... (პარიზული ხელნაწერი 10)

39. ავთანდილ჻ იყო჻ სპასპეტი჻ ძე჻ ამირსპასალარისა჻ საროსა჻ მჯობი჻ ნაზარდი჻ მსგავსი჻ მზისა჻ და჻ მთვარისა჻ ჯერ჻ უწვერული჻ სადარო჻ ბროლმინა჻ საცნობარისა჻ მას჻ თინათინის჻ შვენება჻ ჰკლევდის჻ წამწამთა჻ ჯარისა჻

40. გულსა჻ მისსა჻ მიჯნურობა჻ მისი჻ ჰქონდა჻ დამალულად჻ რა჻ მოშორდის჻ ვერ჻ მჭვრეტელმან჻ ვარდი჻ შექნის჻ ფერნაკლულად჻ ნახის჻ ცეცხლი჻ გაუახლდის჻ წყლული჻ გახდის჻ უფრო჻ წყლულად჻ საბრალოა჻ სიყვარული჻ კაცსა჻ შეიქმს჻ გულმოკლულად჻

41. რა჻ მეფეთ჻ დასუა჻ მეფემან჻ ბრძანა჻ მისისა჻ ქალისა჻ ავთანდილს჻ მიხვდა჻ სიამე჻ ვსება჻ სჭირს჻ მი჻ სოქ჻ ალისა჻ თქვა჻ ზედაზედა჻ მომხვდების჻ ნახვა჻ მის჻ ბროლფიქალისა჻ ნუთუ჻ ვით჻ ვპოვო჻ წამალი჻ მე჻ ჩემი჻ ფერგამქრქალისა჻

42. ავთანდილს჻ მისით჻ შორს჻ ყოფით჻ შეეკრა჻ თვალნი჻ ბლეტითა჻ იამა჻ ქალის჻ მეფობა჻ სიხარულითა჻ მეტითა჻ იტყვის჻ ხანდახან჻ საუბრად჻ მივალ჻ გულითა჻ რეტითა჻ კვლა჻ ზედა჻ ზედა჻ შევხედავ჻ ვალხინებ჻ თვალთა჻ ჭვრეტითა჻

43. არაბეთს჻ გასცა჻ ბრძანება჻ დიდმან჻ არაბთა჻ მფლობელმან჻ თინათინ჻ ჩემი჻ ხელმწიფედ჻ დავსვი჻ მე჻ მისმან჻ მშობელმან჻ მან჻ გაანათლნეს჻ ყოველნი჻ ვით჻ მზემან჻ მანათობელმან჻ მოდით჻ და჻ ნახეთ჻ ყოველმან჻ შემსხმელმან჻ შემამკობელმან჻

44. მოვიდეს჻ სრულნი჻ არაბნი჻ ჯარი჻ განმრავლდა჻ ხასისა჻ ავთანდილ჻ პირმზე჻ სპასპეტი჻ ლაშქრისა჻ ბევრათასისა჻ ვაზირი჻ სოგრატ჻ მოახლე჻ მეფისა჻ დასთა჻ დასისა჻ მათ჻ რომე჻ დადგეს჻ საჯდომი჻ თქვეს჻ უთქმელია჻ ფასისა჻

45. თინათინ჻ მიჰყავს჻ მამასა჻ პირითა჻ მით჻ ნათელითა჻ დასვა჻ და჻ თავსა჻ გვირგვინი჻ დასდგა჻ თავისა჻ ხელითა჻ მისცა჻ სკიპტრა჻ და჻ შემოსა჻ მეფეთა჻ სამოსელითა჻ ქალი჻ მზებრ჻ სჭვრეტს჻ ყოველთა჻ ცნობითა჻ ბრძნად჻ მხედველითა჻

46. მამისა჻ ტახტსა჻ საჯდომად჻ თავი჻ არ჻ ეღირსებოდა჻ ამად჻ ტირს჻ ბაღი჻ ვარდისა჻ ცრემლითა჻ აივსებოდა჻ მეფე჻ სწვრთის჻ მამა჻ ყოველი჻ ძისაგან჻ ითავსებოდა჻ ამისად჻ ქმნამდის჻ დამწველი჻ ცეცხლი჻ არ჻ დამევსებოდა჻

47. უბრძანა჻ ნუ჻ სტირ჻ ასულო჻ ისმინე჻ ჩემი჻ თხრობილი჻ დღეს჻ შენ჻ ხარ჻ მეფე჻ არაბეთს჻ ჩემგან჻ ხელმწიფედ჻ ხმობილი჻ აქათგან჻ ესე჻ სამეფო჻ მართ჻ შენია჻ მონდობილი჻ ხარმცა჻ ბრძნად჻ მქმნელი჻ საქმისა჻ იყავ჻ წყნარი჻ და჻ ცნობილი჻

48. მერმე჻ მოვიდნეს჻ ლაშქარნი჻ მის჻ მზისა჻ დამლოცველია჻ რომე჻ აივსო჻ სრულობით჻ მინდორი჻ მთა჻ და჻ ველია჻ პირველად჻ წადგა჻ ავთანდილ჻ სოგრატ჻ მას჻ თანა჻ მვლელია჻ გარდააყარეს჻ გუარი჻ სთქვა჻ ნიჩბით჻ დასაგველია჻

49. ვარდთა჻ და჻ ნეხვთა჻ ვინათგან჻ მზე჻ სწორად჻ მოეფინების჻ დიდთა჻ და჻ წვრილთა჻ წყალობა჻ შენცა჻ ნუ჻ მოგეწყინების჻ უხვი჻ ახსნილსა჻ დააბამს჻ იგი჻ თვით჻ ების჻ ვინ჻ ების჻ უხვად჻ გასცემდი჻ ზღვათაცა჻ შესდის჻ და჻ გაედინების჻

50. მეფეთა჻ შიგან჻ სიუხვე჻ ვით჻ ედემს჻ ალვა჻ რგულია჻ უხვსა჻ მორჩილობს჻ ყოველი჻ იგინიც჻ ვინ჻ ორგულია჻ სმაჭამა჻ დიდად჻ შესარგი჻ დება჻ რა჻ სავარგულია჻ რასაცა჻ გასცემ჻ ჩვენია჻ რას჻ არა჻ დაკარგულია჻

51. ამა჻ მამისა჻ სწავლასა჻ ქალი჻ ბრძნად჻ მოისმინებდა჻ ყურსა჻ უპყრობდა჻ ისმენდა჻ წვრთასა჻ არ჻ მოიწყინებდა჻ მეფე჻ სმასა჻ და჻ მღერასა჻ იქს჻ მეტად჻ მოილხინებდა჻ თინათინ჻ მზესა჻ სწუნობდა჻ მაგრა჻ მზე჻ თინათინებდა჻

52. რა჻ გადიდა჻ ნადიმობა჻ დაატკბობდეს჻ ჩანგი჻ ხმათა჻ მათ჻ ტურფათ჻ სანახავად჻ ჯარი჻ მოდგის჻ ბანის჻ ბანსა჻ ბულბული჻ და჻ იადონი჻ იზახოდეს჻ მულღანზარსა჻ თავის჻ მსმელთა჻ დავლიოთო჻ ძალი჻ მისცეს჻ ღვინის჻ სმასა჻

53. მოიხმო჻ მისი჻ გამზრდელი჻ ერთგული჻ ნაერთგულევი჻ უბრძანა჻ ჩემი჻ საჭურჭლე჻ შენგან჻ დანაბეჭდულევი჻ მომართვი჻ ჩემი჻ ყველაი჻ ჩემი჻ ნაუფლისწულევი჻ მოართვეს჻ გასცა჻ უზომო჻ უანგარიშო჻ ულევი჻

54. მას჻ დღე჻ გასცემს჻ ყველაკასა჻ სივაჟისა჻ მოგებულსა჻ რომე჻ სრულად჻ ამოაგებს჻ მცირესა჻ და჻ დიდებულსა჻ მერმე჻ ბრძანა჻ ვიქმ჻ საქმესა჻ მამისაგან჻ სწავლებულსა჻ ჩემსა჻ ნუვინ჻ ნუ჻ დამალავთ჻ საჭურჭლესა჻ დადებულსა჻

55. უბრძანა჻ წადით჻ გახსენით჻ რაცა჻ სად჻ საჭურჭლენია჻ ამილახორო჻ მოასხით჻ რემა჻ ჯოგი჻ და჻ ცხენია჻ მოიღეს჻ გასცა჻ უზომო჻ სიუხვე჻ არ჻ მოსწყენია჻ ლარსა჻ ხვეტდიან჻ ლაშქარნი჻ მართ჻ ვითა჻ მეკობრენია჻

56. ალაფობდეს჻ საჭურჭლესა჻ მისსა჻ ვითა჻ ნათურქალსა჻ მას჻ ტაიჭსა჻ არაბულსა჻ ქვენაბამსა჻ ნასუქალსა჻ რომე჻ ჰგვანდა჻ სიუხვითა჻ ბუქსა჻ ზეცით჻ ნაბუქალსა჻ რა჻ დაარჩენს჻ ცალიერსა჻ არ჻ ყმასა჻ და჻ არცა჻ ქალსა჻

57. მის჻ ჯარისა჻ სიხარული჻ მე჻ გიამბო჻ ამად჻ კიდე჻ რა჻ გარდახდა჻ ოდენ჻ ჭამა჻ ხელმწიფემან჻ თავი჻ ჰკიდა჻ ავთანდილ჻ და჻ სოგრატ჻ ჰკვირან჻ ნეტარ჻ რა჻ ვთქვათ჻ წაეკიდა჻ საჭურჭლეთა჻ გარდაგება჻ დაუმძიმდა჻ მეტად჻ კიდა჻

58. თავსა჻ ზის჻ პირმზე჻ ავთანდილ჻ მჭვრეტთაგან჻ მოსანდომია჻ სპათა჻ სპასპეტი჻ ჩაუქი჻ ვითა჻ ვეფხი჻ და჻ ლომია჻ ვაზირი჻ ბერი჻ სოგრატი჻ თვით჻ მასთანავე჻ მჯდომია჻ თქვეს჻ თუ჻ რა჻ უმძიმს჻ მეფესა჻ ანუ჻ რად჻ ფერი჻ ჰკრთომია჻