... (პარიზული ხელნაწერი 10)

138. კულავ჻ შეჰფიცეს჻ ერთმანერთსა჻ დააპირეს჻ ესე჻ პირი჻ გასალდეს჻ და჻ გაამრავლეს჻ საუბარი჻ სიტყვახშირი჻ გაადვილდა჻ აქანამდის჻ გარდეხადა჻ რაცა჻ ჭირი჻ თეთრთა჻ კბილთათ჻ გამოჰკრთების჻ თეთრი჻ ელვა჻ ვითა჻ ჭვირი჻

139. ერთგან჻ დასხდეს჻ ილაღობეს჻ საუბარი჻ ასად჻ აგეს჻ ბროლბალახში჻ შეხვეული჻ და჻ გიშერი჻ ასადაგეს჻ ყმა჻ ეტყვის჻ თუ჻ შენთა჻ მჭვრეტთა჻ თავი჻ ხელი჻ ა჻ სად჻ აგეს჻ ცეცხლთა჻ მანდით჻ მოდებულთა჻ გული჻ ჩემი჻ ასადაგეს჻

140. ყმა჻ წავიდა჻ სიშორესა჻ თუცა჻ მისსა჻ ვერ჻ გასძლებდა჻ უკუღმავე჻ იხედვიდა჻ თვალთა჻ რეტად჻ იყოლებდა჻ ბროლსა჻ სეტყვს჻ და჻ ვარდსა჻ აზრობს჻ ტანსა჻ მჭევრსა჻ ათრთოლებდა჻ გული჻ ჰქონდა჻ გულისათვის჻ სიყვარულსა჻ ავალებდა჻

141. ყმა჻ წავიდა჻ მას჻ იგონებს჻ ხელი჻ გული჻ ვისთვის჻ კვდების჻ მზევ჻ მოგშორდი჻ ჩემად჻ ნაცვლად჻ შენი჻ ჭვრეტა჻ ვის჻ მიხვდების჻ მე჻ წავალ჻ და჻ შენი჻ შუქი჻ აღარავის჻ უუხვდების჻ შენს჻ მგონესა჻ სული჻ ხორცთა჻ წვას჻ ვეღარა჻ მიუხდების჻

142. თქვა჻ მზეო჻ ვარდსა჻ სიშორე჻ შენი჻ დამაჩნდეს჻ ეს჻ ადრე჻ ბროლი჻ და჻ ლალი჻ გასრულვარ჻ ქარვისა჻ უყვითლესადრე჻ მაშინ჻ რაღა჻ ვქმნა჻ ვერ჻ ჭვრეტა჻ რა჻ მომხვდეს჻ კვლა჻ უგრძესადრე჻ ხამს჻ მოყვრისათვის჻ სიკვდილი჻ ესე჻ მე჻ დამიც჻ წესადრე჻

143. საწოლს჻ დაწვა჻ ტირს჻ მტირალსა჻ ცრემლი჻ ძნელად჻ ეხოცების჻ ვითა჻ ვერხვი჻ ქარისაგან჻ ირხევის჻ და჻ ეკეცების჻ რა჻ მიჰლულნის჻ სიახლევე჻ საყვარლისა჻ ეოცების჻ შეკრთის჻ დიდი჻ დაიზახის჻ მით჻ პატიჟი჻ ეოცების჻

144. მოშორვება჻ საყვარლისა჻ მას჻ შეჰქმნოდა჻ მისად჻ ღაზოდ჻ ცრემლსა჻ ვითა჻ მარგალიტსა჻ ჰყრის჻ ვარდისა჻ დასანაზოდ჻ რა჻ გათენდა჻ შეეკაზმა჻ მისთა჻ მჭვრეტთა჻ სალამაზოდ჻ ცხენსა჻ შეჯდა჻ გაემართა჻ დარბაზს჻ მივა჻ სადარბაზოდ჻

145. დარბაზსა჻ ეჯიბი჻ შეგზავნა჻ მართ჻ მისგან჻ შენარონია჻ შესთვალა჻ გკადრებ჻ მეფეო჻ მე჻ ესე჻ გამიგონია჻ ყოველი჻ პირი჻ მიწისა჻ თქვენ჻ ხრმლითა჻ დაგიმონია჻ აწ჻ თუ჻ სჯობს჻ ესე჻ ამბავი჻ ცნან჻ რაცა჻ გარემონია჻

146. მე჻ წავიდე჻ მოვიარო჻ ვილაშქრო჻ და჻ ვინაპირო჻ თინათინის჻ ხელმწიფობა჻ მტერთა჻ თქვენთა჻ გულსა჻ ვჰგმირო჻ მორჩილქმნილი჻ გავახარო჻ ურჩი჻ ყოვლი჻ ავატირო჻ ძღვენნი჻ გკადრნე჻ ზედაზედა჻ არ჻ სალამი჻ დავაძვირო჻

147. მეფესა჻ ეთქუა჻ ამისი჻ დიადი჻ მადრიელობა჻ ებრძანა჻ ლომო჻ არა჻ გჭირს჻ შენ჻ ომთა჻ გარდუხდელობა჻ აწ჻ მაგა჻ შენსა჻ თათბირსა჻ ჰგავსო჻ შენივე჻ ქველობა჻ წა჻ მაგრა჻ მომხვდეს჻ რაღა჻ ვქმნა჻ თუ჻ სიშორისა჻ გრძელობა჻

148. ყმა჻ შევიდა჻ თაყვანის჻ სცა჻ მადლი჻ რამე჻ მოახსენა჻ ხელმწიფეო჻ მიკვირს჻ ქება჻ რად჻ იკადრეთ჻ ჩემი჻ თქვენა჻ აწ჻ ნუთუ჻ კვლა჻ სიშორისა჻ ღმერთმან჻ ბნელი჻ გამითენა჻ პირი჻ თქვენი჻ მხიარული჻ მხიარულსა჻ კვლა჻ მიჩვენა჻

149. მეფე჻ ჴელსა჻ მოეკიდა჻ გარდაჰკოცნა჻ ვითა჻ შვილი჻ სხვა჻ მათებრი჻ არ჻ ყოფილა჻ არ჻ გამზრდელი჻ არ჻ გაზრდილი჻ ყმა჻ ადგა჻ და჻ წამოვიდა჻ მას჻ დღე჻ მათი჻ ჩანს჻ გაყრილი჻ როსტან჻ მისთვის჻ აატირა჻ გონიერი჻ გული჻ ლბილი჻

150. გამოემართა჻ ავთანდილ჻ მოყმე჻ მხნე჻ ლაღად჻ მავალი჻ ოც჻ დღე჻ იარა჻ ღამეცა჻ დღეზედა჻ წართო჻ მრავალი჻ იგია჻ ლხინი჻ სოფლისა჻ იგია჻ ნივთი჻ და჻ ვალი჻ არ჻ მისცილდები჻ თინათინ჻ მისი჻ მას჻ ვისგან჻ სწვავ჻ ალი჻

151. რა჻ მოვიდა჻ სიხარული჻ შიგან჻ გაჰხდა჻ სამეფოსა჻ მოეგებნეს჻ დიდებულნი჻ ძღვენსა჻ სძღვნიდეს჻ იეფოსა჻ იგი჻ პირმზე჻ არ჻ მოსცთების჻ სიარულსა჻ სასწრაფოსა჻ მიხვდეს჻ მყოფნი჻ მას჻ წინაშე჻ სიხარულსა჻ სადაფოსა჻

152. ქალაქი჻ ჰქონდა჻ მაგარი჻ საზაროდ჻ სანაპიროსა჻ გარეთ჻ კლდე჻ იყო჻ გიამბობ჻ ზღუდესა჻ უქვითკიროსა჻ ყმამან჻ მუნ჻ დაყო჻ სამი჻ დღე჻ ამოსა჻ სანადიროსა჻ გაზრდილი჻ მისი჻ შერმადინ჻ დაისვა჻ სავაზიროსა჻

153. ესეა჻ მონა჻ შერმადინ჻ ზემოთცა჻ სახელდებული჻ თანა჻ შეზრდილი჻ ერთგული჻ და჻ მისთვის჻ თავდადებული჻ მან჻ არ჻ იცოდა჻ აქამდის჻ მის჻ ყმისა჻ ცეცხლი჻ დებული჻ აწ჻ გაუცხადა჻ სიტყვები჻ მის჻ მზისა჻ იმედებული჻

154. უბრძანა჻ აჰა჻ შერმადინ჻ ამად჻ მე჻ შენგან჻ მრცხვენიან჻ ჩემნი჻ საქმენი჻ ყოველნი჻ გცოდნიან჻ გაგივლენიან჻ მაგრა჻ არ჻ იცი჻ აქამდის჻ რანიცა჻ ცრემლნი჻ მდენიან჻ მე჻ ვისგან჻ მქონდეს჻ პატიჟნი჻ აწ჻ მასვე჻ მოულხენიან჻

155. მოუკლავარ჻ თინათინის჻ სურვილსა჻ და჻ სიყვარულსა჻ ცრემლი჻ ცხელი჻ ასოვლებდის჻ ნარგისთაგან჻ ვარდსა჻ ზრულსა჻ ვერ჻ ვაჩენდი჻ აქანამდის჻ ჭირსა჻ ჩემგან჻ დაფარულსა჻ აწ჻ მიბრძანა჻ საიმედო჻ ამად჻ მხედავ჻ მხიარულსა჻

156. მიბრძანა჻ "მიცან჻ ამბავი჻ მის჻ ყმისა჻ დაკარგულისა჻ მოხვიდე჻ სრულვქმნა჻ მაშინღა჻ შენი჻ წადილი჻ გულისა჻ ქმარი჻ არ჻ მინდა჻ უშენოდ჻ მომხვდეს჻ ხისაცა჻ რგულისა»჻ მომცა჻ წამალი჻ გულისა჻ აქამდის჻ დადაგულისა჻

157. ავთანდილ჻ იტყუის჻ შერმადინს჻ ლაღი჻ და჻ შეუპოველი჻ თინათინ჻ მითხრა჻ იმედი჻ პოვნასა჻ ზეცით჻ მოველი჻ მზისამცა჻ შოვნა჻ ვის჻ ძალუცდაფასდეს჻ მოუქსოველი჻ ფიცი჻ მაქვს჻ ვერ჻ გამიცრუვებს჻ მოწმად჻ მყავს჻ არსი჻ ყოველი჻