... (S-2829), 1688 წ.

237. ყმა: ეტყვის: ხედავ: სისხლისა: თვალთა: მდის: ცრემლთა: წყალები: დრო: გამიგრძელდა: მიმჭირდა: მაჩნია: წალები: ვიცი: არ: მომკლავ: ღარიბი: ღარიბსა: შეგებრალები: მაგა: ამბვითა: დამივსე: ცეცხლისა: მევე: ალები:

238. ქალო: არ: იცი: სით: მოვალ: რა: ჭირნი: მამითმენიან: როდითგან: ვეძებ: ამბავთა: ესე: არვისგან: მსმენიან: შენ: მიპოვნიხარ: სიტყვანი: ჩემნი: რაზომცა: გწყენიან: ვერ: დაგეხსნები: მიამბე: ჩემგან: ნუღარა: გრცხვენიან:

239. ქალმან: უთხრა: რას: შეგესწარ: მე: ვინ: ვარ: და: ანუ: შენო: მზე: არ: მახლავს: შეგეტყვების: თვრთვილო: ასრე: მით: მაწყენო: გრძელი: სიტყვა: საწყინოა: ასრე: მოკლედ: მოგახსენო: ვერასათვის: ვერ: გიამბობ: რაცა: გწადდეს: იგი: ქენო:

240. კვლაცა: ჰკადრა: ზენარობით: მიუყარნა: მუჴლნი: წინა: პირსა: ზედა: გაგულისდა: თვალთა: სისხლი: მოედინა: მაგრა: ვერა: ვერ: დაჰყარა: მუდარობა: მოეწყინა: ადგა: თმითა: წამოზიდნა: ყელსა: დანა: დააბრჯინა:

241. ეგრე: უთხრა: მე: ეზომი: ჯავრი: ვითა: შეგარჩინო: გიჯობს: მითხრა: ამის: მეტი: მართ: აღარა: არ: გაწყინო: როგორა: თუ: ამატირო: ცრემლი: ცუდად: დამადინო: თუ: არ: მითხრა: მტერი: ჩემი: მოკლას: ვითა: მოგაკვდინო:

242. ქალმან: უთხრა: ეგე: ღონე: მოიგონე: მატად: ავი: თუ: არ: მამკლავ: არ: მოვკვდები: მრთელი: ვარ: და: მოუკლავი: კვლა: თუ: მომკლავ: სასაუბროდ: აღარ: მებას: ზედა: თავი: რად: რა: გითხრა: სადამდისცა: ვიყო: ჭირთა: უნახავი:

243. კვლა: უთხრა: ყმაო: არ: ვიცი: ვინ: მეუბნები: მე: ვინო: ეგე: ამბავი: ცოცხალსა: ენითა: ვერ: მათქმევინო: მე: ჩემი: თავი: ჩემისა: ნებითა: მოგაკლევინო: ვითა: უსტარი: ბედითი: ადვილად: დაგახევინო:

244. ჩემი: სიკვდილი: შენ: ჩემად: პატიჯად: ნურად: გგონია: მით: რომე: დამხსნი: ტირილსა: შემშრების: ცრემლთა: ფონია: ჩალად: მიჩს: ყოვლი: ქვეყანა: მისთვისვე: შემიწონია: არ: გითხრა: ვინ: ხარ: ვერ: გიცნობ: სიტყვანი: მისანდონია:

245. ყმამან: თქვა: თუ: არ: ეგების: აწ: ამისი: ასრე: თქმევა: სხვი: სა: რასმე: გამორჩევა: სჯობს: საქმისა: გამორჩევა: გაუშვა: და: ცალკე: დაჯდა: ტირს,: დაუწყო: ცრემლთა: ფრქვევა: ქალსა: უთხრა: გაგარისხე: აწ: არ: ვიცი: ვით: დავრჩე: ვა:

246. ქალი: დაუჯდა: კუშტ: გვარად: ქუშობს: ჯერთ: არ: დამტკბარია: ავთანდილ: ქვე: ზის: ტირილად: აღარას: მოუბარია: ვარდისა: ბაღსა: მოჰგუბდა: ცრემლისა: საგუბარია: კვლა: იქით: ქალი: ატირდა: მისთვის: გულ: ნალბობარია:

247. ყმა: მტირალი: შეებრალა: ამად: ცრემლნი: ცხელნი: ღვარნა: მაგრა: უჯდა: უცხოს: უცხო: არ: ბაგენი: აუბარნა: ყმამან: ცნა: თუ: გონებანი: ჩქარნი: ჩემთვის: დააწყნარნა: ცრემლ: დენილი: შეეხვეწა: ადგა: მუხლნი: მიუყარნა:

248. უთხრა: ვიცი: აღარ: ვარგხარ: შენ: აწ: ჩემად: დასანდობლად: გაგარისხე: დაგრჩომივარ: ღარიბად: და: ამად: ობლად: აწ: ეგრეცა: თავი: ჩემი: დამიც: შენთვის: დასანდობლად: ამად: რომე: შეცოდება: შვიდ: გზის: თქმულა: შესანდობლად:

249. თავი: ჩემი: სამსახურად: თუცა: ავად: მოგაწონე: მიჯნურისა: შებრალება: ჴამს: ესეცა: გაიგონე: სხვაგნით: ყოვლგნით: უღონო: ვარ: არვინ: არის: ჩემი: ღონე: სულსა: მოგცემ: გულისათვის: სხვა: მეტიმცა: რა: გამონე:

250. რა: ქალსა: მიხუდა: ყმისაგან: მიჯნურობისა: სმონება: გულამოჴნჩვით: დაიწყო: ასკეცად: ცრემლთა: დინება: კვლა: გაამაღლა: ზახილით: ტირილი: არ: გაცინება: ავთანდილს: ღთ~ნ: წადილი: მისცა: გულისა: ლხინება:

251. ბრძანა: თუ: ამა: სიტყვითა: მას: ფერი: შეეცვალების: ვისთვისმე: ცხელი: უცილოდ: მას: ცრემლი: ემალმალების: კვლა: უთხრა: დაო: მიჯნური: მიჯნურთა: შეებრალების: ესეცა: იცი: სიკვდილსა: თვით: ეძებს: არ: ეკრძალების:

252. ვარ: მიჯნური: ხელი: ვინმე: გაუწყვედლად: სულთა: დგმისად: ჩემა: მზემან: გამომგზავნა: საძებარად: იმა: ყმისად: ღრუბელიცა: ვერ: მიხუდების: მე: მისრულვარ: სადა: ვლისად: გული: შენი: მიპოვნია: მისი: შენდა: შენი: მისად:

253. მისი: სახე: გულსა: ჩემსა: ხატად: ასრე: გამოვხატე: მისთვის: ხელმან: გამოჭრილმან: ლხინი: ჩემი: ვაალქატე: ორისაგან: ერთი: მიყავ: ტყვე: მყავ: ანუ: მააზატე: ან: მაცოცხლე: ანუ: მამკალ: ჭირი: ჭირსა: მამიმატე:

254. ქალმან: უთხრა: ყმასა: სიტყვა: პირველისა: უამესი: ეგე: ღონე: მოიგონე: დია: რამე: უკეთესი: წეღან: საქმე: მტერობისა: გულსა: ჩემსა: ჩამოსთესი: აწ: მოყვარე: გიპოვნივარ: დისაგანცა: უფრო: დესი:

255. მაშა: რადგან: მიჯნურობა: ჩემად: ღონედ: მოიგონე: არ: ეგების: ამას: იქით: თუმცა: თავი: არ: გამონე: არ: შენ: მოგცე: თავი: ჩემი: დაგაბნიე: დაგაღონე: შენთვის: მოვჰკვდე: უსაცილოდ: სხვა: მისმეტი: რა: ვიღონე:

256. აწ: რაცა: გითხრა: თუ: ამა: საქმესა: დამორჩილდები: რასაცა: ეძებ: მიხვდები: უცილოდ: არ: ასცილდები: თუ: არ: მომისმენ: ვერ: ჰპოვებ: რაზომმცა: ცრემლსა: მილდები: მოგხუდების: მდურვა: თავისა: მოჰკვდები: გაცასწბილდები: