... (პარიზული ხელნაწერი 10)

118. ქალმან჻ ჰკადრა჻ მოგახსენებ჻ მე჻ სიტყვასა჻ დანაყბედსა჻ ჰე჻ მეფეო჻ რად჻ ემდურვი჻ ანუ჻ ღმერთსა჻ ანუ჻ ბედსა჻ რად჻ დასწამებ჻ სიმწარესა჻ ყოველთათვის჻ ტკბილად჻ მხედსა჻ ბოროტიმცა჻ რად჻ შეექმნა჻ კეთილისა჻ შემოქმედსა჻

119. თუ჻ ცუდი჻ რამე჻ გინახავს჻ მაცთური჻ ანუ჻ ქაჯია჻ ამისთვის჻ მეფე჻ რად჻ სჭმინავ჻ ანუ჻ რად჻ გაგისაჯია჻ სიტკბოსა჻ ნაცვლად჻ ღმრთისაგან჻ სიმწარე჻ რად჻ გიაჯია჻ მასვე჻ ევედრე჻ მოასხი჻ ყოვლი჻ მუყრი჻ და჻ აჯია჻

120. მე჻ ამას჻ ვარჩევ჻ მეფე჻ ხარ჻ მეფეთა჻ ზედა჻ მფლობელი჻ შორს჻ არის჻ თქვენი჻ საზღვარი჻ ბრძანებამიუთხრობელი჻ გაგზავნე჻ კაცი჻ ყოველგან჻ მისთა჻ ამბავთა჻ მცნობელი჻ ადრე჻ სცნობ჻ არის჻ იგი჻ ყმა჻ შობილი჻ თუ჻ უშობელი჻

121. თუ჻ ყოფილა჻ იგი჻ მოყმე჻ ხორციელი჻ ხმელთა჻ მვლელად჻ მას჻ ნახვიდა჻ სხვაცა჻ ვინმე჻ გამოჩნდების჻ მასწავლელად჻ თუ჻ არ჻ ეშმა჻ გჩვენებია჻ ლხინთა჻ შენთა჻ შემცვლელ჻ მშლელად჻ სევდისაგან჻ მოიცალეთ჻ რად჻ შექმნილხართ჻ მოუცლელად჻

122. როსტან჻ სიტყვა჻ ასულისა჻ მოეწონა჻ ეკეთაცა჻ პირი჻ ხელით჻ დაუჭირა჻ გარდაჰკოცნა჻ კვლა჻ და჻ კვლაცა჻ უბრძანა჻ თუ჻ დაგმორჩილდე჻ რაცა჻ მითხარ჻ აგრე჻ ვქნაცა჻ იგივეა჻ მხსნელი჻ ჩემი჻ ვინცა჻ მიწა჻ გამაკაცა჻

123. მოასხნეს჻ კაცნი჻ გაგზავნეს჻ ოთხთავე჻ ცისა჻ კიდეთა჻ უბრძანეს჻ წადით჻ პატიჟთა჻ თავიმცა჻ რად჻ დაჰრიდეთა჻ მონახეთ჻ ძებნეთ჻ იგი჻ ყმა჻ სხვად჻ ნურად჻ მოიცლიდეთა჻ მისწერეთ჻ წიგნი჻ სადაცა჻ ვერ჻ მისწვდეთ჻ ვერ჻ მიხვიდეთა჻

124. კაცნი჻ წავიდეს჻ იარეს჻ მათ჻ ერთი჻ წელიწადია჻ მონახეს჻ ძებნეს჻ იგი჻ ყმა჻ იკითხეს჻ კვლა჻ და჻ კვლა჻ დია჻ ვერცა჻ თუ჻ ნახეს჻ ნახული჻ ღმრთისაგან჻ დანაბადია჻ ცუდად჻ მაშვრალნი჻ მოვიდეს჻ მათსავე჻ გულსა჻ ზადია჻

125. მონათა჻ ჰკადრეს჻ მეფეო჻ ჩვენ჻ ხმელნი჻ მოვიარენით჻ მაგრა჻ ვერ჻ ვჰპოვეთ჻ იგი჻ ყმა჻ მით჻ ვერა჻ გავიხარენით჻ მისსა჻ მნახავსა჻ სულდგმულსა჻ კაცსა჻ ვერ჻ შევეყარენით჻ ჩვენ჻ ვერა჻ გარგეთ჻ საქმენი჻ სხვანი჻ რამ჻ მოიგვარენით჻

126. ქალმა჻ უბრძანა჻ ზარი჻ მლევს჻ მე჻ ამისისა჻ თხრობისა჻ მწადდა჻ არა჻ თქმა჻ რომლისა჻ ღონე჻ არა჻ მაქვს჻ თმობისა჻ მაგრა჻ იცია჻ მიზეზი჻ შენისა჻ აქა჻ ხმობისა჻ რად჻ ვზი჻ ქუშად჻ და჻ დაღრეჯით჻ ასრე჻ მიხდილი჻ ცნობისა჻

127. ყმამან჻ ჰკადრა჻ საზაროსა჻ ჩემგან჻ თქმაღა჻ ვით჻ იქმნების჻ მზესა჻ მთვარე჻ შეეყაროს჻ დაილევის჻ დაცაჭკნების჻ აზრად჻ არად჻ აღარა჻ მცალს჻ თავი჻ ჩემი჻ მეგონების჻ თქვენვე჻ ბრძანეთ჻ რაცა჻ გიმძიმს჻ ანუ჻ რაცა჻ გეკურნების჻

128. ქალმან჻ უთხრა჻ საუბარი჻ კეკლუცსიტყვად჻ არ჻ დუხჭირად჻ იტყვის჻ თუცა჻ აქანამდის჻ ჩემგან჻ შორს჻ ხარ჻ დანამჭირად჻ გიკვირს჻ მოგხვდა჻ წამის჻ ყოფად჻ საქმე჻ შენგან჻ დასაჭვი჻ რად჻ მაგრა჻ გითხრა჻ პირველ჻ ხვალმე჻ სენი჻ მე჻ მჭირს჻ რაცა჻ ჭირად჻

129. გახსოვს჻ ოდეს჻ შენ჻ და჻ როსტანს჻ მინდორს჻ მხეცი჻ დაგეხოცა჻ ყმა჻ გენახა჻ უცხო჻ ვინმე჻ რომე჻ ცრემლი჻ მოეხოცა჻ მას჻ უკანით჻ გონებამან჻ მისმან჻ ასრე჻ დამამხოცა჻ შენ჻ გენუკვი჻ მონახვასა჻ კიდით჻ კიდე჻ მოლახო჻ ცა჻

130. აქანამდის჻ ნაუბარსა჻ თუცა჻ ვერას჻ ვერ჻ გეტყვია჻ მაგრა჻ შორით჻ სიყვარული჻ შენგან჻ ჩემი჻ შემიტყვია჻ ვიცი჻ რომე჻ გაუწყვეტლად჻ თვალთათ჻ ღაწვი჻ გისეტყვია჻ შეუპყრიხარ჻ სიყვარულსა჻ გული჻ შენი჻ დაუტყვია჻

131. ასრე჻ გითხრა჻ სამსახური჻ ჩემი჻ გმართებს჻ ამა჻ ორად჻ პირველ჻ ყმა჻ ხარ჻ ხორციელი჻ არვინა჻ გვყავს჻ შენად჻ სწორად჻ მერმე჻ ჩემი჻ მიჯნური჻ ხარ჻ დასტურია჻ არ჻ ნაჭორად჻ წა჻ და჻ იგი჻ მოყმე჻ ძებნე჻ ახლოს჻ იყოს჻ თუნდა჻ შორად჻

132. შენგან჻ ჩემი჻ სიყვარული჻ ამით჻ უფრო჻ გაამყარე჻ რომე჻ დამხსნა჻ შეჭირვება჻ ეშმა჻ ბილწი჻ ასაპყარე჻ გულსა჻ გარე჻ საიმედო჻ ია჻ მორგე჻ ვარდი჻ ყარე჻ მერმე჻ მოდი჻ ლომო჻ მზესა჻ შეგეყრები჻ შემეყარე჻

133. სამსა჻ ძებნე჻ წელიწადსა჻ იგი჻ შენი჻ საძებარი჻ ჰპოვო჻ მოდი჻ გამარჯვებით჻ მხიარულად჻ მოუბარი჻ ვერა჻ ჰპოებ჻ დავიჯერებ჻ იყო჻ თურე჻ უჩინარი჻ კოკობი჻ და჻ უფრჭვნელი჻ ვარდი჻ დაგხვდე჻ დაუმჭნარი჻

134. ფიცით჻ გითხრობ჻ შენგან჻ კიდე჻ თუ჻ შევირთო჻ რაცა჻ ქმარი჻ მზეცა჻ მომხვდეს჻ ხორციელი჻ ჩემთვის჻ კაცად჻ შენაქმარი჻ სრულად჻ მოვსწყდე჻ სამოთხესა჻ ქვესკნელს჻ ვიყო჻ დასანთქმარი჻ შენი჻ მკლვიდეს჻ სიყვარული჻ გულსა჻ დანა჻ ასაქმარი჻

135. მოახსენა჻ ყმამან჻ მზეო჻ ვინ჻ გიშერი჻ აწამწამე჻ სხვა჻ პასუხი჻ რამცა჻ გკადრე჻ ანუ჻ რამცა჻ შევიწამე჻ მე჻ სიკვდილსა჻ მოველოდი჻ შენ჻ სიცოცხლე჻ გამიწამე჻ ვითა჻ მონა჻ სამსახურად჻ გაღანამცა჻ წავე჻ წა჻ მე჻

136. კულავცა჻ ჰკადრა჻ აჰა჻ მზეო჻ რათგან჻ ღმერთმან჻ მზედ჻ დაგბადა჻ მით჻ გმორჩილობს჻ ზეციერი჻ მნათობია჻ რაცა჻ სადა჻ მე჻ რომ჻ თქვენგან჻ მოვისმინე჻ წყალობანი჻ მედიადა჻ ვარდი჻ ჩემი჻ არ჻ დაჭნების჻ შუქი჻ შენი჻ იეფადა჻

137. თავი჻ ჩემი჻ სამსახურად჻ შენად჻ რადმცა჻ შევიწყალე჻ არასათვის჻ არ჻ დავდგები჻ უსაცილოდ჻ წავალ჻ ხვალე჻ გული჻ ფერი჻ ლაჟვარდისა჻ გავაწითლე჻ გავალალე჻ სიცოცხლისა჻ უკეთესი჻ რა჻ მიბოძე჻ რამც჻ ვივალე჻