... (პარიზული ხელნაწერი 10)

196. უამბოს჻ ჩემი჻ სიკვდილი჻ თვით჻ ჩემგან჻ დავედრებული჻ მათ჻ შექნან჻ გლოვატირილი჻ ქნან჻ საქმე჻ გამწარებული჻ მერმე჻ მივიდე჻ ცოცოხალი჻ სადმე჻ სხვაგან჻ მე჻ რებული჻ ამას჻ იგონებს჻ ტირილით჻ გონებაშეიწრებული჻

197. იტყუის჻ ღმერთო჻ სამართალნი჻ შენნი჻ ჩემთვის჻ რად჻ ამრუდენ჻ მე჻ ეზომნი჻ სიარულნი჻ კიდე჻ რად჻ გლახ჻ გამიცუდენ჻ გულით჻ ჩემით჻ სიხარულნი჻ აღჰფხვრენ჻ ჭირნი჻ დაუბუდენ჻ დღეთა჻ ჩემთა჻ ცრემლნი჻ ჩემნი჻ ვერათოდეს჻ დავიყუდენ჻

198. კულაცა჻ იტყვის჻ დათმობა჻ სჯობს჻ და჻ თავსავე჻ ეუბნების჻ დღეთა჻ მეტად჻ ნუ჻ მოჰკვდები჻ გული჻ ჩემი჻ ნუ჻ დადნების჻ უღმრთოდ჻ ვერას჻ ვერ჻ მოვაწევ჻ ცრემლი჻ ცუდად჻ მედინების჻ განგებასა჻ ვერვინ჻ შესცვლის჻ არსაქმნელი჻ არ჻ იქმნების჻

199. თავსა჻ უთხრა჻ მოჰკვე჻ გიჯობს჻ სიცოცხლეს჻ აუგიანსა჻ მიხვალ჻ დაგხვდების჻ თინათინ჻ ანათებს჻ დღესა჻ მზიანსა჻ გკითხოს჻ მის჻ მზისა჻ ანბავი჻ რა჻ გმართებს჻ ვაგლახიანსა჻ იგონებს჻ წამწამ჻ მიჰყვების჻ ტყის჻ პირსა჻ შამბნარწყლიანსა჻

200. ყოვლნი჻ არსნი჻ ცათ჻ ქვეშეთნი჻ ერთობ჻ სრულად჻ მომივლიან჻ მაგრა჻ საქმე჻ მის჻ კაცისა჻ ვერა჻ სადა჻ შემიგნიან჻ უღონიოდ჻ მართალ჻ იყვნეს჻ რომელთაცა჻ ქაჯად჻ თქვიან჻ აწ჻ ტირილი჻ არას჻ მარგებს჻ ცუდად჻ ცრემლნი჻ რასა჻ მდიან჻

201. მობრუნება჻ დააპირა჻ სულთქნა჻ მერმე჻ ივაგლახა჻ მას჻ მინდორსა჻ დაემართა჻ გზა჻ თვალითა჻ გამოსახა჻ თვესა჻ ერთსა჻ სულიერი჻ კაცი჻ არსად჻ არ჻ ენახა჻ მხეცნი჻ იყვნეს჻ საშინელნი჻ მაგრა჻ არა჻ შეუზახა჻

202. თუმცა჻ მხეცქმნილი჻ ავთანდილ჻ გულამოსკვნით჻ და჻ კვნესითა჻ ეგრეცა჻ ჭამა჻ მოუნდის჻ ადამის჻ ტომთა჻ წესითა჻ ისრითა჻ მოკლის჻ ნადირი჻ როსტომის჻ მკლავუგრძესითა჻ შამბისა჻ პირსა჻ გარდახდა჻ ცეცხლი჻ დააგზო჻ კვესითა჻

203. ცხენსა჻ მისცა჻ საძოვარი჻ ვირე჻ მწვადი჻ შეიწოდეს჻ ექვსნი჻ რამე჻ ცხენოსანნი჻ ნახა჻ მისკენ჻ მოვიდოდეს჻ თქვა჻ თუ჻ ჰგვანან჻ მეკობრეთა჻ თვარა჻ კარგი჻ რამც჻ იცოდეს჻ აქა჻ კაცი჻ ხორციელი჻ კვლა჻ ყოფილა჻ არაოდეს჻

204. ჩუენ჻ ასრე჻ მყოფნი჻ არ჻ ვარგვართ჻ რა჻ გვნახვენ჻ ვემაჯანებით჻ შეირტყა჻ წელთა჻ აბჯარი჻ შეჯდა჻ ტანითა჻ ჯანებით჻ მზად჻ აქვს჻ მშვილდი჻ და჻ ისარი჻ ხრმალი჻ მოიმარჯა჻ ნებით჻ მისმან჻ მებრძოლმან჻ ყველამან჻ გაყრამცა჻ იაჯა჻ ნებით჻

205. უყივლა჻ თუ჻ ძმანო჻ ვინ჻ ხართ჻ მეკობრეთა჻ დაგამსგავსენ჻ მათ჻ მიუგეს჻ დაგვიწყნარდი჻ გვიშველე჻ რა჻ ცეცხლნი჻ ავსენ჻ ვერა჻ გვარგო჻ მოგვიმატენ჻ ჭირნი჻ ჭირთა჻ მოგვისავსე჻ სატირელნი჻ მოგვიტირენ჻ ღაწვნი჻ შენცა჻ დაიმხავსენ჻

206. ავთანდილ჻ მიდგა჻ ეუბნა჻ მათ჻ კაცთა჻ გულმდუღარეთა჻ მათ჻ უთხრეს჻ მათი჻ ამბავი჻ ტირილით჻ მოუბარეთა჻ ჩვენ჻ ვართო჻ ძმანი჻ სამნივე჻ მით჻ ვიდენთ჻ ცრემლთა჻ მწარეთა჻ დია჻ გვაქვს჻ ციხექალაქი჻ ხათაეთს჻ არემარეთა჻

207. კარგი჻ გუესმა჻ სანადირო჻ ნადირობას჻ წამოვედით჻ გვყვეს჻ ლაშქარნი჻ უთვალავნი჻ წყლისა჻ პირსა჻ გარდავხედით჻ სანადირო჻ მოგვეწონა჻ თვესა჻ ერთსა჻ არ჻ წავედით჻ ვხოცეთ჻ მხეცი჻ უსაზომო჻ მინდორით჻ და჻ მთით჻ და჻ ქედით჻

208. ჩვენ჻ სამთა჻ ძმათა჻ ჩვენთანა჻ მესროლნი჻ დავაწბილენით჻ მით჻ ერთმანერთსა჻ სამნივე჻ ჩვენ჻ კიდე჻ დავეცილენით჻ მე჻ უკეთ჻ მოვჰკლავ჻ მე჻ გჯობო»჻ სიტყვანი჻ ვავაქილენით჻ ვერ჻ გავაჩინეთ჻ მართალი჻ ვისარჩლეთ჻ ვითაკილენით჻

209. დღეს჻ ავჰყარენით჻ ლაშქარნი჻ სავსენი჻ ირმის჻ ტყავითა჻ ვჰთქვით჻ გავაჩინოთ჻ მართალი჻ ვინ჻ ვსჯობთ჻ თავისა჻ მკლავითა჻ თავსა჻ ვეხალნეთ჻ მარტონი჻ დავდგეთ჻ მართ჻ ოდენ჻ თავითა჻ თვით჻ დანახულსა჻ მოვჰკლვიდეთ჻ ნუ჻ ვესრვით჻ დამნახავითა჻

210. ჩვენ჻ ვიახლენით჻ სამთავე჻ სამნივე჻ მეაბჯრენია჻ ლაშქართა჻ წასლვა჻ უბრძანეთ჻ მით჻ არას჻ მოაზრენია჻ მოვინადირეთ჻ მინდორი჻ ისი჻ ტყენი჻ და჻ ღრენია჻ დავჰხოცეთ჻ მხეცი჻ მფრინველი჻ რაცა჻ ზე჻ გარდაგვფრენია჻

211. ანასდათ჻ მოყმე჻ გამოჩნდა჻ კუშტი჻ პირგამქუშავია჻ ზედა჻ ჯდა჻ შავსა჻ ტაიჭსა჻ მერანი჻ რამე჻ შავია჻ თავსა჻ და჻ ტანსა჻ ემოსა჻ გარეთმა჻ ვეფხის჻ ტყავია჻ ჯერ჻ მისი჻ მსგავსი჻ ჰშვენება჻ კაცთაგან჻ უნახავია჻

212. უჭვრიტეთ჻ მისთა჻ ელვათა჻ შუქნი჻ ძლივ჻ გავიცადენით჻ ვჰთქვით჻ თუ჻ მზეაო჻ ქვეყნად჻ ნუ჻ ვეუბნებით჻ ცად჻ ენით»჻ მისი჻ მოგვინდა჻ შეპყრობა჻ ვჰკადრეთ჻ და჻ შევეცადენით჻ ასრე჻ სულთქმით჻ და჻ ვაებით჻ მით჻ ვართ჻ ცრემლისა჻ დადენით჻

213. მე჻ უხუცესმან჻ უმცროსთა჻ კაცი჻ დავსთხოვე჻ ქენებით჻ ჩემმა჻ შედეგმან჻ ტაიჭი჻ მისი჻ თვით჻ აქო჻ ხსენებით჻ ამან჻ მართ჻ ოდენ჻ მორევა჻ გვითხრა჻ უალლეთ჻ ჩვენებით჻ მივმართეთ჻ იგი჻ აგრევე჻ წყნარად჻ მივა჻ და჻ შვენებით჻

214. უმცროსსა჻ ძმასა჻ მივეცით჻ უფროსსა჻ დავეზიდენით჻ ხელი჻ მოჰკიდა჻ დადეგო»჻ ესეცა჻ ჰკადრა჻ კიდ჻ ენით჻ მან჻ ხრმალსა჻ ხელი჻ არ჻ მიჰყო჻ ჩვენ჻ ამად჻ დავერიდენით჻ თავსა჻ გარდაჰკრა჻ მათრახი჻ ვნახეთ჻ სისხლისა჻ კი჻ დენით჻

215. ჩვენი჻ ძმა჻ გლახ჻ დაკოდილი჻ მასვე჻ წამსა჻ ჩამოვარდა჻ მისმან჻ შიშმან჻ დაგვაწყნარნა჻ იგი჻ ყოლა჻ არ჻ აჩქარდა჻ მასმცა჻ მიღმა჻ რაღა჻ ვჰკადრეთ჻ ვისმან჻ ყოფა჻ გაგვიმწარდა჻ ვჰთქვით჻ თუ჻ უხრმლოდ჻ მოგვერია჻ ცრმალთა჻ გაგყრის჻ ფარდა჻ ფარ჻ და჻