ანბავნი ტარიელისა და ნესტან დარეჯანისა ვეფხისტყაოსნობით წოდებული (Q-1075), XVIII ს.

236. ვარ მიჯნური ხელი ვინმე, გაუწყვედლად სულთა დგმისად ღრუბელიცა ვერ მიხუდების, მე მისრულვარ სადა მისად ჩემმან მზემან გამომგზავნა, საძებარად იმა ყმისად გული თქვენი მიპოვნია, მისი შენდა შენი მისად

237. მისი სახე გულსა ჩემსა, ხატად ასრე გამოვხატე მისთვის ჴელმან გამოჭრილმან, ლხინი ჩემი ვაალქატე ორისაგან ერთი მიყავ, ტყვე მქმენ ანუ მააზატე ან მაცოცხლე ანუ მამკალ, ჭირი ჭირსა მომიმატე

238. ქალმან უთხრა ყმასა სიტყუა, პირველისა უამესი ეგე სიტყვა მოიგონე, დია რამე უკეთესი წეღან საქმე მტერობისა, გულსა ჩემსა ჩამოსთესი აწ მოყუარე გიპოვნივარ, დისაგანცა უფრო დესი

239. მაშა რადგან მიჯნურობა, შენად ღონედ მოიგონე არ ეგების ამას იქით, თუმცა თავი არ გამონე არ შენ მოგეც თავი ჩემი, დაგაბნიე დაგაღონე შენთვის მოვჰკვდე ამისებრი, მემცა სხვაღა რა გაქონე

240. აწ რაცა გითხრა თუ ამა, საქმესა დამმორჩილდები რასაცა ეძებ მიხვდები, უცილოდ არ ასცილდები თუ არ მომისმენ ვერ ჰპოვებ, რაზომმცა ცრემლსა ჰმილდები მოგხვდების მდურვა თავისა, მოჰკვდები გაცასწბილდები

აქა არაკი ავთანდილისა პასუხად გაცემული ასმათთანა

241. ყმამან უთხრა ეგე საქმე, ამას გავსო არა სხუასა ორნი კაცნი მოდიოდეს, სადაური სადმე გზასა უკანამან წინა ნახა, ჩავარდნილი შიგან ჭასა ზედ მიადგა ჩაჰყიოდა, ტირს იზახის ვაგლახვასა

242. ეგრე უთხრა ამხანაგო, იყავ მანდა მომიცადე წავალ თოკთა მოსახმელად, მწადსო თუმცა ამოგზიდე მას ქვეშეთსა გაეცინნეს, გაუკვირდა მეტად კიდე შემოჰყივლა არ გელოდე, სად გაგექცე სად წავიდე

243. აწ დაო შენსა ჴელისაა, ჩემი საბელი ყელისა სხვად უღონოა უშენოდ, ჩემგან აპყრობა ჴელისა რასაცა მიზამ შენ იცი, შენ ხარ წამალი ლხენისა თუარა ვისმც ექმნა გუარლითა, შეკვრა თავისა მრთელისა

244. ქალმან უთხრა მომეწონა,ყმაო შენი ნაუბარი ხარ უცილოდ კარგი ვინმე, მოყმე ბრძენთა საქებარი ხარ ვინათგან აქანამდის, მაგა ჭირთა დამთმობარი რაცა გითხრა მომისმინე, გიპოვნია საძებარი

245. ამა მოყმისა ამბავი, არსად არა იპოვების თვით თუ არ გითხრობს არ ითქმის, არ ვისგან დაიჯერების მოილოდინე მოვიდეს, რაზომცა დაგეყოვნების დადუმდი ვარდსა ნუ აზრობ, ცრემლითა ნუ ითოვნების

246. გითხრა თუ ცოდნა გწადიან, ჩვენისა შენ სახელისა ტარიელ არის სახელი, იმა მოყმისა ხელისა მე ასმათ მქვიან რომელსა, წვა მაქუს ცეცხლისა ცხელისა სულთქმა სულთქმისა ბევრისა, მაშა თუ არ ერთხელისა

247. ამის მეტსა ვერას გითხრობ, მე სიტყუასა ამისთანსა ისი მინდორს არონინებს, ტანსა მჭევრთა მემაჯანსა მე მარტო გლახ ვჭამ ნადირისა, ჴორცსა მისგან მონატანსა აწვე მოვა არა ვიცი, თუ დაჰყოვნის დიდსა ხანსა

248. ამას გეტყვი მოიცადო, თავი სხვაგან არსად არო რა მოვიდეს შევეხვეწო, ნუ თუ ვით რა მოვაგვარო ერთმანერთსა შეგამეცნე, თავი შენი შევაყვარო თვით გიანბობს საქმე მისი, საყვარელსა გაახარო

249. ქალსა ყმამან მოუსმინა, დაჰმორჩილდა დართო ნება ამა ზედან მოიხედნეს, ჴევით ესმა ჩხაპუნება მთვარე წყალსა გამოსრული, ვნახე შუქთა მოფინება უკურიდეს აღარა ქნეს, მუნ ხანისა დაყოვნება

250. ქალმან უთხრა ყმაო ღ~ნ, მოგცა ჟამად რაცა გინა მაგრა თავი უჩინო ქენ, დამალული იყავ შინა იმა ყმისა მეუნებლე, ჴორციელი არავინა თუ ვითა რა მოვაგვარო, შენი ნახვა არ ეწყინა

251. ავთანდილ ქვაბსა დამალა, ქალმან დამალვით მალითა იგი ყმა ცხენსა გარდაჰჴდა, შვენოდა კაპარჭჴრმალითა ატირდეს მაღლად ცრემლითა, ზღვათაცა შესამალითა ავთანდილ სარკმლით უჭურეტდა, ჭურეტითა იდუმალითა

252. ქალმან უთხრა არ გამიწყრე, ვიშიშვი და ვიაჯ დია რათგან ღმერთსა ვაზირობა, შენი ჩემზედ მოუგდია ვერ დავმალავ უკეთესი, რაცა საქმე გამიცდია არა ვარგა უსაზომო, ზომსა თავი გარდგიჴდია

253. მისი მძებლენი იყომცა, ჭკუვითა მეტის მეტითა შენ კაცთა ნაცულად ნადირთა, ახლავ გულითა რეტითა სჯობს ერთი კაცი იახლო, ილხენდე მისით ჭვრეტითა ვით იადონი არ მოჰკვდე ,ბულბული თესლთა კვნეტითა

254. ყმამან უთხრა რასა მნუკვი, არა ვიცი გამიცხადე კაცი ჩემად სამსახურად, უღმრთოდ მემცა ვით დავბადე ღმერთსა ჩემი უბედობა, უნდა მემცა რას ვეცადე განაღამცა გავნადირდი, თავი ასრე გავიჴადე