... (პარიზული ხელნაწერი 10)

275. მან჻ ქალმან჻ ხელყო჻ კვესითა჻ გზება჻ ცეცხლისა჻ ნელისა჻ ეგონა჻ ჭამა჻ ხორცისა჻ შემწვრისა჻ შეუქნელისა჻ მიუპყრა჻ ერთი჻ აჰხლიჩა჻ ქნაა჻ საქმისა჻ ძნელისა჻ ძალი჻ არ჻ ჰქონდა჻ დაუწყო჻ გამოყრა჻ უცოხნელისა჻

276. ცოტად჻ მიწვა჻ მიიძინა჻ თუცა჻ ყოლა჻ ვერა჻ მეტი჻ შეკრთა჻ დიდნი჻ დაიზახნა჻ წამოიჭრა჻ ვითა჻ რეტი჻ იზახდის჻ და჻ წამწამ჻ იკრის჻ გულსა჻ ლოდი჻ თავსა჻ კეტი჻ ცალკერძ჻ ზის჻ და჻ პირსა჻ იხოკს჻ ქალი჻ მისი჻ შენამჭვრეტი჻

277. რად჻ დაბრუნდი჻ მოახსენა჻ მითხარ჻ რაცა჻ წაგეკიდა჻ მან჻ უბრძანა჻ მონადირე჻ მეფე჻ ვინმე჻ გარდმეკიდა჻ ჰყვეს჻ ლაშქარნი჻ უთვალავნი჻ ბარგი჻ მძიმედ჻ აეკიდა჻ იგი჻ მინდორს჻ ნადირობდა჻ დაეფანჩვა჻ მარეკი჻ და჻

278. სევდად჻ მეცა჻ კაცთა჻ ნახვა჻ ცეცხლი჻ უფრო჻ გავიალე჻ არ჻ მიუვე჻ ახლოს჻ შეყრად჻ თავი჻ ჩემი჻ შევიწყალე჻ მათგან჻ მკრთალი჻ შემოვბრუნდი჻ ტყესა჻ შიგან჻ დავიმალე჻ თქვა჻ ნუთუმცა჻ უკუმრიდა჻ რა჻ გათენდეს჻ წავალ჻ ხვალე჻

279. ქალსა჻ ცრემლი჻ გარდმოსცვივდეს჻ ასნაკეცნი჻ ბევრისბევრად჻ მოახსენა჻ მხეცთა჻ თანა჻ იარები჻ მარტო჻ ტევრად჻ არას჻ კაცსა჻ არ჻ იახლებ჻ საუბრად჻ და჻ შემაქცევრად჻ მას჻ მაგითა჻ ვერას჻ არგებ჻ დღეთა჻ შენთა჻ ცუდად჻ ლევ჻ რად჻

280. ყოვლი჻ პირი჻ ქვეყანისა჻ ერთობ჻ სრულად჻ მოგივლია჻ ერთი჻ კაცი჻ შემაქცევლად჻ შენად჻ ვითა჻ დაგელია჻ გიახლოს჻ და჻ არ჻ გაშმაგდე჻ თუცა჻ ჭირი჻ არ჻ გაკლია჻ შენ჻ მოჰკვდე჻ და჻ იგი჻ წახდეს჻ ესე჻ შენთვის჻ რა჻ მადლია჻

281. უბრძანა჻ დავო჻ ეგეა჻ მსგავსი჻ შენისა჻ გულისა჻ მაგრა჻ არ჻ არის჻ ქვეყანად჻ წამალი჻ ამა჻ წყლულისა჻ ვის჻ ძალუც჻ პოვნა჻ კაცისა჻ თვით჻ სოფლად჻ არ჻ მოსრულისა჻ ჩემი჻ ლხინია჻ სიკვდილი჻ გაყრა჻ ხორცთა჻ და჻ სულისა჻

282. ღმერთმან჻ სხომცა჻ ეტლსა჻ ჩემსა჻ რადმცა჻ კაცი჻ რად჻ დაბადა჻ სიახლე჻ და჻ საუბარი჻ თუმცა჻ მისი჻ მე჻ მეწადა჻ ვინმცა჻ გასძლნა჻ ჭირნი჻ ჩემნი჻ ანუ჻ ვინმცა჻ შეეცადა჻ შენგან჻ კიდე჻ ხორციელი჻ დავო჻ მივის჻ არასადა჻

283. ქალმან჻ ჰკადრა჻ არ჻ გამიწყრე჻ ვიშიშვი჻ და჻ ვიაჯ჻ დია჻ რათგან჻ ღმერთსა჻ ვაზირობა჻ შენი჻ ჩემზედ჻ მოუგდია჻ ვერ჻ დავმალავ჻ უკეთესი჻ რაცა჻ საქმე჻ გამიცდია჻ არა჻ ვარგა჻ უსაზომო჻ ზომსა჻ თავი჻ გარდგიხდია჻

284. მისი჻ მძებლენი჻ იყომცა჻ ჭკუვითა჻ მეტის჻ მეტითა჻ შენ჻ კაცთა჻ ნაცვლად჻ ნადირთა჻ ახლავ჻ გულითა჻ რეტითა჻ სჯობს჻ ერთი჻ კაცი჻ იახლო჻ ილხენდე჻ მისით჻ ჭვრეტითა჻ ვით჻ იადონი჻ არ჻ მოჰკვდე჻ ბულბული჻ თესლთა჻ კვნეტითა჻

285. ყმამან჻ უთხრა჻ რას჻ მენუკვი჻ არა჻ ვიცი჻ გამიცხადე჻ კაცი჻ ჩემად჻ სამსახურად჻ უღმრთოდ჻ მემცა჻ ვით჻ დავბადე჻ ღმერთსა჻ ჩემი჻ უბედობა჻ უნდა჻ მემცა჻ რას჻ ვეცადე჻ განაღამცა჻ გავნადირდი჻ თავი჻ ასრე჻ გავიხადე჻

286. ქალმან჻ კვულა჻ ჰკადრა჻ გაგსაჯე჻ მეტითა჻ შეგონებითა჻ მაგრა჻ თუ჻ კაცი჻ მოგგვარო჻ მოგყვეს჻ თავისა჻ ნებითა჻ იგი჻ გიახლოს჻ ილხენდე჻ მისითა჻ შემეცნებითა჻ ფიცე჻ არ჻ მოჰკლა჻ არ჻ იყო჻ არ჻ სავნებლისა჻ ვნებითა჻

287. მან჻ უბრძანა჻ თუ჻ მიჩვენებ჻ ვნახავ჻ დიდად჻ გავიხარებ჻ სიყვარულმან჻ მისმან჻ ვისთვის჻ ხელი჻ მინდორს჻ თავსა჻ ვარებ჻ არას჻ ვუზამ჻ უგემურსა჻ არა჻ ოდეს჻ გავამწარებ჻ რაცა჻ ჩემგან჻ ეამების჻ ვაამებ჻ და჻ შევიყვარებ჻

288. ქალი჻ ადგა჻ და჻ წავიდა჻ მის჻ ყმისა჻ მოსაყვანებლად჻ არ჻ ეწყინაო჻ უამბობს჻ არს჻ მისად჻ მაგულვანებლად჻ ხელი჻ მოჰკიდა჻ მოჰყვანდა჻ ვით჻ მთვარე჻ მოსავანებლად჻ იგი჻ რა჻ ნახა჻ ტარიელ჻ თქვა჻ მზისა჻ დასაგვანებლად჻

289. გამოეგება჻ ტარიელ჻ მართებს჻ ორთავე჻ მზე჻ დარად჻ ანუ჻ ცით჻ მთვარე჻ უღრუბლოდ჻ შუქთა჻ მოჰფენდეს჻ ქვე჻ ბარად჻ რომე჻ მათთანა჻ ალვისა჻ ხეცა჻ ვარგიყოს჻ ხედ჻ არად჻ ჰგვანდეს჻ შვიდთავე჻ მნათობთა჻ სხვადმცა჻ რისად჻ ვთქვა჻ მე჻ და჻ რად჻

290. მათ჻ აკოცეს჻ ერთმანერთსა჻ უცხოობით჻ არ჻ დაჰრიდეს჻ ვარდსა჻ ჰხლეჩდეს჻ ბაგეთაგან჻ კბილნი჻ თეთრნი჻ გამოსჭვირდეს჻ ყელი჻ ყელსა჻ გადააჭვდეს჻ ერთმანერთსა჻ აუტირდეს჻ ქარვად჻ შექმნეს჻ იაგუნდნი჻ მათნი჻ თუმცა჻ ლალად჻ ღირდეს჻

291. მობრუნდეს჻ ყმამან჻ ავთანდილს჻ ხელი჻ შეუპყრა჻ ხელითა჻ ერთგან჻ დასხდეს჻ და჻ იტირეს჻ დიდხან჻ ცრემლითა჻ ცხელითა჻ ასმათი჻ სულსა჻ უღებდა჻ სიტყვითა჻ საკვირველითა჻ თავთა჻ ნუ჻ დაჰხოცთ჻ ნუ჻ ბნელიქთ჻ მზესა჻ თქვენითა჻ ბნელითა჻

292. ტარიელის჻ ვარდი჻ იყო჻ დათრთვილული჻ არდაზრული჻ ყმასა჻ უთხრა჻ მესწრაფების჻ მითხარ჻ შენი჻ დაფარული჻ ვინ჻ ხარ჻ ანუ჻ სით჻ მოსულხარ჻ სადაური჻ სით჻ მოსრული჻ მე჻ სიკვდილსა჻ აღარ჻ ვახსოვ჻ ვარ჻ მისგანცა჻ განწირული჻

293. ავთანდილ჻ გასცა჻ პასუხი჻ სიტყვები჻ ლამაზებია჻ ლომო჻ და჻ გმირო჻ ტარიელ჻ ვის჻ თავი჻ გინაზებია჻ მე჻ ვარ჻ არაბი჻ არაბეთს჻ არს჻ ჩემი჻ დარბაზებია჻ მიჯნურობითა჻ დამწვარვარ჻ ცეცხლი჻ უშრეტი჻ მგზებია჻

294. მე჻ პატრონისა჻ ჩემისა჻ ასული჻ შემყვარებია჻ თვით჻ მეფედ჻ მათად჻ მას჻ ხედვენ჻ მონები჻ მკლავმაგრებია჻ თუცა჻ არ჻ მიცნობ჻ გინახავ჻ თუ჻ ვით჻ გიაზრებია჻ გახსოვსცა჻ ოდეს჻ დაჰხოცენ჻ მონები჻ არსაპყრებია჻