... (პარიზული ხელნაწერი 10)

256. იტყვის჻ თუ჻ ამა჻ სიტყვითა჻ მას჻ ფერი჻ შეეცვალების჻ ვისთვისმე჻ ცხელი჻ უცილოდ჻ მას჻ ცრემლი჻ ემალმალების჻ კვლა჻ უთხრა჻ დაო჻ მიჯნური჻ მტერთაცა჻ შეებრალების჻ ესეცა჻ იცი჻ სიკვდილსა჻ თვით჻ ეძებს჻ არ჻ ეკრძალების჻

257. ვარ჻ მიჯნური჻ ხელი჻ ვინმე჻ გაუწყვედლად჻ სულთა჻ დგმისად჻ ჩემმან჻ მზემან჻ გამომგზავნა჻ საძებარად჻ იმა჻ ყმისად჻ ღრუბელიცა჻ ვერ჻ მიხვდების჻ მე჻ მისრულვარ჻ სადა჻ მი჻ სად჻ გული჻ თქვენი჻ მიპოვნია჻ მისი჻ შენდა჻ შენი჻ მისად჻

258. მისი჻ სახე჻ გულსა჻ ჩემსა჻ ხატად჻ ასრე჻ გამოვხატე჻ მისთვის჻ ხელმან჻ გამოჭრილმან჻ ლხინი჻ ჩემი჻ ვაალქატე჻ ორისაგან჻ ერთი჻ მიყავ჻ ტყვე჻ მქმენ჻ ანუ჻ მააზატე჻ ან჻ მაცოცხლე჻ ანუ჻ მომკალ჻ ჭირი჻ ჭირსა჻ მომიმატე჻

259. ქალმან჻ უთხრა჻ ყმასა჻ სიტყვა჻ პირველისა჻ უამესი჻ ეგე჻ სიტყვა჻ მოიგონე჻ დია჻ რამე჻ უკეთესი჻ წეღან჻ საქმე჻ მტერობისა჻ გულსა჻ ჩემსა჻ შთამოსთესი჻ აწ჻ მოყვარე჻ გიპოვნივარ჻ დისაგანცა჻ უფრო჻ დესი჻

260. მაშა჻ რადგან჻ მიჯნურობა჻ შენად჻ ღონედ჻ მოიგონე჻ არ჻ ეგების჻ ამას჻ იქით჻ თუმცა჻ თავი჻ არ჻ გამონე჻ არ჻ შენ჻ მოგეც჻ თავი჻ ჩემი჻ დაგაბნიე჻ დაგაღონე჻ შენთვის჻ მოვკვდე჻ ამისებრი჻ მემცა჻ საქმე჻ რა჻ ვიღონე჻

261. აწ჻ რაცა჻ გითხრა჻ თუ჻ ამა჻ საქმესა჻ დამმორჩილდები჻ რასაცა჻ ეძებ჻ მიხვდები჻ უცილოდ჻ არ჻ ასცილდები჻ თუ჻ არ჻ მომისმენ჻ ვერ჻ ჰპოვებ჻ რაზომმცა჻ ცრემლსა჻ ჰმილდები჻ მოგხვდების჻ მდურვა჻ სოფლისა჻ მოჰკვდები჻ გაცასწბილდები჻

არაკი ავთანდილისა ასმათს რომე უბრძანა მაშინ თვითან჻

262. ყმამან჻ უთხრა჻ ეგე჻ საქმე჻ ამას჻ ჰგავსო჻ არა჻ სხვასა჻ ორნი჻ კაცნი჻ მოდიოდეს჻ სადაურნი჻ სადმე჻ გზასა჻ უკანამან჻ წინა჻ ნახა჻ ჩავარდნილი჻ შიგან჻ ჭასა჻ ზედ჻ მიადგა჻ ჩაჰყიოდა჻ ტირს჻ იძახის჻ ვაგლახვასა჻

263. ეგრე჻ უთხრა჻ ამხანაგო჻ იყავ჻ მანდა჻ მომიცადე჻ წავალ჻ თოკთა჻ მოსახმელად჻ მწადსო჻ თუმცა჻ ამოგზიდე჻ მას჻ ქვეშეთსა჻ გაეცინნეს჻ გაუკვირდა჻ მეტად჻ კიდე჻ შემოჰყივლა჻ არ჻ გელოდე჻ სად჻ გაგექცე჻ სად჻ წავიდე჻

264. აწ჻ დაო჻ შენთა჻ ხელისაა჻ ჩემი჻ საბელი჻ ყელისა჻ სხვად჻ უღონოა჻ უშენოდ჻ ჩემგან჻ აბყრობა჻ ხელისა჻ რასაცა჻ მიზამ჻ შენ჻ იცი჻ შენ჻ ხარ჻ წამალი჻ ლხენისა჻ თვარა჻ ვისმც჻ ექნა჻ გვარლითა჻ შეკვრა჻ თავისა჻ მრთელისა჻

265. ქალმან჻ უთხრა჻ მომეწონა჻ ყმაო჻ შენი჻ ნაუბარი჻ ხარ჻ უცილოდ჻ კარგი჻ ვინმე჻ მოყმე჻ ბრძენთა჻ საქებარი჻ ხარ჻ ვინათგან჻ აქანამდის჻ მაგა჻ ჭირთა჻ დამთმობარი჻ რაცა჻ გითხრა჻ მომისმინე჻ გიპოვნია჻ საძებარი჻

266. იმა჻ მოყმისა჻ ამბავი჻ არსად჻ არა჻ იპოვების჻ თვით჻ თუ჻ არ჻ გითხრობს჻ არ჻ ითქმის჻ არ჻ ვისგან჻ დაიჯერების჻ მოილოდინე჻ მოვიდეს჻ რაზომცა჻ დაგეყოვნების჻ დადუმდი჻ ვარდსა჻ ნუ჻ აზრობ჻ ცრემლითა჻ ნუ჻ ითოვნების჻

267. გითხრა჻ თუ჻ ცოდნა჻ გწადიან჻ ჩვენისა჻ შენ჻ სახელისა჻ ტარიელ჻ არის჻ სახელი჻ იმა჻ მოყმისა჻ ხელისა჻ მე჻ ასმათ჻ მქვიან჻ რომელსა჻ წვა჻ მაქვს჻ ცეცხლისა჻ ცხელისა჻ სულთქმა჻ სულთქმისა჻ ბევრისა჻ მაშა჻ თუ჻ არ჻ ერთხელისა჻

268. ამისმეტსა჻ ვერას჻ გითხრობ჻ მე჻ სიტყვასა჻ ამისთანსა჻ ისი჻ მინდორს჻ არონინებს჻ ტანსა჻ მჭევრსა჻ მემაჯანსა჻ ვსჭამ჻ გლახ჻ მარტო჻ ნადირისა჻ მისგან჻ ხორცსა჻ მონატანსა჻ აწვე჻ მოვა჻ არა჻ ვიცი჻ თუ჻ დაჰყოვნის჻ დიდსა჻ ხანსა჻

269. ამას჻ გვედრებ჻ მოიცადო჻ თავი჻ სხვაგან჻ არსად჻ არო჻ რა჻ მოვიდეს჻ შევეხვეწო჻ ნუ჻ თუ჻ ვით჻ რა჻ მოვაგვარო჻ ერთმანერთსა჻ შეგამეცნე჻ თავი჻ შენი჻ შევაყვარო჻ თვით჻ გიანბოს჻ საქმე჻ მისი჻ საყვარელსა჻ გაახარო჻

270. ქალსა჻ ყმამან჻ მოუსმინა჻ დაჰმორჩილდა჻ დართო჻ ნება჻ ამა჻ ზედან჻ მოიხედნეს჻ ხევით჻ ესმა჻ ჩხაპუნება჻ მთვარე჻ წყალსა჻ გამოსრული჻ ნახეს჻ შუქთა჻ მოფინება჻ უკურიდეს჻ აღარა჻ ქნეს჻ მუნ჻ ხანისა჻ დაყოვნება჻

271. ქალმან჻ უთხრა჻ ყმაო჻ ღმერთმან჻ მოგცა჻ ჟამად჻ რაცა჻ გინა჻ მაგრა჻ თავი჻ უჩინო჻ ჰქმენ჻ დამალული჻ იყავ჻ შინა჻ იმა჻ ყმისა჻ მეუნებლე჻ ხორციელი჻ არავინა჻ თუ჻ ვითა჻ რა჻ მოვაგვარო჻ შენი჻ ნახვა჻ არ჻ ეწყინა჻

272. ავთანდილ჻ ქვაბსა჻ დამალა჻ ქალმან჻ დამალვით჻ მალითა჻ იგი჻ ყმა჻ ცხენსა჻ გარდახდა჻ ჰშვენოდა჻ კაპარჭხრმალითა჻ ატირდეს჻ მაღლად჻ ცრემლითა჻ ზღვათაცა჻ შესამალითა჻ ავთანდილ჻ სარკმლით჻ უჭვრეტდა჻ ჭვრეტითა჻ იდუმალითა჻

273. ამარტის჻ ფერად჻ შეცვალა჻ ბროლი჻ ცრემლისა჻ ბანამან჻ დიდხან჻ იტირეს჻ ყმამან჻ და჻ მან჻ ქალმან჻ შაოსანამან჻ შეხსნა჻ შეიღო჻ აბჯარი჻ ცხენიცა჻ შეიყვანა჻ მან჻ დადუმდეს჻ ცრემლნი჻ მოჰკვეთნა჻ შავმან჻ გიშრისა჻ დანამან჻

274. ავთანდილ჻ სარკმლით჻ უჭვრეტდა჻ ტყვე჻ საკნით჻ ნააზატები჻ მან჻ ქალმან჻ ქვეშე჻ დაუგო჻ ვეფხის჻ ტყავისა჻ ნატები჻ მას჻ ზედა჻ დაჯდა჻ იგი჻ ყმა჻ სულთქვამს჻ ჭირმონამატები჻ სისხლისა჻ ცრემლსა჻ გაეწნა჻ შუა჻ გიშრისა჻ სატები჻