულა გზასა მიკრავს მიჭირავს, მითქს ბადე დანაბადია აწ ხელთა ნაცულად ლხინისა, ჩალა მაქვს და ნაბადია

283. მაგრა ღმერთმან მოწყალემან, მით ცნობითა ერთი მზითა ორი მისი მოწყალება, დღესცა მომცა ამა გზითა პირველ შეჰყრის მოყვარულთა, ჩემით რათმე მიზეზითა კულა ნუთუმცა სრულად დამწუა, ცეცხლთა ცხელთა ანაგზითა

284. მას დღესა ლომი ტარიელ, შვებითა აივსებოდა ჴელითა ჴელსა მოზიდვენ, ერთმანერთს ეუბნებოდა მათთა შემხედთა მათთანა, ლალიცა შემტვერდებოდა ჰგავს თუ მაშრიყი შუქსა ჰფენს, მზე მათთვის გაივსებოდა

285. ყმასა უთხრა ვინცა კაცმან, ძმა ანუ თუ დაცა იდოს ჴამსო მისთვის სიკუდილსა, და ჭირსა თავი არ დარიდოს ღმერთმან ერთი რად აცხოვნოს, თუ მეორე არ წაწყმიდოს შენ ისმენდი მე გიამბობ, რაღა გინდა წამეკიდოს

286. ასმათს უთხრა მოდი მოჯე, თანა წყალი მომიტანე დაბნედილსა მაპკურებდი, გული მითა გარდამბანე მკუდარი მნახო დამიტირო, სულთქმა გაათანისთანე მე სამარე გამითხარე, აქა მიწა მიაკუანე

287. ღილშეხსნილი საამბობლად, დაჯდა მჴარნი ამოყარნა ვითა მზე ჯდა მოღრუბლებით, დიდხან შუქნი არ ადარნა ვერ გაახუნა სასაუბროდ, მან ბაგენი გაამყარნა მერმე სულთქნა დაიზახნა, ცრემლნი ცხელნი გარდმოყარნა

288. მოთქვამს ჰაი ჰაი საყვარელო, ჩემო ჩემთვის დაკარგულო იმედო და სოცოცხლეო, გონებაო სულო გულო ვინ მოგკუეთა არა ვიცი, ხეო ედემს დანერგულო ცეცხლმან ცხელმან ვით ვერ დაგწუა, გულო ასჯერ დადაგულო

ტარიელისაგან თავისი ამბვის მბობა ავთანდილთანა

289. ისმენდი მიეც გონება, ჩემთა ამბავთა სმენასა საუბართა და საქმეთა, ვისთა ძლივ ვათქმევ ენასა იგი ვინ ხელმქმნის მოველი, მისგან აროდეს ლხენასა ვისგან შეუცავ სევდასა, სისხლისა ცრემლთა დენასა

290. ინდოეთს შვიდთა მეფეთა, ყოვლი კაცი ხართ მცნობელი ექუსი სამეფო ფარსადანს, ჰქონდა თვით იყო მპყრობელი უხვი მდიდარი უკადრი, მეფეთა ზედა მფლობელი ტანად ლომი და პირად მზე, ომად მძლე რაზმთა მწყობელი

291. მამა ჩემი ჯდა მეშვიდე, მეფე მებრძოლთა მზარავი სარიდან ერქუა სახელად, მტერთა სრვად დაუფარავი ვერვინ ჰკადრებდის წყენასა, ვერ ცხადი ვერცა მპარავი ნადირობდის და იშვებდის, საწუთრო გაუმწარავი

292. ხალვა მოსძულდა შეექმნა, გულს კლებისა ჯარები თქვა წამიღია მტერთაგან, ძლევით ნაპირთა არები ყოვლგნით გამისხსმენ მორჭმით ვზი, მაქვ ზეიმი და ზარები ბრძანა წავალ და მეფესა, ფარსადანს შევეწყნარები