1. ესე჻ ამბავი჻ სპარსული჻ ქართულად჻ ნათარგმანები჻ ვით჻ მარგალიტი჻ ობოლი჻ ხელისხელ჻ საგოგმანები჻ ვჰპოვე჻ და჻ ლექსად჻ გარდავთქვი჻ საქმე჻ ვქენ჻ საჭოჭმანები჻ ჩემან჻ ხელმქმნელმან჻ დამმართოს჻ ლაღმან჻ და჻ ლამაზმა჻ ნები჻
2. თვალთა჻ მისგან჻ უნათლოთა჻ ენატ჻ რამცა჻ ახლად჻ ჩენა჻ აჰა჻ გული჻ გამიჯნურდა჻ მიხდომია჻ ველთა჻ რბენა჻ მიაჯეთ჻ ვინ჻ ხორცთა჻ დაწვა჻ კმარის჻ მისცეს჻ სულთა჻ ლხენა჻ სამთა჻ ფერთა჻ საქებელთა჻ ლამის჻ ლექსთა჻ უნდა჻ ვლენა჻
3. რაცა჻ ვისცა჻ ბედმან჻ მისცეს჻ დასჯერდეს჻ და჻ მას჻ უბნობდეს჻ მუშა჻ მიწყივ჻ მუშაობდეს჻ მეომარი჻ გულოვნობდეს჻ კულავ჻ მიჯნურსა჻ მიჯნურობა჻ უყვარდეს჻ და჻ გამოსცნობდეს჻ არცა჻ ვისგან჻ დაიწუნოს჻ არცა჻ სხვათა჻ უწუნობდეს჻
4. თუ჻ მიჯნურსა჻ მიჯნურობა჻ ეტლად჻ მომცა჻ რადგან჻ ბედმან჻ მე჻ მით჻ ვიცან჻ საქმე჻ მათი჻ თავით჻ ჩემით჻ შენახედმან჻ სიტყვა჻ კარგი჻ გამოვაგო჻ ლექსმრავალმან჻ ენამეტმან჻ შეიზომნეს჻ ჭირნი჻ მათნი჻ ჭირთა჻ ჩემთა჻ მეათედმან჻
5. შაირობა჻ პირველადვე჻ სიბრძნისაა჻ ერთი჻ დარგი჻ საღმრთო჻ საღმრთოდ჻ გასაგონი჻ მსმენელთათვის჻ დიდი჻ მარგი჻ კვლა჻ აქაცა჻ იამების჻ ვინცა჻ ისმენს჻ კაცი჻ ვარგი჻ გრძელი჻ სიტყვა჻ მოკლედ჻ ითქმის჻ შაირია჻ ამად჻ კარგი჻
6. ვითა჻ ცხენსა჻ შარა჻ გრძელი჻ და჻ გამოსცდის჻ დიდი჻ რბევა჻ მობურთალსა჻ მოედანი჻ მართლად჻ ცემა჻ მარჯვედ჻ ქნევა჻ მართ჻ აგრევე჻ მელექსესა჻ საუბართა჻ ტკბილთა჻ ფრქვევა჻ რა჻ მისჭირდეს჻ საუბარი჻ და჻ დაუწყოს჻ ლექსმან჻ ლევა჻
7. მაშინღა჻ ნახეთ჻ მელექსე჻ და჻ მისი჻ მოშაირობა჻ რა჻ ვეღარ჻ მიხვდეს჻ ქართულსა჻ დაუწყოს჻ ლექსმან჻ ძვირობა჻ არ჻ შეამოკლოს჻ ქართული჻ არა჻ ქნას჻ სიტყვამცირობა჻ ხელმარჯვედ჻ სცემდეს჻ ჩოგანსა჻ იხმაროს჻ დიდი჻ გმირობა჻
8. მოშაირე჻ არა჻ ჰქვიან჻ თუ჻ სადმე჻ თქვას჻ ერთი჻ ორი჻ თავი჻ ყოლა჻ ნუ჻ ჰგონია჻ მელექსეთა჻ კარგთა჻ სწორი჻ განაღა჻ თქვას჻ ერთი჻ ორი჻ უმზგავსო჻ და჻ შორიშორი჻ მაგრა჻ იტყვის჻ ჩემი჻ სჯობსო჻ უცილობლობს჻ ვითა჻ ჯორი჻
9. მეორე჻ ლექსი჻ ცოტაი჻ ნაწილი჻ მოშაირეთა჻ არ჻ ძალუც჻ სრულქმნა჻ სიტყვათა჻ გულისა჻ გასაგმირეთა჻ ვამსგავსე჻ მშვილდი჻ ბედითი჻ ყმაწვილთა჻ მონადირეთა჻ დიდსა჻ ვერ჻ მოჰკვლენ჻ ხელად჻ აქვს჻ ხოცა჻ ნადირთა჻ მცირეთა჻
10. მერმე჻ ლექსი჻ კარგია჻ სანადიმოდ჻ სამღერელად჻ სააშიკოდ჻ სალაღობოდ჻ ამხანაგთა჻ სათრეველად჻ ჩვენ჻ მათიცა჻ გვეამების჻ რაცა჻ ოდენ჻ თქვან჻ ნათელად჻ მოშაირე჻ არა჻ ჰქვიან჻ ვერას჻ იტყვის჻ ვინცა჻ გრძელად჻
11. ჴამს჻ მელექსე჻ ნაჭირვებსა჻ მისსა჻ ცუდად჻ არ჻ აბრკმობდეს჻ ერთი჻ უჩნდეს჻ სამიჯნურო჻ ერთსა჻ ვისმე჻ აშიკობდეს჻ ყოვლსა჻ მისთვის჻ ხელოვნობდეს჻ მას჻ აქებდეს჻ მას჻ ამკობდეს჻ მისგან჻ კიდე჻ ნურა჻ უნდა჻ მისთვის჻ ენა჻ მუსიკობდეს჻
12. ჩემი჻ აწ჻ ცანით჻ ყოველმან჻ მას჻ ვაქებ჻ ვინცა჻ მიქია჻ ესე჻ მიჩნს჻ დიდად჻ სახელად჻ არ჻ თავი჻ გამიქიქია჻ იგია჻ ჩემი჻ სიცოცხლე჻ უწყალო჻ ვითა჻ ჯიქია჻ მისი჻ სახელი჻ შეფარვით჻ ქვემორე჻ მითქვამს჻ მიქია჻
13. ვთქვა჻ მიჯნურობა჻ პირველი჻ და჻ ტომი჻ გვართა჻ ზენათა჻ ძნელად჻ სათქმელი჻ საჭირო჻ გამოსაგები჻ ენათა჻ იგია჻ საქმე჻ საზეო჻ მომცემი჻ აღმაფრენათა჻ ვინცა჻ ეცდების჻ თმობამცა჻ ჰქონდა჻ მრავალთა჻ წყენათა჻
14. მას჻ ერთსა჻ მიჯნურობასა჻ ჭკვიანნი჻ ვერ჻ მიხვდებიან჻ ენა჻ დაშვრების჻ მსმენლისა჻ ყურნიცა჻ დავალდებიან჻ ვთქვნე჻ ხელობანი჻ ქვენანი჻ რომელნი჻ ხორცთა჻ ხვდებიან჻ მართ჻ მასვე჻ ჰბაძვენ჻ თუ჻ ოდეს჻ არ჻ სიძვენ჻ შორით჻ ბნდებიან჻
15. მიჯნური჻ შმაგსა჻ გვიქვიან჻ არაბულითა჻ ენითა჻ მით჻ რომე჻ შმაგობს჻ მისისა჻ ვერ჻ მიხვდომისა჻ წყენითა჻ ზოგთა჻ აქვს჻ საღმრთო჻ სიახლე჻ დაშვრების჻ აღმაფრენითა჻ კვლა჻ ზოგთა჻ ქვე჻ უც჻ ბუნება჻ კეკლუცთა჻ ზედან჻ ფრფენითა჻
16. მიჯნურსა჻ თვალად჻ სიტურფე჻ მართებს჻ მართ჻ ვითა჻ მზეობა჻ სიბრძნე჻ სიუხვესიმდიდრე჻ სიყმე჻ და჻ მოცალეობა჻ ენა჻ გონება჻ დათმობა჻ მძლეთა჻ მებრძოლთა჻ მძლეობა჻ ვისცა჻ ეს჻ სრულად჻ არა჻ სჭირს჻ აკლია჻ მიჯნურთ჻ ზნეობა჻
17. ვის჻ ეს჻ სრულათ჻ არა჻ სჭირან჻ არვინ჻ დასთვლის჻ მიჯნურთ჻ თანა჻ შექცევასა჻ მოეშოროს჻ მათთვის჻ იხოს჻ გულსა჻ დანა჻ მისი჻ კერძი჻ ყველგნით჻ დაწვას჻ ვარდი჻ აზროს჻ ნამოს჻ და჻ ნა჻ ვინცა჻ ესე჻ არ჻ მისმინოს჻ ვერა჻ ირგოს჻ ვერსით჻ მანა჻
18. მიჯნურობა჻ არის჻ ტურფა჻ საცოდნელად჻ ძნელი჻ გვარი჻ მიჯნურობა჻ სხვა჻ რამეა჻ არ჻ სიძვისა჻ დასადარი჻ იგი჻ სხვაა჻ სიძვა჻ სხვაა჻ შუა჻ უზის჻ დიდი჻ ზღვარი჻ ნუ჻ ვინ჻ გარევთ჻ ერთმანერთსა჻ გესმის჻ ჩემი჻ ნაუბარი჻
19. ჴამს჻ მიჯნური჻ ხანიერი჻ არ჻ მეძავი჻ ბილწი჻ მრუში჻ რა჻ მოშორდეს჻ მოყვარესა჻ გაამრავლოს჻ სულთქმა჻ უში჻ გული჻ ერთსა჻ დააჯეროს჻ კუშტი჻ მიხვდეს჻ თუნდა჻ ქუში჻ მძულს჻ უგულოდ჻ სიყვარული჻ ხვევნა჻ კოცნა჻ მტლაშიმტლუში჻