... (პარიზული ხელნაწერი 10)

1963. მე჻ ვთქვი჻ ქება჻ თამარისა჻ და჻ ხმელთა჻ შინა჻ მნათისა჻ ვთქვი჻ მათი჻ ქება჻ მიზეზად჻ მქონდა჻ ქებისა჻ მათისა჻ რომანულისა჻ თვალისა჻ მის჻ ბრილისა჻ და჻ სათისა჻ მემცა჻ ვით჻ მექო჻ ვერ჻ აქებს჻ ბრძენნი჻ თუ჻ შეკრბენ჻ ათისა჻

1964. დავითის჻ ქნანი჻ ვითა჻ ვთქვნე჻ სიჩალხე჻ სიხაფეთანი჻ ესე჻ ამბავი჻ უცხონი჻ უცხოთა჻ ხელმწიფეთანი჻ პირველ჻ ზნენი჻ და჻ საქმენი჻ ქებანი჻ მათ჻ მეფეთანი჻ ვპოვენ჻ და჻ ლექსად჻ გარდავჰთქვენ჻ ამითა჻ ვილაყფეთანი჻

1965. ესე჻ არის჻ სოფელი჻ საქმენი჻ არვისგან჻ მისანდობელი჻ წამია჻ კაცთა჻ თვალისა჻ და჻ წამწამისა჻ მსწრობელი჻ რასა჻ ვინ჻ ეძებთ჻ რას჻ აქნევთ჻ ბედია჻ მაყივნებელი჻ ვის჻ არ჻ შეუცვლის჻ კარგია჻ ორისავ჻ იყოს჻ მხლებელი჻

1966. ამირან჻ დარეჯანის჻ ძე჻ მოსეს჻ უქია჻ ხონელსა჻ აბდულმესია჻ შავთელსა჻ ლექსი჻ მას჻ უქეს჻ რომელსა჻ დილარგეთ჻ სარგის჻ თმოგველსა჻ მას჻ ენა჻ დაუშრომელსა჻ ტარიელ჻ მისსა჻ რუსთველსა჻ მისთვის჻ ცრემლშეუშრომელსა჻