ანბავნი ტარიელისა და ნესტან დარეჯანისა ვეფხისტყაოსნობით წოდებული (Q-1075), XVIII ს.

176. ყოვლი პირი ქვეყანისა, მოვლო სრულად მოიარა ასრე რომე ცასა ქვეშე, არ დაურჩა არ იარა მაგრა იგი მის ანბავსა, მსმენელსაცა ვერ მიმჴუდარა ამაშიგან წელიწადი, სამი სამ თვედ მიიყარა

177. მიხუდა რასმე ქვეყანასა, უგემურსა მეტად მქისსა თვე ერთ კაცსა ვერა ნახავს, ვერას შვილსა ადამისსა იგი ჭირი არ უნახავს, არ რამინს და არცა ვისსა დღე და ღამე იგონებდა, საყვარელსა მასვე მისსა

178. მას მიხვდა წვერი სადგურად, მაღლისა მთისა დიდისა გამოჩნდა მუნით მინდორი, სავალი დღისა შვიდისა მის მთისა ძირსა წყალი ჰსდის, არად სანდომი ჴიდისა ორგნითვე ტყესა შეეკრა, ნაპირი წყლისა კიდისა

179. ზედა წადგა შეექცევის, დროთა დღეთა ანგარიშობს თვენი ესხნეს ორანიღა, ამად სულთქვამს არა იშობს ვაი თუ საქმე გამიმჟღავნდეს, კულა ამისთუს გულმოშიშობს ავსა კარგად ვერვინ შეჰსცვლის, თავსა ახლად ვერვინ იშობს

180. საგონებელი შეექმნა, დადგა საქმისა რჩეველად თქვა თუ დავბრუნდე ეზომი, ხანი რად დავჰყავ მე ველად ჩემსა რა ვჰკადრო მნათობსა, ვიყავ რად დღეთა მლეველად მისი ვერა ვსცნა ჭორიცა, ვარ მისთა გზათა მკვლეველად

181. თუ არ დავბრუნდე საძებრად, დავჰყუნე სხვანიცა ხანანი რომელსა ვეძებ ვერა ვსცნა, ამბავნი მე მისთანანი დრო გარდაუწყდეს შერმადინს, მიხუდეს ღაწვისა ბანანი მივიდეს ჰკადროს მეფესა, საქმენი დასაგვანანი

182. უამბოს ჩემი სიკუდილი, თვით ჩემგან დავედრებული მათ შექნან გლოვა ტირილი, ქნან საქმე გამწარებული მერმე მივიდე ცოცოხალი, მე სხვაგან სადმე რებული ამას იგონებს ტირილით, გონება შეიწრებული

183. კულაცა იტყვის დათმობა სჯობს, და თავსავე ეუბნების დღეთა მეტად ნუ მოჰკვდები, გული ჩემი ნუ დადნების უღმრთოდ ვერას ვერ მოვაწევ, ცრემლი ცუდად მედინების განგებასა ვერვინ შესცვლის, არსაქმნელი არ იქმნების

184. იტყვის ღ~თო სამართალნი, შენნი ჩემთვის რად ამრუდენ მე ეზომნი სიარულნი, კიდე რად გლახ გამიცუდენ გულით ჩემით სიხარულნი, აფხურენ ჭირნი დაუბუდენ დღეთა ჩემთა ცრემლნი ჩემნი, ვერათოდეს დავიყუდენ

185. ყოვლნი არსნი ცათ ქუეშეთნი, ერთობ სრულად მომივლიან მაგრა საქმე მის კაცისა, ვერა სადა შემიგნიან უღონიოდ მართალ იყუნეს, რომელთაცა ქაჯად თქვიან აწ ტირილი არას მარგებს, ცუდად ცრემლნი რასა მდიან

186. მთით ჩამოვიდა ავთანდილ, გავლო წყალი და ტყენია მინდორს აცორვებს ტაიჭსა, შეჟღრენით მონაწყენია გასცუდებოდეს მკლავნი, და მისნი სიამაყენია ბროლისა ველსა სტურფობდეს, გიშრისა მუნ საყენია

187. მობრუნება დააპირა, სულთქნა მერმე ივაგლახა მას მინდორსა დაემართა, გზა თვალითა გამოსახა თვესა ერთსა სულიერი, კაცი არსად არ ენახა მჴეცნი იყვნეს საშინელნი, მაგრა არა შეუზახა

188. თუცა მჴეცქმნილი ავთანდილ, გულამოსკვნით და კვნესითა ეგრეცა ჭამა მოუნდის, ადამის ტომთა წესითა ისრითა მოკლის ნადირი, როსტომის მკლავუგრძესითა შამბისა პირსა გარდაჴდა, ცეცხლი დააგზო კვესითა

189. ცხენსა მისცა საძოვარი, ვირემ მწვადი შეიწოდეს ექუსნი რამე ცხენოსანნი, ნახა მისკენ მოვიდოდეს თქუა თუ გვანან მეკობრეთა, თვარა კარგი რამც იცოდეს აქა კაცი ჴორციელი, კულა ყოფნც ილა არაოდეს

190. ჩვენ ასრე მყოფნი არ ვარგვართ, ვი გუნახავს ვემაჯანებით შეირტყა წელთა აბჯარი, შეჯდა ტანითა ჯანებით მზად აქუს მშვილდი და ისარი, ჴმალი მოიმარჯა ნებით მისმან მებრძოლმან ყველამან, გაყრამცა იაჯა ნებით

191. ჴელთა ჰქონდა ისარ მშვილდი, მათკენ მივა მხიარული ორთა კაცთა წვეროსანთა, ყმა მოჰყვანდა უწვერული თავი იყო დაკოდილი, შეებნიდა სისხლსა გული ტიროდეს და იჭიროდეს, ცოტა ედგა მას გლახ სული

192. უყივლა თუ ძმანო ვინ ხართ, მეკობრეთა დაგამსგავსენ მათ მიუგეს დაგვიწყნარდი, გვიშველე რა ცეცხლნი ავსენ ვერა გუარგო მოგვიმატენ, ჭირნი ჭირთა მოგვისავსენ სატირელნი მოგვიტირენ, ღაწვნი შენცა დაიმხასენ

193. ავთანდილ მიდგა ეუბნა, მათ კაცთა გულმდუღარეთა მათ უთხრეს მათი ამბავი, ტირილით მოუბარეთა ჩვენ ვართო ძმანი სამნივე, მით ვიდენთ ცრემლთა მწარეთა დია გვაქუს ციხე ქალაქი, ხატაეთს არემარეთა

194. კარგი გვესმა სანადირო, ნადირობას წამოვედით გყუეს ლაშქარნი უთუალავნი, წყლისა პირსა გარდაჴედით სანადირო მოგვეწონა, თვესა ერთსა არ წავედით ვხოცეთ მხეცსა უზომოსა, მინდორით და მთით და ქედით

195. ჩვენ სამთა ძმათა ჩვენთანა, მესროლნი დავაწბილენით მით ერთმანერთსა სამნივე, ჩუენ კიდე დავეცილენით მე უკეთ მოვჰკლავ მე გჯობო, სიტყვანი ვავაქილენით ვერ გავაჩინეთ მართალი, ვისარჩლეთ ვითაკილენით