ანბავნი ტარიელისა და ნესტან დარეჯანისა ვეფხისტყაოსნობით წოდებული (Q-1075), XVIII ს.

118. კაცნი წავიდეს იარეს, მათ ერთი წელიწადია მონახეს ძებნეს იგი ყმა, იკითხეს კულა და კულა დია ვერცა თუ ნახეს ნახული, ღთისაგან დანაბადია ცუდად მაშურალნი მოვიდეს, მათსავე გულსა ზადია

119. მონათა ჰკადრეს მეფეო, ჩვენ ხმელნი მოვიარენით მაგრამ ვერ ვჰპოვეთ იგი ყმა, მით ვერა გავიხარენით მისსა მნახავსა სულდგმულსა, კაცსა ვერ შევეყარენით ჩვენ ვერა გარგეთ საქმენი, სხვანი რა მოიგვარენით

120. მეფე ბრძანებს მართალ იყო, ასული და ჩემი ძეო ვნახე რამე ეშმაკისა, სიცრუდე და სიბილწეო ჩემად მტერად წამოსრული, გარდმოჭრილი ზეცით ზეო გამიშვია შეჭირვება, არა მგამა ყოლა მეო

121. ესე თქვა და სიხარულით, თამაშობა ადიადა მგოსანი და მოშაითი, უხმეს ჰპოეს რაცა სადა დია გასცა საბოძვარი, ყველა დარბაზს შემოხადა მისი მგზავსი სიუხვითა, ღ~თნ სხვამცა რა დაბადა

122. ავთანდილ ჯდა მარტო საწოლს, ეცვა ოდენ მას პერანგი იმღერდა და იხარებდა, წინა ედგა ერთი ჩანგი შემოვიდა მის წინაშე, თინათინის მონა ზანგი მოახსენა გიბრძანებსო, ტანი ალვა პირი მანგი

123. ავთანდილს მიხუდა მოსმენა, საქმისა სანატრელისა ადგა და კაბა ჩაიცვა, მჯობი ყოვლისა ჭრელისა უხარის ნახვა ვარდისა, არ ერთგან შეუყრელისა ამოა ჭურეტა ტურფისა, სიახლე საყვარელისა

124. ავთანდილ ლაღი უკადრი, მივა არვისგან რცხვენოდა მას ნახავს ვისთა თვალთაგან, ცრემლი მრავალჯერ სდენოდა იგი უებრო ქუშად ჯდა, ელვისა მსგზავსად შვენოდა მთვარესა მისთა შუქთაგან, უკუნი გარდაჰფენოდა

125. გაცარცვილისა ტანსა ემოსნეს, ყარყუმნი უსაპირონი ებურნეს მოშლით რიდენი, ფასისა თქმად საჭირონი შვენოდეს შავნი წამწამნი, გულისა გასაგმირონი მას თეთრსა ყელსა ეკიდნეს, გრძლად თმანი არ უხშირონი

126. დაღრეჯით იყო მჯდომარე, ძოწეულითა რიდითა ავთანდილს უთხრა დაჯდომა, წყნარად ცნობითა მშვიდითა მონამან სელნი დაუდგნა, დაჯდა კრძალვით და რიდითა პირისპირ პირსა უჭვრეტდა, სავსე ლხინითა დიდითა

127. ყმამან ჰკადრა საზაროსა, ჩემგან თქმაღა ვით იქნების მზესა მთუარე შეეყაროს, დაილევის დაცაჰჭკნების აზრად არად აღარა მცალს, თავი ჩემი მეგონების თქვენვე ბრძანეთ რაცა გიმძიმს, ანუ რაცა გეკურნების

128. ქალმან უთხრა საუბარი, კეკლუც სიტყვად არ დუხჭირად იტყვის თუმცა აქანამდის, ჩემგან შორს ხარ დანამჭირად მიკვირს მოგხუდა წამის ყოფად, საქმე შენგან დასაჭვი რად მაგრა გითხრა პირველ ხვალმე, სენი მე მჭირს რაცა ჭირად

129. გახსოვს ოდეს შენ და როსტანს, მინდორს მჴეცი დაგეჴოცა ყმა გენახა უცხო ვინმე, რომე ცრემლი მოეჴოცა მას უკანით გონებამან, მისმან ასრე დამამჴოცა შენ გენუკვი მონახვასა, კიდით კიდე მოლაჴო ცა

130. აქანამდის ნაუბარსა, თუცა ვერას ვერ გეტყვია მაგრა შორით სიყვარული, შენგან ჩემი შემიტყვია ვიცი რომე გაუწყვეტლად, თვალთათ ცრემლი გისეტყვია შეუპყრიხარ სიყვარულსა, გული შენი დაუტყვია

131. ასრე გითხრა სამსახური, ჩემი გმართებს ამა ორად პირველ ყმა ხარ ჴორციელი, არვინა გვყავს შენად სწორად მერმე ჩემი მიჯნური ხარ, დასტურია არ ნაჭორად წადი იგი მოყმე ძებნე, ახლოს იყოს თუნდა შორად

132. შენგან ჩემი სიყვარული, ამით უფრო გაამყარე რომე დამჴსნა შეჭირვება, ეშმა ბილწი ასაპყარე გულსა გარე საიმედო, ია მორგე ვარდი ყარე მერმე მოდი ლომო მზესა, შეგეყრები შემეყარე

133. სამსა ძებნე წელიწადსა, იგი შენი საძებარი ჰპოვო მოდი გამარჯვებით, მხიარულად მოუბარი ვერა ჰპოებ დავიჯერებ, იყო თურე უჩინარი კოკობი და უფურჭუნელი, ვარდი დაგხვდე დაუმჭნარი

134. ფიცით გითხრობ შენგან კიდე, თუ შევირთო რაცა ქმარი მზეცა მამხვდეს ჴორციელი, ჩემთვის კაცად შენაქმარი სრულად მოვსწყდე სამოთხესა, ქვესკნელს ვიყო დასანთქმარი შენი მკლვიდეს სიყვარული, გულსა დანა ასაქმარი

135. მოახსენა ყმამან მზეო, ვინ გიშერი აწამწამე სხვა პასუხი რამცა გკადრე, ანუ რამცა შევიწამე მე სიკვდილსა მოველოდი, შენ სიცოცხლე გამიწამე ვითა მონა სამსახურად, გაღანამცა წავე წა მე

136. კულაცა ჰკადრა აჰა მზეო, რადგან ღმერთმან მზედ დაგბადა მით გმორჩილობს ზეციერი, მნათობია რაცა სადა მე რომ თქვენგან მოვისმინე, წყალობანი მედიადა ვარდი ჩემი არ დაჭკნების, შუქი შენი იეფადა

137. კულა შეჰფიცეს ერთმანერთსა, დააპირეს ესე პირი გასალდეს და გაამრავლეს, საუბარი სიტყვა ხშირი გაადვილდა აქანამდის, გარდეხადა რაცა ჭირი თეთრთა კბილთათ გამოჰკრთების, თეთრი ელვა ვითა ჭუირი