... (პარიზული ხელნაწერი 10)

158. პირველ჻ ყმავარ჻ წასვლა჻ მინდა჻ პატრონისა჻ სამსახურად჻ ხამს჻ მეფეთა჻ ერთგულობა჻ ყოფა჻ გვმართებს჻ ყმასა჻ ყმურად჻ მერმე჻ ცეცხლი჻ დაუვსია჻ აღარა჻ მწვავს჻ გულსა჻ მურად჻ ხამს჻ თუ჻ კაცი჻ არ჻ შეუდრკეს჻ ჭირს჻ მიუხდეს჻ მამაცურად჻

159. პირველ჻ ყმა჻ ვარ჻ და჻ ვაამებ჻ არავის჻ ვესათნოვები჻ იგი჻ შუქთა჻ მფენს჻ არ჻ მმაზრობს჻ სხვამცა჻ ვის჻ შევეპოცები჻ ფიცი჻ მამცა჻ და჻ შევფიცე჻ მანამდის჻ არ჻ ვიპოვები჻ სრულ჻ სპათა჻ ჩემტა჻ მოგათვლი჻ სამ჻ წლამდი჻ დაგეთხოვები჻

160. ლაშქართა჻ და჻ დიდებულთა჻ ალაშქრებდი჻ ჰპატრონობდი჻ დარბაზს჻ კაცსა჻ გაგზავნიდი჻ და჻ ამბავსა჻ მათსა჻ ცნობდი჻ წიგნსა჻ სწერდი჻ ჩემ჻ მაგიერ჻ უფასოსა჻ ძღვენსა჻ სძღვნობდი჻ აქა჻ სადმე჻ არყოფასა჻ ჩემსა჻ მათმცა჻ რად჻ აგრძნობდი჻

161. ლაშქრობა჻ და჻ ნადირობა჻ შენი჻ ჩემსა჻ დაასახე჻ აქა჻ სამ჻ წელ჻ მომიცადე჻ ხვაშიადი჻ შემინახე჻ მე჻ ნუთუმცა჻ შემოვბრუნდი჻ ალვა჻ ჩემი჻ არ჻ დაჭნა჻ ხე჻ არ჻ მოვბრუნდე჻ მომიგლოვე჻ მიტირე჻ და჻ მივაგლახე჻

162. ცის჻ კიდემდის჻ ვიარები჻ ცრემთა჻ რევით჻ სისხლთა჻ მღვრელი჻ ვევედრები჻ შემოქმედსა჻ იგი჻ არის჻ მომცემელი჻ ნუთუ჻ მისით჻ შეწევნითა჻ ვჰპოვო჻ ჩემი჻ სასურველი჻ მე჻ მისითა჻ მიზეზითა჻ მოვიარო჻ ზღვა჻ და჻ ხმელი჻

163. მაშინღა჻ ჰკადრე჻ მეფესა჻ არ჻ საქმე჻ სასურვალია჻ აცნობე჻ ჩემი჻ სიკვდილი჻ იყავ჻ მართ჻ ვითა჻ მთრვალია჻ მიხვდათქო჻ საქმე჻ რომელი჻ ყოვლთათვის჻ გარდუვალია჻ გლახაკთა჻ მიე჻ საჭურჭლე჻ ოქრო჻ ვერცხლი჻ და჻ თვალია჻

164. მაშინ჻ უფრო჻ მომეხმარე჻ ამისგანცა჻ უფრო჻ მხედრე჻ ნუთუ჻ ადრე჻ დამივიწყო჻ მახსენებდი჻ ზედაზედრე჻ მეტად჻ კარგად჻ დამიურვე჻ სული჻ ჩემი჻ შეივედრე჻ ზრდანი჻ ჩემნი჻ მოიგონენ჻ გული჻ შენი჻ მოიმდედრე჻

165. რა჻ შერმადინ჻ მოისმინა჻ გაუკვირდა჻ შეეზარა჻ თვალთათ჻ ვითა჻ მარგალიტი჻ ცხელი჻ ცრემლი჻ გარდმოღვარა჻ მოახსენა჻ უშენომან჻ გულმან჻ რამცა჻ გაიხარა჻ ვიცი჻ რომე჻ არ჻ დასდგები჻ მაგას჻ გიშლი჻ ამად჻ არა჻

166. ჩემად჻ ნაცვლად჻ დაგაგდებო჻ ესე჻ სიტყვა჻ ვით჻ მიბრძანე჻ რა჻ გვარა჻ ვქნა჻ პატრონობა჻ რამც჻ გიფერე჻ რამც჻ გიგვანე჻ შენ჻ მარტოსა჻ გიგონებდე჻ მემცა჻ მიწა჻ ვიაკვანე჻ სჯობს჻ ორნივე჻ გავიპარნეთ჻ წამოგყვები჻ წამიტანე჻

167. ყმამან჻ უთხრა჻ მომისმინე჻ მართლად჻ გითხრობ჻ არა჻ ჭრელად჻ რა჻ მიჯნური჻ ველთა჻ რბოდეს჻ მარტო჻ უნდა჻ გასაჭრელად჻ მარგალიტი჻ აღარ჻ მომხვდეს჻ უსასყიდლოდ჻ უვაჭრელად჻ კაცი჻ ცრუ჻ და჻ მოღალატე჻ ხამს჻ ლახვრისა჻ დასაჭრელად჻

168. ვისმცა჻ უთხარ჻ ხვაშიადი჻ შენგან჻ კიდე჻ არვინ჻ ვარგა჻ უშენოსა჻ პატრონობა჻ ვის჻ მივანდო჻ ვინ჻ ქნას჻ კარგა჻ სანაპირო჻ გაამაგრე჻ მტერმან჻ ახლოს჻ ვერ჻ იბარგა჻ კვლა჻ ნუთუმცა჻ შემოვიქცე჻ ღმერთმან჻ სრულად჻ არ჻ დამკარგა჻

169. განგებაა჻ სწორად჻ მოჰკლავს჻ ერთი჻ იყოს჻ თუნდა჻ ასი჻ მარტოობა჻ ვერას჻ მიზამს჻ მცავს჻ თუ჻ ცისა჻ ძალთა჻ დასი჻ აქათ჻ სამ჻ წელ჻ არ჻ მოვიდე჻ მაშინ჻ გმართებს჻ გლოვა჻ ფლასი჻ წიგნსა჻ მოგცემ჻ გმორჩილობდეს჻ ვინცა჻ იყოს჻ ჩემი჻ ხასი჻

წიგნი ავთანდილისა თავის ყმათა თანა჻

170. დაწერა჻ თუ჻ ჩემნო჻ ყმანო჻ გამზრდელნო჻ და჻ ზოგნო჻ ზრდილნო჻ ერთგულნო჻ და჻ მისანდონო჻ ამას჻ ზედა჻ გამოცდილნო჻ თქვენ჻ ჩემისა჻ საწადლისა჻ მიდგომილნო჻ ვითა჻ ჩრდილნო჻ წიგნი჻ ჩემი჻ მოისმინეთ჻ ყოვლნო჻ ერთგან჻ შემოყრილნო჻

171. მიწაცა჻ თქვენი჻ ავთანდილ჻ ისმინეთ჻ გიწერ჻ მა჻ რასა჻ თვით჻ ვიქმ჻ ხელითა჻ ჩემითა჻ ამა჻ წიგნისა჻ წერასა჻ ცოტასა჻ ხანსა჻ ვარჩივე჻ გაჭრა჻ სმასა჻ და჻ მღერასა჻ პურად჻ და჻ საჭმლად჻ მივენდე჻ ჩემსა჻ მშვილდსა჻ და჻ ცერასა჻

172. საქმე჻ რამე჻ მიც჻ თავისა჻ ზე჻ სადმე჻ გარდსახვეწელი჻ დავჰყო჻ მარტო჻ და჻ ღარიბად჻ ესე჻ წლეული჻ მე჻ წელი჻ გემუდარები჻ ამისთვის჻ ვარ჻ თქვენი჻ შემომხვეწელი჻ მე჻ დამახვედროთ჻ სამეფო჻ მტერთაგან჻ დაულეწელი჻

173. მე჻ შერმადინ჻ დამიგდია჻ ჩემად჻ კერძად჻ პატრონობდეს჻ სიკვდილსა჻ და჻ სიცოცხლესა჻ სადამდისცა჻ ჩემსა჻ სცნობდეს჻ ყოვლთა჻ მზეებრ჻ მოგეფინოს჻ ვარდს჻ სადმე჻ არ჻ აჭნობდეს჻ შემცოდესა჻ ყველაკასა჻ ვითა჻ ცვილსა჻ დაადნობდეს჻

174. თქვენცა჻ იცით჻ გამიზრდია჻ ვითა჻ ძმა჻ და჻ ვითა჻ შვილი჻ ამას჻ ასრე჻ ჰმორჩილობდით჻ არს჻ ვითამც჻ ავთანდილი჻ ბუკსა჻ იკრას჻ აქნევინეთ჻ ყოვლი჻ საქმე჻ ჩემგან჻ ქნილი჻ მე჻ თუ჻ დრომდის჻ არ჻ მოვიდე჻ გლოვა჻ გმართებს჻ არ჻ სიცილი჻

175. ესე჻ წიგნი჻ გაასრულა჻ წყლიანმან჻ და჻ სიტყვანაზმა჻ წელთა჻ ოქრო჻ შემოირტყა჻ საღარიბოდ჻ მოეკაზმა჻ ბრძანა჻ მინდორს჻ შევჯდებიო჻ ლაშქარიცა჻ დაერაზმა჻ მასვე჻ წამსა჻ წამოვიდა჻ შინა჻ ხანი჻ არა჻ დაზმა჻

176. ბრძანა჻ წადით჻ ყველაკაი჻ აქა჻ მომხრედ჻ არვინ჻ მინა჻ მონებიცა჻ მოიშორვა჻ თავი჻ გაითავისწინა჻ მარტო჻ გარე჻ შემობრუნდა჻ შამბი჻ შიგან჻ გაირბინა჻ მიწყივ჻ მისად჻ საგონებლად჻ მისი჻ მკვლელი჻ თინათინა჻