... (პარიზული ხელნაწერი 10)

59. თქვეს჻ თუ჻ მეფე჻ ცუდსა჻ რასმე჻ გონებასა჻ ჩავარდნილა჻ თვარა჻ აქა჻ სამძიმარი჻ მათი჻ ყოლა჻ არა჻ ქმნილა჻ ავთანდილ჻ თქვა჻ სოგრატ჻ ვჰკითხოთ჻ გვითხრას჻ რამცა჻ შეგვეცილა჻ ვჰკადროთ჻ რამე჻ სალაღობო჻ რასათვისმცა჻ გაგვაწბილა჻

60. ადგეს჻ სოგრატ჻ და჻ ავთანდილ჻ ტანითა჻ მით჻ კენარითა჻ თვითო჻ აივსეს჻ ჭიქები჻ მივლენ჻ ქცევითა჻ წყნარითა჻ წინა჻ მიუსხდეს჻ მუხლმოყრით჻ პირითა჻ მოცინარითა჻ ვაზირი჻ ლაღობს჻ ენითა჻ წყლიანად჻ მოუბნარითა჻

61. დაგიღრეჯია჻ მეფეო჻ აღარ჻ გიცინის჻ პირიო჻ მართალ჻ ხარ჻ წახდა჻ საჭურჭლე჻ თქვენი჻ მძიმე჻ და჻ ძვირიო჻ ყველასა჻ გასცემს჻ ასული჻ თქვენი჻ საბოძვარხშირიო჻ ყოლამცა჻ მეფედ჻ ნუ჻ დასვი჻ თავსა჻ რად჻ უგდე჻ ჭირიო჻

62. რა჻ მეფემან჻ მოისმინა჻ გაცინებით჻ შემოხედნა჻ გაუკვირდა჻ ვით჻ მკადრაო჻ ან჻ სიტყვანი჻ ვით჻ გაბედნა჻ კარგა჻ ჰქმენო჻ დაუმადლა჻ ბრძანებანი჻ უიმედნა჻ ჩემი჻ ზრახვა჻ სიძუნწისა჻ ტყუის჻ ვინცა჻ დაიყბედნა჻

63. ეგე჻ არ჻ მიმძიმს჻ ვაზირო჻ ესეა჻ რომე჻ მწყენია჻ სიბერე჻ მახლავს჻ დავლივენ჻ სიყმაწვილისა჻ დღენია჻ კაცი჻ არ჻ არის჻ სითგანცა჻ საბრძენებელი჻ ჩვენია჻ რომე჻ მას჻ ჩემგან჻ ესწავლნეს჻ სამამაცონი჻ ზნენია჻

64. ერთაი჻ მიზის჻ ასული჻ ნაზარდი჻ სათუთობითა჻ ღმერთმან჻ არ჻ მომცა჻ ყმაშვილი჻ ვარ჻ საწუთროსა჻ თმობითა჻ ანუმცა჻ მგვანდა჻ მშვილდოსნად჻ ანუ჻ კვლავ჻ ბურთაობითა჻ ცოტასა჻ შემწევს჻ ავთანდილ჻ ჩემგანვე჻ ნაზარდობითა჻

65. ყმა჻ მეფისა჻ ბრძანებასა჻ ლაღი჻ წყნარად჻ მოისმენდა჻ თავმოდრეკით჻ გაიღიმნა჻ გაცინება჻ დაუშვენდა჻ თეთრთა჻ კბილთათ჻ გამომაკრთალსა჻ შუქსა჻ ველთა჻ მოაფენდა჻ მეფე჻ ჰკითხავს჻ რას჻ იცინი჻ ანუ჻ ჩემგან჻ რა჻ შეგრცხვენდა჻

66. კვლა჻ უბრძანა჻ თავსა჻ ჩემსა჻ რას჻ იცინი჻ რად჻ დამგმეო჻ ყმამან჻ ჰკადრა჻ მოგახსენებ჻ და჻ ფარმანი჻ მიბოძეო჻ რაცა჻ გკადრო჻ არ჻ გეწყინოს჻ არ჻ გარისხდე჻ არ჻ გასწყრეო჻ არ჻ გამხადო჻ კადნიერად჻ არ჻ ამიკლო჻ ამათზეო჻

67. უბრძანა჻ თუ჻ მისმან჻ მზემან჻ რაცა჻ გინდა჻ იგი჻ თქვიო჻ შენი჻ თხრობა჻ რად჻ მეწყინოს჻ მოცინარად჻ აქა჻ ვზიო჻ შენგან჻ არა჻ მეწყინების჻ რაცა჻ მკადრო჻ მოგისმიო჻ არას჻ გაწყენ჻ თავმან჻ ჩემმან჻ ვარდი჻ შენი჻ არ჻ ვაჭკმიო჻

68. უბრძანა჻ რადმცა჻ ვიწყინე჻ თქმა჻ შენგან჻ საწყინარისა჻ ფიცა჻ მზე჻ თინათინისა჻ მის჻ მზისა჻ მოწუნარისა჻ ავთანდილ჻ იტყვის჻ დავიწყო჻ კადრება჻ საუბნარისა჻ ნუ჻ მოკვეხ჻ მშვილდოსნობასა჻ თქმა჻ სჯობს჻ სიტყვისა჻ წყნარისა"჻

69. მიწაცა჻ თქვენი჻ ავთანდილ჻ თქვენს჻ წინა჻ მშვილდოსანია჻ ნაძლევი჻ დავდვათ჻ მოვასხნეთ჻ მოწმად჻ თქვენივე჻ ყმანია჻ მოასპარეზედ჻ ვინ჻ მგავსო჻ ცუდნიღა჻ უკუთქმანია჻ გარდამწყვედელი჻ მისიცა჻ ბურთი჻ და჻ მაედანია჻

70. მეფე჻ ლაღი჻ და჻ წყლიანი჻ გამხიარულდა჻ მეტადრე჻ სიცილით჻ უთხრა჻ ავთანდილს჻ შვილად჻ გზრდი჻ მით჻ შემეკადრე჻ იცი჻ არ჻ გიწყენ჻ გაზრდილი჻ მით჻ შემამიხვე჻ ზედადრე჻ თუ჻ არ჻ გასწბილდე჻ მაჯობო჻ ბედი჻ გეყოფის჻ ბედადრე჻

71. მე჻ არ჻ შეგარჩენ჻ შენ჻ ჩემსა჻ მაგისა჻ დაცილებასა჻ ბრძანე჻ ვისროლოთ჻ ნუ჻ იქო჻ შედრეკილობაკლებასა჻ კარგთა჻ ყმათასა჻ ვიქმოდეთ჻ მოწმად჻ ჩვენთანა჻ ხლებასა჻ მერმე჻ გამოჩნდეს჻ მაედანს჻ ვისძი჻ უთხრობდენ჻ ქებასა჻

72. ავთანდილცა჻ დაჰმორჩილდა჻ საუბარი჻ გარდაწყვიდეს჻ იცინოდეს჻ ყმაწვილობდეს჻ საყვარლად჻ და჻ კარგად჻ ზმიდეს჻ ნაძლევიცა჻ გააჩინეს჻ ამა჻ პირსა჻ დაასკვნიდეს჻ ვინცა჻ იყოს჻ უარესი჻ თავშიშველი჻ სამ჻ დღე჻ ვლიდეს჻

73. კვლავ჻ ბრძანეს჻ მონა჻ თორმეტი჻ შევსხათ჻ ჩვენთანა჻ მარებლად჻ თორმეტი჻ ჩემად჻ ისრისა჻ მომრთმევლად჻ მოსახმარებლად჻ ერთაი჻ შენი჻ შერმადინ჻ არს჻ მათად჻ დასადარებლად჻ ნასროლნაკრავსა჻ სთვალვიდენ჻ უტყუვრად჻ მიუმცდარებლად჻

74. მონადირეთა჻ უბრძანა჻ მინდორნი჻ მოიარენით჻ დასცემი჻ ჯოგი჻ ნადირთა჻ თავნი჻ ამისთვის჻ არენით჻ ლაშქარნი჻ სამზოდ჻ აწვივნეს჻ მოდით჻ და჻ მოიჯარენით჻ გაყარეს჻ სმა჻ და჻ ნადიმი჻ მუნ჻ ამაოდ჻ გავიხარენით჻

75. დილასა჻ ადრე჻ მოვიდა჻ იგი჻ ნაზარდი჻ სოსანი჻ ძოწეულითა჻ მოსილი჻ პირად჻ ბროლბალახშოსანი჻ პიროქრო჻ რიდე჻ ეხვია჻ შვენოდა჻ ქარქაშოსანი჻ მეფესა჻ გასლვად჻ აწვევდა჻ მოდგა჻ თეთრტაიჭოსანი჻

76. შეეკაზმა჻ მეფე჻ შეჯდა჻ ნადირობას჻ გამოვიდეს჻ მრგვლივ჻ მინდორსა჻ მოსდგომოდეს჻ ალყას჻ გარე჻ შემოჰკრვიდეს჻ ზეიმი჻ და჻ ზარი჻ იყო჻ სპანი჻ ველთა჻ დაჰფარვიდეს჻ ნაძლევისა჻ მათისათვის჻ ისროდეს჻ და჻ ერთგან჻ სრვიდეს჻

77. უბრძანა჻ მონა჻ თორმეტი჻ მოდით჻ ჩვენთანა჻ ვლიდითა჻ მშვილდსა჻ ფიცხელსა჻ მოგვცემდით჻ ისარსა჻ მოგვართმიდითა჻ ნაკრავსა჻ შეადარებდით჻ ნასროლსა჻ დასთვალვიდითა჻ დაიწყო჻ მოსლვა჻ ნადირმან჻ ყოვლთა჻ მინდორთა჻ კიდითა჻

78. მოვიდა჻ ჯოგი჻ ნადირთა჻ ანგარიშმიუცთომელი჻ ირემი჻ თხა჻ და჻ კანჯარი჻ ქურციკი჻ მაღლა჻ მხლდომელი჻ მას჻ პატრონყმანი჻ გაუხდეს჻ ჭვრეტადმცა჻ სჯობდა჻ რომელი჻ აჰა჻ მშვილდი჻ და჻ ისარი჻ და჻ მკლავი჻ დაუშრომელი჻