ანბავნი ტარიელისა და ნესტან დარეჯანისა ვეფხისტყაოსნობით წოდებული (Q-1075), XVIII ს.

39. მაგას ნუ ბრძანებთ მეფეო, ჯერ ვარდი არ დაგჭნობია თქვენი თათბირი ავიცა, სხვისა კარგისა მჯობია ხმდა გაღანამცა საქნელად, რაცა თქვენ გულსა გლმობია სჯობს და მას მიეც მეფობა, ვისგან მზე შენაფლობია

40. თუცა ქალია ჴელმწიფედ, მართ ღ~თისა დანაბადია არ გათნევთ იცის მეფობა, უთქვენოდ გვითქვამს კვლა დია შუქთა მისთაებრ საქმეცა, მისი მზებრ განაცხადია ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს თუნდა ხვადია

41. ავთანდილ იყო სპასპეტი, ძე ამირსპასალარისა საროსა მჯობი ნაზარდი, მგზავსი მზისა და მთუარისა ჯერ უწვერული სადარო, ბროლმინა საცნობარისა მას თინათინის გონება, ჰკლავდის წამწამთა ჯარისა

42. გულსა მისსა მიჯნურობა, მისი ჰქონდა დამალულად რა მოშორდის ვერა მჭურეტმან, ვარდი შექნის გულნაკლულად ნახის ცეცხლი გაუახლდის, წყლული გაჴდის უფრო წყლულად საბრალოა სიყვარული, კაცსა შეიქმს გულნაკლულად

43. რა მეფედ დასუმა მეფემან, ბრძანა მისისა ქალისა ავთანდილს მიხუდა სიამე, ვსება სჭირს მისო ქალისა თქვა ზედაზედა მომხვდების, ნახვა მის ბროლფიქალისა ნუთუ ვით ვჰპოვო წამალი, მე ჩემი ფერ გამქრქალისა

44. არაბეთს გასცა ბრძანება, დიდმან არაბთა მფლობელმან თინათინ ჩემი ჴელმწიფედ, დავსივი მე მისმან მშობელმან მან განანათლნეს ყოველნი, ვით მზემან მანათობელმან მოდით და ნახეთ ყოველმან, შემსხმელმან შემამკობელმან

45. მოვიდეს სრულნი არაბნი, ჯარი გამრავლდა ხასისა ავთანდილ პირმზე სპასპეტი, ლაშქრისა ბევრ ათასისა ვაზირი სოგრატ მოახლე, მეფისა დასთა დასისა მათ რომე დადგეს საჯდომი, თქვეს უთქმელია ფასისა

46. თინათინ მიჰყავს მამასა, პირითა მით ნათელითა დასვა და თავსა გვირგვინი, დასდგა თავისა ხელითა მისცა სკიპტრა და შემოსა, მეფეთა სამოსელითა ქალი მზებრ უჭურეტს ყოველთა, ცნობითა ბრძნად მხედველითა

47. უკუდგეს და თაყვანი სცეს, მეფემან და მისთა სპათა დალოცეს და მეფედ დასვეს, ქება უთხრეს სხვაგნით სხვათა ბუკსა ჰკრეს და წინწილანი, დაატკბობდეს მათთა ჴმათა ქალი ტირს და ცრემლთა აფრქვევს, ჰხრის ყორნისა ბოლოფრთათა

48. მამისა ტახტსა საჯდომად, თავი არ ეღირსებოდა ამად ტირს ბაღი ვარდისა, ცრემლითა აივსებოდა მეფე სწურთნის მამა ყოველი, ძისაგან ითავსებოდა ამისად ქმნამდის დამწველი, ცეცხლი არ დამევსებოდა

49. უბრძანა ნუ სტირ ასულო, ისმინე ჩემი თხრობილი დღეს შენ ხარ მეფე არაბეთს, ჩემგან ჴელმწიფედ ხმობილი აქათგან ესე სამეფო, მართ შენია მინდობილი ხარმცა ბრძნად მქმნელი საქმისა, იყავ წყნარი და ცნობილი

50. ვარდთა და ნეხვთა ვინათგან, მზე სწორად მოეფინების დიდთა და წვრილთა წყალობა, შენცა ნუ მოგეწყინების უხვი ახსნილსა დააბამს, იგი თჳთ ების ვინ ების უხვად გასცემდი ზღვათაცა, შესდის და გაედინების

51. მეფეთა შიგან სიუხვე, ვით ედემს ალვა რგულია უხვსა ჰმორჩილობს ყოველი, იგინიც ვინ ორგულია სმა ჭამა დიდად შესარგი, დება რა სავარგულია რასაცა გასცემ ჩვენია, რას არა დაკარგულია

52. ამა მამისა სწავლასა, ქალი ბრძნად მოისმინებდა ყურსა უპყრობდა ისმენდა, წვრთასა არ მოიწყინებდა მეფე სმასა და მღერასა იქს, მეტად მოილხინებდა თინათინ მზესა სწუნობდა, მაგრამ მზე თინათინებდა

53. მოიხმო მისი გამზრდელი, ერთგული ნაერთგულევი უბრძანა ჩემი საჭურჭლე, შენგან დანაბეჭდულევი მამართვი ჩემი ყველაი, ჩემი ნაუფლისწულევი მოართვეს გასცა უზომო, უანგარიშო ულევი

54. მას დღე გასცემს ყველაკასა, სივაჟისა მოგებულსა რომე სრულათ ამოაგებს, მცირესა და დიდებულსა მერმე ბრძანა ვიქ საქმესა, მამისაგან სწავლებულსა ჩემსა ნუვინ ნუ დამალავთ, საჭურჭლესა დადებულსა

55. უბრძანა წადით გახსენით, რაცა სად საჭურჭლენია ამილახორნო მოასხით, რემა ჯოგი და ცხენია მოიღეს გასცა უზომო, სიუხვე არ მოსწყენია ლარსა ხვეტდიან ლაშქარნი, მართ ვითა მეკობრენია

56. ალაფობდეს საჭურჭლესა, მისსა ვითა ნათურქალსა მას ტაიჭსა არაბულსა, ქვენაბამსა ნასუქალსა რომე გუანდა სიუხვითა, ბუქსა ზეცით ნაბუქალსა რა დაარჩენს ცალიერსა, არ ყმასა და არცა ქალსა

57. მის ჯარისა სიხარული, მე გიამბო ამად კიდე რა გარდაჴდა ოდენ ჭამა, ჴელმწიფემან თავი ჰკიდა ავთანდილ და სოგრატ ჰკვირან, ნეტარ რა ვთქვათ წაეკიდა საჭურჭლეთა გარდაგება, დაუმძიმდა მეტად კიდა

58. დღე ერთ გარდახდა პურობა, სმა ჭამა იყო ხილობა ნადიმად მჯდომთა ლაშქართა, მუნ დიდი შემოყრილობა მეფემან თავი დაჰკიდა, და ჰქონდა დაღრეჯილობა ნეტარ რა უმძიმს რა სჭირსო, შექნეს ამისი ცილობა