... (პარიზული ხელნაწერი 10)

79. ცხენთა჻ მათთა჻ ნატერფალნი჻ მზესა჻ შუქთა჻ წაუხმიდეს჻ მიხოცდეს჻ და჻ მიისროდეს჻ მინდორს჻ სისხლთა჻ მიასხმიდეს჻ რა჻ ისარი჻ დაელივის჻ მონანიყე჻ მოართმიდეს჻ მხეცნი჻ მათგან჻ დაკოდილნი჻ ბიჯსა჻ წაღმა჻ ვერ჻ წასდგმიდეს჻

80. იგი჻ ველნი჻ გაირბინეს჻ ჯოგი჻ წინა჻ შემოისხეს჻ დახოცეს჻ და჻ ამოწყვიდეს჻ ცათა჻ ღმერთი჻ შეარისხეს჻ ველნი჻ წითლად჻ შეეღებნეს჻ ნადირთაგან჻ სისხლი჻ ისხეს჻ ავთანდილის჻ შემხედველთა჻ ჰგავსო჻ ალვას჻ ედემს჻ ის჻ ხეს჻

81. იგი჻ მინდორი჻ დალივეს჻ მართ჻ მათგან჻ განარბენია჻ მინდორსა჻ იქით჻ წყალი჻ დის჻ და჻ წყლისა჻ პირსა჻ კლდენია჻ ნადირნი჻ ტყესა჻ შეესწრნეს჻ სადა჻ ვერა჻ რბის჻ ცხენია჻ იგი჻ მაშვრალნი჻ ორნივე჻ მოსწყდეს჻ რაზომცა჻ მხნენია჻

82. ერთმანერთსა჻ თუ჻ მე჻ გჯობო჻ სიცილით჻ ეუბნებოდეს჻ ამხანაგობდეს჻ ლაღობდეს჻ იქით჻ და჻ აქათ჻ დგებოდეს჻ მერმე჻ მოვიდეს჻ მონანი჻ რომელნი჻ უკან჻ ჰყვებოდეს჻ უბრძანა჻ თქვითო჻ მართალი჻ ჩვენ჻ თქვენგან჻ არ჻ გვეთნებოდეს჻

83. მონათა჻ ჰკადრეს჻ მართალსა჻ გკადრებთ჻ და჻ ნუ჻ გემცდარებით჻ მეფეო჻ ყოლა჻ ვერ჻ ვიტყვით჻ შენსა჻ მაგისა჻ დარებით჻ აწეცა჻ დაგვხოც჻ ვერა჻ ჰგავ჻ ვერათ჻ ვერ჻ მოგეხმარებით჻ ვისგან჻ ნაკრავნი჻ გვინახავნ჻ მხეცნი჻ ვერ჻ წაღმა჻ წარებით჻

84. ორთავე჻ ერთგან჻ მოკლული჻ ყველაი჻ ათჯერ჻ ოცია჻ მაგრა჻ ავთანდილს჻ ოცითა჻ უფროსი჻ დაუხოცია჻ არ჻ დასცთომია჻ ერთიცა჻ რაც჻ ოდენ჻ შეუტყორცია჻ თქვენი჻ მრავალი჻ მიწითა჻ დასვრილი჻ დაგვიხოცია჻

85. მეფესა჻ ესე჻ ამბავი჻ უჩს჻ ვითა჻ მღერა჻ ნარდისა჻ უხარის჻ ეგრე჻ სიკეთე჻ მისისა჻ განაზარდისა჻ აქვს჻ მიჯნურობა჻ ამისი჻ ვითა჻ ბულბულსა჻ ვარდისა჻ სიცილით჻ ლაღობს჻ მიეცა჻ გულით჻ ამოსლვა჻ დარდისა჻

86. იგი჻ ორნივე჻ საგრილად჻ გარდახდეს჻ ძირსა჻ ხეთასა჻ ლაშქართა჻ შექნეს჻ მოდენა჻ მოდგეს჻ უფროსი჻ ბზეთასა჻ ახლოს჻ უთქს჻ მონა჻ თორმეტი჻ უმხნესი჻ სხვათა჻ მხნეთასა჻ თამაშობდეს჻ და჻ უჭვრეტდეს჻ წყალსა჻ და჻ პირსა჻ ტყეთასა჻

ნახვა არაბთა მეფისაგან ყმისა მისი ვეფხისტყაოსანისა჻

87. ნახეს჻ უცხო჻ მოყმე჻ ვინმე჻ ჯდა჻ მტირალი჻ წყლისა჻ პირსა჻ შავი჻ ცხენი჻ სადავითა჻ ჰყვა჻ ლომსა჻ და჻ ვითა჻ გმირსა჻ ხშირად჻ ესხა჻ მარგალიტი჻ ლაგამაბჯარუნაგირსა჻ ცრემლთათ჻ ვარდი჻ დაეთრთვილა჻ გულსა჻ მდუღრად჻ ანატირსა჻

88. მას჻ ტანსა჻ კაბა჻ ემოსა჻ გარეთმა჻ ვეფხის჻ ტყავისა჻ ვეფხის჻ ტყავისა჻ ქუდივე჻ იყო჻ სარქმელი჻ თავისა჻ ხელთა჻ ნაჭედი჻ მათრახი჻ ჰქონდა჻ უსხოსი჻ მკლავისა჻ ნახეს჻ და჻ ნახვა჻ მოუნდა჻ უცხოსა჻ სანახავისა჻

89. მეფემან჻ ბრძანა჻ ვინ჻ არის჻ უცხო჻ პირად჻ და჻ ტანადო჻ უბრძანა჻ ერთსა჻ მონასა჻ წადი჻ ფიცხლად჻ და჻ ჯანადო჻ გიბრძანებს჻ უთხარ჻ ვერ჻ გიცნობ჻ ჩემთა჻ ლაშქართა჻ თანადო჻ ვინცა჻ ხარ჻ მოდი჻ წინაშე჻ შენ჻ ჩვენგან჻ მონაყვანადო჻

90. წავიდა჻ მონა჻ საუბრად჻ მის჻ ყმისა჻ გულმდუღარისად჻ თავჩამოგდებით჻ მტირლისა჻ არ჻ მჭვრეტთა჻ მოლიზღარისად჻ მუნვე჻ წვიმს჻ წვიმა჻ ბროლისა჻ ჰგია჻ გიშრისა჻ ღარი჻ სად჻ ახლოს჻ მივიდა჻ მოსცალდა჻ სიტყვისა჻ თქმად჻ აღარისად჻

91. ვერა჻ ჰკადრა჻ საუბარი჻ მონა჻ მეტად჻ შეუზარდა჻ დიდხან჻ უჭვრეტს჻ გაკვირვებით჻ თუცა჻ გული჻ უმაგარდა჻ მოახსენა჻ გიბრძანებსო჻ ახლოს჻ მიდგა჻ დაუწყნარდა჻ იგი჻ ტირს჻ და჻ არა჻ ესმის჻ მისგან჻ გაუუმეცარდა჻

92. მის჻ მონისა჻ არა჻ ესმა჻ სიტყვა჻ არცა჻ ნაუბარი჻ მათ჻ ლაშქართა჻ ზახილისა჻ იყო჻ ერთობ჻ უგრძნობარი჻ უცხოდ჻ რადმე჻ ამოსკვნოდა჻ გული჻ ცეცხლთა჻ ნადებარი჻ ცრემლსა჻ სისხლი჻ ერეოდა჻ გასდის჻ ვითა჻ ნაგუბარი჻

93. სხვაგან჻ ქნის჻ მისი჻ გონება჻ მისმან჻ თავისა჻ წონამან჻ ესე჻ მეფისა჻ ბრძანება჻ ერთხელ჻ კვლა჻ ჰკადრა჻ მონამან჻ არცა჻ დააგდო჻ ტირილი჻ არცა჻ რა჻ გაიგონა჻ მან჻ არცა჻ გახლიჩა჻ ბაგეთათ჻ თავი჻ ვარდისა჻ კონამან჻

94. რა჻ პასუხი჻ არა჻ გასცა჻ მონა჻ გარე჻ შემობრუნდა჻ როსტანს჻ ჰკადრა჻ შემიტყვია჻ იმას჻ თქვენი჻ არა჻ უნდა჻ თვალნი჻ მზეებრ჻ გამირეტდეს჻ გული჻ მეტად჻ შემიძრწუნდა჻ ვერ჻ ვასმინე჻ საუბარი჻ მით჻ დავყოვნე჻ ხანი჻ მუნ჻ და჻

95. მეფე჻ გაჰკვირდა჻ გაცაწყრა჻ გული჻ უც჻ მისთვის჻ მწყრომარე჻ გაგზავნა჻ მონა჻ თორმეტი჻ მისი჻ წინაშე჻ მდგომარე჻ უბრძანა჻ ხელთა჻ აიღეთ჻ აბჯარი჻ თქვენ჻ საომარე჻ მიდით჻ და჻ აქა჻ მომგვარეთ჻ ვინ჻ არის჻ იქი჻ მჯდომარე჻

96. მონანი჻ მიდგეს჻ მივიდეს჻ გახდა჻ აბჯრისა჻ ჩხარია჻ მაშინღა჻ შეჰკრთა჻ იგი჻ ყმა჻ ტირს჻ მეტად჻ გულმდუღარია჻ თვალნი჻ მოარნა჻ ყოველგან჻ ნახა჻ ლაშქართა჻ ჯარია჻ ერთხელ჻ ესე჻ თქვა჻ ვა჻ მეო჻ სხვად჻ არას჻ მოუბარია჻

97. თვალთა჻ ჴელი჻ უკუივლო჻ ცრემლნი჻ ცხელნი჻ მოიწურნა჻ ხრმალკაპარჭი჻ მოიმაგრა჻ მკლავნი჻ გაიმამაცურნა჻ ცხენსა჻ შეჯდა჻ მონათამცა჻ საუბარნი჻ რად჻ იყურნა჻ სხვასა჻ მხარსა჻ გაემართა჻ მათი჻ ჭირი჻ არ჻ განჰკურნა჻