ანბავნი ტარიელისა და ნესტან დარეჯანისა ვეფხისტყაოსნობით წოდებული (Q-1075), XVIII ს.

138. ერთგან დასხდეს ილაღობეს, საუბარი ასად აგეს ბროლ ბალახში შეხვეული, და გიშერი ასადაგეს ყმა ეტყვის თუ შენთა მჭვრეტთა, თავი ხელი ა სად აგეს ცეცხლთა მანდით მოდებულთა, გული ჩემი ასადაგეს

139. ყმა წავიდა სიშორესა, თუმცა მისსა ვერ გასძლებდა უკუღმავე იხედვიდა, თვალთა რეტად იყოლებდა ბროლსა სეტყვს და ვარდსა აზრობს, ტანსა მჭევრსა ათრთოლებდა გული ჰქონდა გულისათვის, სიყვარულსა ავალებდა

140. თქვა მზეო ვარდსა სიშორე, შენი დამაჩნდეს ეს ადრე ბროლი და ლალი გასრულვარ, ქარვისა უყვითლესადრე მაშინ რაღა ვჰქნა ვერ ჭურეტა, რა მომხუდეს კვლა უგრძესადრე ხამს მოყვრისათვის სიკვდილი, ესე მე დამიც წესადრე

141. საწოლს დაწვა ტირს მტირალსა, ცრემლი ძნელად ეხოცების ვითა ვერხუი ქარისაგან, ირხევის და ეკეცების რა მიჯნურის სიახლევე, საყვარლისა ეოცების შეჰკრთის დიდი დაიზახნის, მით პატიჟი ეოცების

142. მოშორვება საყვარლისა, მას შეჰქმნოდა მისად ღაზოდ ცრემლსა ვითა მარგალიტსა, ტირს ვარდისა დასანაზოდ რა გათენდა შეეკაზმა, მისთა მჭურეტთა სალამაზოდ ცხენსა შეჯდა გაემართა, დარბაზს მივა სადარბაზოდ

143. დარბაზს ეჯიბი შეგზავნა, მართ მისგან შენარონია შესთვალა გკადრებ მეფეო, მე ესე გამიგონია ყოველი პირი მიწისა, თქუენ ჴმლითა დაგიმონია აწ თუ სჯობს ესე ამბავი, ცნან რაცა გარემონია

144. მე წავიდე მოვიარო, ვილაშქრო და ვინაპირო თინათინის ჴელმწიფობა, მტერთა თქვენთა გულსა ვგმირო მორჩილქმნილთა გავახარო, ურჩი ყუელა ავატირო ძღვენნი გკადრნე ზედაზედა, არ სალამი დავაძვირო

145. მეფესა ეთქვა ამისი, დიადი მადლიერობა უბრძანა ლომო არა გჭირს, შენ ომთა გარდუხდელობა აწ მაგა შენსა თათბირსა, ჰგავსო შენივე ქველობა წა მაგრა მამხვდეს რაღა ვქმნა, თუ სიშორისა გრძელობა

146. ყმა შევიდა თაყვანისსცა, მადლი რამე მოახსენა ჴელმწიფეო მიკვირს ქება, რად იკადრეთ ჩემი თქუენა აწ ნუთუ კულა სიშორისა, ღ~ნ ბნელი გამითენა პირი თქვენი მხიარული, მხიარულსა კულა მიჩუენა

147. მეფე ყელსა მოეკიდა, გარდაჰკოცნა ვითა შვილი სხვა მათებრი არ ყოფილა, არ გამზრდელი არ გაზრდილი ყმა ადგა და წამოვიდა, მას დღე მათი ჩანს გაყრილი როსტან მისთვის აატირა, გონიერი გული ბილი

148. ლაშქრობა და ნადირობა, შენი ჩემსა დაასახე აქა სამ წელ მომიცადე, ხვაშიადი შემინახე მე ნუთუმცა შემოვბრუნდი, ალვა ჩემი არ დაჭნა ხე არ მოვბრუნდე მამიგლოვე, მიტირე და მივაგლახე

149. მაშინღა ჰკადრე მეფესა, არ საქმე სასურვალია აცნობე ჩემი სიკუდილი, იყავ მართ ვითა მთვრალია მიხუდა თქვი საქმე რომელი, ყოვლთათვის გარდუვალია გლახაკთა მიე საჭურჭლე, ოქრო ვერცხლი და თვალია

150. მაშინ უფრო მომეხმარე, ამისგანცა უფრო მჴედრე ნუთუ ადრე დამივიწყო, მახსენებდი ზედაზედრე მეტად კარგად დამიურვე, სული ჩემი შეივედრე ზრდანი ჩემნი მოიგონენ, გული შენი მოიმდედრე

151. რა მონამან მოისმინა, გაუკვირდა შეეზარა თვალთათ ვითა მარგალიტი, ცხელი ცრემლი გარდმოყარა მოახსენა უშენომან, გულმან რამცა გაიხარა ვიცი რომე არ დასდგები, მაგას გიშლი ამად არა

152. განა ქნა ლომმან იმედი, დაგედვას რაცა მისადა მეფისა ცამდის მაღლისა, მზისაცა უფრო ზისადა უთქვენოდ მყოფი არ ვარგვარ, არცა თუ აქა ვზი სადა მარტოსა თავი რად დაგიც, სავალად მაგა გზისადა

153. ჩემად ნაცვლად დაგაგდებო, ესე სიტყვა რად მიბრძანე როგორა ვქნა პატრონობა, რამც გიფერე რამც გაგვანე შენ მარტოსა გიგონებდე, მემცა მიწა ვიაკვანე სჯობს ორნივე გავიპარნეთ, წამოგყვები წამიტანე

154. ყმამან უთხრა მამისმინე, მართლად გეტყვი არა ჭრელად რა მიჯნური ველთა რბოდეს, მარტო უნდა გასაჭრელად მარგალიტი აღარ მამხუდეს, უსასყიდლოდ უვაჭრელად კაცი ცრუ და მოღალატე, ჴამს ლახვრისა დასაჭრელად

155. მისი ცეცხლი გულსა ჩემსა, დამწველი და მედებია მას ერთსაცა ვერ გაუტეხ, რაცა მიიმედებია შენგან კიდე არა მივის, ძმები არცა მე დებია იმოქმედე დღეთა შენთა, რაცა გიმოქმედებია

156. ვისცა უთხარ ხვაშიადი, შენგან კიდე არვინ ვარგა უშენოსა პატრონობა, ვის მივანდო ვინ ქნას კარგა სანაპირო გაამაგრე, მტერმან ახლოს ვერ იბარგა კულა ნუთუმცა შემოვიქცე, ღმერთმან სრულად არ დამკარგა

157. ფათერაკი სწორად მოჰკლავს, ერთი იყოს თუნდა ასი მარტოობა ვერას მიზამს, მცავს თუ ცისა ძალთა დასი აქათ სამ წელ არ მოვიდე, მაშინ გმართებს გლოვა ფლასი წიგნსა მოგცემ გმორჩილობდეს, ვინმცა იყოს ჩემი ხასი