... (პარიზული ხელნაწერი 10)

177. იგი჻ ველი჻ გაირბინა჻ ლაშქართაგან჻ გაეკიდა჻ ვინცა჻ ნახა჻ სულიერმან჻ ანუ჻ ვინმცა჻ გაეკიდა჻ ვის჻ მახვილი჻ ვერას჻ ავნებს჻ იმას჻ ვინმცა჻ წაეკიდა჻ მისგან჻ ტვირთი჻ კაეშნისა჻ ტვირთად჻ ვარგად჻ გაეკიდა჻

178. რა჻ ლაშქარი჻ ინადირეს჻ და჻ პატრონი჻ მოითვალეს჻ იგი჻ პირმზე჻ ვეღარ჻ პოვეს჻ პირი჻ მათი჻ იფერმკრთალეს჻ მათსა჻ დიდსა჻ სიხარულსა჻ სამძიმარი჻ ანაცვალეს჻ ყოვლგან჻ რბოდეს჻ საძებარად჻ ვინცა჻ იყო჻ უცხენმალეს჻

179. შერმადინ჻ ერთგან჻ შეყარნა჻ ხასნი჻ და჻ დიდებულები჻ უჩვენა჻ იგი჻ უსტარი჻ ამბავი჻ მისი჻ თქმულები჻ რა჻ მოისმინეს჻ ყველაი჻ დარჩა჻ გულდანაწყლულები჻ თავსა჻ იცემდეს჻ არ჻ იყო჻ გული჻ უცრემლო჻ ულები჻

180. შერმადინ჻ უთხრა჻ მართლ჻ ხართ჻ თუ჻ ცრემლსა჻ თვალთათ჻ დაჰმილდეთ჻ მაგრა჻ გვიჯობს჻ რომე჻ მისსა჻ ბრძანებასა჻ დავმორჩილდეთ჻ არა჻ გავრყნათ჻ სამსახური჻ მას჻ წინაშე჻ არ჻ დავსწბილდეთ჻ ცხადად჻ გვიჩნდეს჻ სიხარული჻ სიმძიმილსა჻ გარდავსცილდეთ჻

181. ყოვლთა჻ ჰკადრეს჻ თუცა჻ ყოფა჻ ჩვენ჻ უმისოდ჻ გვეარმისცა჻ უშენოსა჻ საჯდომი჻ და჻ ტახტი჻ მისი჻ ვისმცა჻ მისცა჻ განაღამცა჻ გმორჩილობდეთ჻ თუ჻ გვიბრძანო჻ რაცა჻ ვისცა჻ იგი჻ მონა჻ აპატრონეს჻ ყველაკამან჻ თაყვანის჻ სცა჻

ავთანდილისაგან ტარიელის ძებნად წასლვა჻

182. ამ჻ საქმესა჻ მემოწმების჻ დიონოსი჻ ბრძენი჻ ეზროს჻ საბრალოა჻ ოდის჻ ვარდი჻ დაეთრთვილოს჻ დაცაეზროს჻ ვის჻ ბადახში჻ არა჻ ჰგვანდეს჻ და჻ ლერწამი჻ ტანად჻ ეზროს჻ იგი჻ სადმე჻ გაღარიბდეს჻ სამყოფთაგან჻ იაბეზროს჻

183. ავთანდილ჻ იგი჻ მინდორი჻ ოთხახმით჻ გარდაიარა჻ დააგდო჻ მზღვარი჻ არაბთა჻ სხვათ჻ მზღვართა჻ არე჻ იარა჻ მაგრა჻ მის჻ მზისა჻ გაყრამან჻ სიცოცხლე჻ გაუზიარა჻ თქვა჻ თუ჻ მე჻ მასმცა჻ ვეახლე჻ აწ჻ ცხელსა჻ ცრემლსა჻ ვღვრი჻ არა჻

184. ახალმან჻ ფიფქმან჻ დათოა჻ ვარდი჻ დათრთვილა჻ დანასა჻ მოუნდის჻ გულსა჻ დაცემა჻ ზოგჯერ჻ მიჰმართის჻ დანასა჻ თქვის჻ ჭირი჻ ჩემი჻ სოფელმან჻ ოთხმოცდაათი჻ ანასა჻ მოვშორდი჻ ლხინსა჻ ყველასა჻ ჩანგსა჻ ბარბითსა჻ და჻ ნასა჻

185. მოეგონის჻ მისი჻ მკვლელი჻ შეეყარის჻ ხორცთა჻ თრთოლა჻ დახვდის჻ მხეცი჻ ფიცხლად჻ მოკლის჻ არ჻ შეზარდის჻ მათგან჻ ყოლა჻ შენგან჻ კიდე჻ მზეო჻ ჩემი჻ შეუძლია჻ ვისმცა჻ ბრძოლა჻ მოგძულდი჻ და჻ გამომაგდე჻ ოხრად჻ დამრჩეს჻ სპათა჻ ყოლა჻

186. საყუარელი჻ მოეგონის჻ გაუახლდის჻ ცეცხლი჻ ალთა჻ ჰე჻ სოფელო჻ შეგებრალე჻ ნუ჻ სჯი჻ ბედსა჻ შესაწყალთა჻ შემოქმედო჻ მიმაბრუნვე჻ რომელი჻ სცნობ჻ იდუმალთა჻ ესე჻ თქვა჻ და჻ სისხლის჻ ცრემლი჻ გამოსეტყვა჻ მელნის჻ თვალთა჻

187. ვარდი჻ მის჻ მზისა჻ გაყრილი჻ უფრო჻ და჻ უფრო჻ ჭნებოდა჻ გულსა჻ უთხრის჻ თუ჻ დასთმეო჻ ამად჻ არ჻ დია჻ ბნდებოდა჻ უცხო჻ უცხოთა჻ ადგილთა჻ საძებრად჻ იარებოდა჻ მგზავრთა჻ ჰკითხევდის჻ ამბავთა჻ მათ჻ თანა჻ ემოყვრებოდა჻

188. იგი჻ პირად჻ მზისა჻ მსგავსი჻ ერთობ჻ მოვლის჻ სრულად჻ ხმელთა჻ ქვეყანათა჻ უნახავთა჻ ოხერთა჻ და჻ კაცრიელთა჻ არ჻ დააგდებს჻ უნახავად჻ წყალთ჻ კლდეთა჻ ტყეთა჻ ველთა჻ მაღრიბს჻ ჰკითხავს჻ მაშრიყელთა჻ ჰრომს჻ ჩინეთტა჻ მაჩინელთა჻

189. მუნ჻ ეძებს჻ ცრემლი჻ მტირალსა჻ სდის჻ ზღვათა჻ შესართავისად჻ უჩნდის჻ ქვეყანა჻ ტახტად჻ და჻ მკლავი჻ სადებლად჻ თავისად჻ თქვის჻ საყვარელო჻ მოგშორდი჻ გული჻ შენ჻ დაგრჩა჻ ა჻ ვისად჻ შენთვის჻ სიკვდილი჻ მეყოფის჻ ლხინად჻ ჩემისა჻ თავისად჻

190. ყოვლი჻ პირი჻ ქვეყანისა჻ მოვლო჻ სრულად჻ მოიარა჻ ასრე჻ რომე჻ ცასა჻ ქვეშე჻ არ჻ დაურჩა჻ არ჻ იარა჻ მაგრა჻ იგი჻ მის჻ ამბისა჻ მსმენელსაცა჻ ვერ჻ მიმხვდარა჻ ამაშიგან჻ წელიწადი჻ სამი჻ სამ჻ თვედ჻ მიიყა჻

191. მიხუდა჻ რასმე჻ ქვეყანასა჻ უგემურსა჻ მეტად჻ მქისსა჻ თვე჻ ერთ჻ კაცსა჻ ვერა჻ ნახავს჻ ვერას჻ შვილსა჻ ადამისსა჻ იგი჻ ჭირი჻ არ჻ უნახავს჻ არ჻ რამინს჻ და჻ არცა჻ ვისსა჻ დღე჻ და჻ ღამე჻ იგონებდა჻ საყვარელსა჻ მასვე჻ მისსა჻

192. მას჻ მიხუდა჻ წევრი჻ სადგურად჻ მაღლისა჻ მთისა჻ დიდისა჻ გამოჩნდა჻ მუნით჻ მინდორი჻ სავალი჻ დღისა჻ შვიდისა჻ მის჻ მთისა჻ ძირსა჻ წყალი჻ დის჻ არად჻ სანდომი჻ ხიდისა჻ ორგნითვე჻ ტყესა჻ შეეკრა჻ ნაპირი჻ წყლისა჻ კიდისა჻

193. ზედ჻ წაადგა჻ შეექცევის჻ დროთა჻ დღეთა჻ ანგარიშობს჻ თვენი჻ ესხნეს჻ ორანიღა჻ ამად჻ სულთქვამს჻ ამად჻ იშობს჻ ვა჻ თუ჻ საქმე჻ გამიმჟღავნდეს჻ კვლავ჻ ამისთვის჻ გულმოშიშობს჻ ავსა჻ კარგად჻ ვერვინ჻ შესცვლის჻ თავსა჻ ახლად჻ ვერვინ჻ იშობს჻

194. საგონებელი჻ შეექმნა჻ დადგა჻ საქმისა჻ მრჩეველად჻ თქვა჻ თუ჻ დავბრუნდე჻ ეზომი჻ ხანი჻ რად჻ დავჰყავ჻ მე჻ ველად჻ ჩემსა჻ რა჻ ვჰკადრო჻ მნათობსა჻ ვიყავ჻ რად჻ დღეთა჻ მლეველად჻ მისი჻ ვერა჻ ვსცნა჻ ჭორადცა჻ ვარ჻ ვისთა჻ გზათა჻ მკვლეველად჻

195. თუ჻ არ჻ დავბრუნდე჻ საძებრად჻ დავჰყვნე჻ სხვანიცა჻ ხანანი჻ რომელსა჻ ვეძებ჻ ვერა჻ ვსცნნე჻ ამბავნი჻ მე჻ მისთანანი჻ დრო჻ გარდაუწყდეს჻ შერმადინს჻ მიხვდა჻ ღაწვისა჻ ბანანი჻ მივიდეს჻ ჰკადროს჻ მეფესა჻ საქმენი჻ დასაგვანანი჻