... (S-2829), 1688 წ.

157. მაშინღა: ჰკადრე: მეფესა: არ: საქმე: სასურვალია: აცნობე: ჩემი: სიკვდილი: იყავ: მართ: ვითა: მთურალია: მიხუდა: თქო: საქმე: რომელი: ყოვლთათვის: გარდუვალია: გლახაკთა: მიე: საჭურჭლე: ოქრო: ვერცხლი: და: რვალია:

158. მაშინ: უფრო: მომეჴმარე: ამისგანცა: უფრო: მჴნედრე: ნუთუ: ადრე: დამივიწყო: მახსენებდი: ზედა: ზედრე: მეტად: კარგად: დამიურვე: სული: ჩემი: შეივედრე: ზრდანი: ჩემნი: მოიგონენ: გული: შენი: მოიმდედრე:

159. რა: მონამან: მოისმინა: გაუკვირდა: შეეზარა: თვალთათ: ვითა: საგუბარი: ცხელი: ცრემლი: გარდმოღვარა: მოახსენა: უშენომან: გულმან: რამცა: გაიხარა: ვიცი: რომე: არ: დასდგები: მაგას: გიშლი: ამად: არა:

160. განაღა: ლომმან: იმედი: დაგედვას: რაცა: მისადა: მეფისა: ცამდის: მაღლისა: მზისაცა: უფრო: მზისადა: უშენოდ: მყოფი: არ: ვარგვარ: არცა: თუ: აქა: ვზი: სადა: მარტოსა: თავი: ვით: დაგიც: სავალად: მაგა: გზისადა:

161. ჩემად: ნაცვლად: დაგაგდებო: ესე: სიტყვა: ვით: მიბრძანე: როგორა: ვქნა: პატრონობა: რამც: გიფერე: რამც: გიგვანე: შენ: მარტოსა: გიგონებდე: მემცა: მიწა: ვიაკვანე: სჯობს: ორნივე: გავიპარნეთ: წამოგყვები,: წამიტანე:

162. ყმამან: უთხრა: მომისმინე: მართლად: გითხრობ: არა: ჭრელად: რა: მიჯნური: ველთა: რბოდეს: მარტო: უნდა: გასაჭრელად: მარგალიტი: არვის: მომხუდეს: უსასყიდლოდ: უვაჭრელად: კაცი: ცრუ: და: მოღალატე: ჴამს: ლახვრისა: დასაჭრელად:

163. მისი: ცეცხლი: გულსა: ჩემსა: მამდებია: და: მედებია: მას: ერთსაცა: ვერ: გაუტეხ: რაცა: მიიმედებია: შენგან: კიდე: არა: მივის: ძმები: არცა: მე: დებია: იმოქმედე: დღეთა: შენთა: რაცა: გიმოქმედებია:

164. ვისმცა: უთხარ: ხვაშიადი: შენგან: კიდე: არვინ: ვარგა: უშენოსა: საპატრონო: ვის: მივანდო: ვინ: ქნას: კარგა: სანაპირო: გაამაგრე: მტერმან: ახლოს: ვერ: იბარგა: კვლა: ნუთუმცა: შემოვიქცე: ღ~თნ: სრულად: არ: დამკარგა:

165. ფათერაკი: სწორად: მოჰკლავს: ერთი: იყოს: თუნდა: ასი: მარტოობა: ვერას: მიზამს: მცავს: თუ: ცისა: ძალთა: დასი: აქათ: სამ: წელ: არ: მოვიდე: მაშინ: გმართებს: გლოვა: ფლასი: წიგნსა: მოგცემ: გმორჩილობდეს: ვინცა: იყოს: ჩემი: ხასი:

166. დაწერა: თუ: ჩემნო: ყმანო: გამზრდელნო: და: ზოგნო: ზრდილნო: ერთგულნო: და: მისანდონო,: ამას: ზედა: გამოცდილნო,: თქვენ: ჩემისა: საწადლისა: მიდგომილნო,: ვითა: ჩრდილნო,: წიგნი: ჩემი: მოისმინეთ,: ყოვლნო,: ერთგან: შემოხდილნო:

167. მიწაცა: თქვენი: ავთანდილ: ისმინეთ,: გიწერ: მე: რასა: თვით: ვიქ: ჴელითა: ჩემითა: ამა: წიგნისა: წერასა: ცოტასა: ხანსა: ვარჩივე: გაჭრა: სმასა: და: მღერასა: პურად: და: სასმლად: მივენდევ: ჩემსა: მშვილდსა: და: ცერასა:

168. საქმე: რამე: მიც: თავისა: ზესადმე: გარდსახვეწელი: დავყო: მარტო: და: ღარიბად: ესე: წლეული: მე: წელი: გემუდარები: ამისთვის: ვარ: თქვენი: შემომხუწელი: მე: დამახვედროთ: სამეფო: მტერთაგან: დაულეწელი:

169. მე: შერმადინ: დამიგდია: ჩემად: ნაცვლად: პატრონობდეს: სიკვდილსა: და: სიცოცხლესა: სადამდისცა: ჩემსა: სცნობდეს: ესე: მზეებრ: მოგეფინოს: ვარდს: ზვრიდეს: არ: აჭკნობდეს: კაცსა: თავის: შემცოდესა: ვითა: ცვინსა: დაადნობდეს:

170. თქვენცა: იცით: გამიზრდია: ვითა: ძმა: და: ვითა: შვილი: ამას: ასრე: მორჩილობდით: არის: ვითამც: ავთანდილი: ბუკსა: იკრას: აქნევინეთ: ყოვლი: საქმე: ჩემგან: ქნილი: მე: თუ: დრომდის: არ: მოვიდე: გლოვა: გმართებს: არ: სიცილი:

171. ესე: სიტყვა: დაასრულა: წყლიანმან: და: სიტყვა: ნაზმა: წელთა: ოქრო: შემოირტყა: საღარიბოდ: შეეკაზმა: ბრძანა: მინდორს: შევჯდებიო: ლაშქარიცა: დაერაზმა: მასვე: წამსა: წამოვიდა: შინა: ხანი: არა: დაზმა:

172. ბრძანა: წადით: ყველაკაი: აქა: მომჴრედ: არვინ: მინა: მონებიცა: მოიშორვა: თავი: გაითავისწინა: მარტო: გარე: შემობრუნდა: შამბი: შიგან: გაირბინა: მიწყივ: მისად: საგონებლად: მისი: მკვლელი: თინათინ: ა:

173. იგი: ველი: გაირბინა: ლაშქართაგან: გაეკიდა: ვინცა: ნახა: სულიერმან: ანუ: ვინმცა: გაეკიდა: ვის: მახვილი: ვერას: ავნებს: მისი: მკვლელი: გაეკიდა: მისგან: ტვირთი: კაეშნისა: ტვირთად: ვარგად: აეკიდა:

174. რა: ლაშქართა: ინადირეს: და: პატრონი: მოითვალეს: იგი: პირ: მზე: ვეღარ: პოვეს: პირი: მათი: აფერმკრთალეს: მათსა: დიდსა: სიხარულსა: სამძიმარი: ანაცვალეს: ყოვლგან: რბოდეს: საძებარად: ვინცა: იყო: უცხენმალეს:

175. შერმადინ: ერთგან: შეყარნა: ხასი: და: დიდებულები: უჩვენა: იგი: უსტარი: ამბავი: მისი: თქმულები: რა: მოისმინეს: ყველაი: დარჩა: გულ: დანაწყლულები: თავსა: იცემდეს: არ: იყო: გული: უცრემლო: ულები:

176. შერმადინ: თქვა: დიდებულნო: მართლ: ხართ: თუ: ცრემლსა: მილდეთ: მაგრა: გვიჯობს: რომე: მისსა: ბრძანებასა: დავმორჩილდეთ: არა: გავრყნათ: სამსახური: მას: წინაშე: არ: დავსწბილდეთ: ცხადად: გვიჩნდეს: სიხარული: სიმძიმილსა: გარდავსცილდეთ: