... (S-2829), 1688 წ.

197. ჴელთა: ჰქონდა: მშვილდი: ისარი: მათკე: მივა: მხიარული: ორთა: კაცთა: წვეროსანთა: ყმა: მოჰყვანდა: უწვერული: თავსა: იყო: დაკოდილი: შეებნიდა: სისხლსა: გული: ტიროდეს: და: იჭირვოდეს: ცოტა: ედგა: მას: გლახ: სული:

198. უყივლა: თუ: ძმანო: ვინ: ხართ: მეკობრეთა: დაგამსგზავსე: მათ: მიუგეს: დაგვიწყნარდი: გვიშველე: რა: ცეცხლნი: ავსე: ვერა: გვარგო: მოგვიმატენ: ჭირნი: ჭირთა: მოგვისავსე: სატირელნი: მოგვიტირე: ღაწვნი: შენცა: დაიმხავსე:

199. ავთანდილ: მიდგა: ეუბნა: მათ: კაცთა: გულ: მდუღარეთა: ჩვენ: ვართო: ძმანი: სამნივე: მით: ვიდენთ: ცრემლთა: მწარეთა: მათ: უთხრეს: მათი: ამბავი: ტირილით: მოუბარეთა: დიდი: გვაქვს: ციხე: ქალაქი: ხატაეთს: არე: მარეთა:

200. კარგი: გვესმა: სანადირო: ნადირობას: წამოვედით: გუყვეს: ლაშქარნი: უთვალავნი: წყლისა: პირსა: გარდავჴედით: სანადირო: მოგვეწონა: თვესა: ერთსა: აქა: ვდექით: ვჴოცეთ: მხეცი: უსაზომო: მინდორით: და: მთით: და: ქედით:

201. ჩვენ: სამთა: ძმათა: ჩვენთანა: მესროლნი: დავაწბილენით: მით: ერთმანერთსა: სამნივე: ჩვენ: კიდე: დავეცილენით: მე: უკეთ: მოვჰკლავ: მე: გჯობო: სიტყვანი: ვავაქილენით: ვერ: გავაჩინეთ: მართალი: ვისარჩლეთ: ვითაკილენით:

202. დღეს: ავჰყარენით: ლაშქარნი: სავსენი: ირმის: ტყავითა: ვჰთქვით: გავაჩინოთ: მართალი: ვინ: ვსჯობთ: თავისა: მკლავითა: თავსა: ვახელებთ: მარტონი: დავდგეთ: თავის: თავითა: თვით: დანახულსა: მოვჰკლვიდეთ: ნუ: ვისით: დამნახავითა:

203. ჩვენ: ვიახლენით: სამთავე: სამნივე: მეაბჯრენია: ლაშქართა: წასლვა: უბრძანეთ: მით: არას: მოაზრენია: მოვინადირეთ: მინდორი: ისი: ტყენი: და: ღრენია: ვჴოცეთ: მჴეცნი: და: ფრინველი: რაზომცა: ზე: გარდაგვფრენია:

204. ანაზდად: მოყმე: გამოჩნდა: კუშტი: პირ: გამქუშავია: ზედა: ჯდა: შავსა: ტაიჭსა: მერანი: რამე: შავია: თავსა: და: ტანსა: ემოსა: გარე: თმა: ვეფხის: ტყავია: ჯერთ: მისი: მსგავსი: შვენებით: კაცთაგან: უნახავია:

205. უჭვრიტეთ: მისთა: ელვათა: შუქნი: ძლივ: გავიცადენით: ვჰთქვით: თუ: მზეაო: ქვეყნად: ნუ: ვეუბნებით: ცად: ენით: მისი: მოგვინდა: შეპყრობა: ვჰკადრეთ: და: შევეცადენით: ასრე: სულთქმით: და: ვაებით: მით: ვართ: ცრემლისა: დადენით:

206. მე: უხუცესმან: უმცროსთა: კაცი: დავსთხოვე: ქენებით: ჩემმა: შედეგმან: ტაიჭი: მისი: თვით: აქო: ხსენებით: ამან: მართ: ოდენ: მორევა: გვითხრა: უალეთ: ჩვენებით: მივმართეთ: იგი: აგრევე: წყნარად: მივა: და: შვენებით:

207. ბროლმან: ლალსა: გარეულმან: ვარდნი: თხელნი: ანატიფნა: არ: აგუხიუნა: არცა: დაგუსხნა: ყოლე: არად: ამოგვკრიფნა: მისი: ტკბილნი: გონებანი: ჩვენთვის: მეტად: გაამყიფნა: მისნი: მკვახედ: მოუბარნი: მათრაჴითა: დაგვამწიფნა:

208. უმცროსსა: ძმასა: მივეცით: უფროსსა: დავეზიდენით: ჴელი: მოჰკიდა: დადეგო: ესეცა: ჰკადრა: კიდ: ენით: მან: ჴრმალსა: ხელი: არ: მიჰყო: ჩვენ: ამად: დავერიდენით: თავსა: გარდაჰკრა: მათრაჴი: ვნახეთ: სისხლისა: მიდენით:

209. ჩვენი: ძმა: გლახ: დაკოდილი: მასვე: წამსა: ჩამოვარდა: მისმან: შიშმან: დაგვაწყნარნა: იგი: ყოლა: არ: აჩქარდა: მასმცა: მიღმა: რაღა: ვჰკადრეთ: ვისმან: ყოფა: გაგვიმწარდა: ვჰთქვით: თუ: უჴრმლოდ: მოგვერია: ჴმლით: გაგყრის: ფარდა: ფარდა:

210. მით: ერთითა: მათრაჴითა: თავი: ასრე: გარდაჰფრიწა: ვითა: მკვდარი: უსულო: ქნა: ვითა: მიწა: დაამიწა: მისი: რასმე: მკადრებელი: მოამდაბლა: აამიწა: თვალთა: წინა: წაგვივიდა: ლაღი: კუშტი: ამაყი: წა:

211. აღარ: დაბრუნდა: წავიდა: წყნარად: და: აუჩქარებლად: აიგერა: მივა: ნახეო: იგი: მზეებრ: და: მთვარებლად: შორს: უჩვენებდეს: ავთანდილს: მტირალნი: გაუხარებლად: ოდენ: ჩნდა: შავი: ტაიჭი: მისი: მის: მზისა: მარებლად:

212. აჰა: მიხვდა: ავთანდილსა: ღაწვთა: ცრემლით: არ: დათოვნა: რადგან: ცუდად: არ: წაუჴდა: მას: ეზომი: გარეთ: ყოვნა: კაცსა: მიხუდეს: საწადელი: რას: ეძებდეს: მისი: პოვნა: მაშინ: მისგან: აღარა: ჴამს: გარდასრულთა: ჭირთა: ხსოვნა:

213. უთხრა: თუ: ძმანო: ვარ: ვინმე: ღარიბი: უადგილოსა: მე: იმა: ყმისა: საძებრად: მოვჰშორდი: საგაზრდილოსა: აწ: თქვენგან: მივხუდი: წადილსა: ძნელსა: არ: საადვილოსა: ღ~თმცა: ყოლე: ნუღარას: იქს: თქვენსა: დასაღრეჯილოსა:

214. ვითა: მე: მივხუდი: წადილსა: ჩემის: გულისა: ნებასა: აგრემცა: ღ~თი: ნურას: იქს: ძმისა: თქვენისა: ვნებასა: ასწავლა: მისი: სადგომი: თითითა: იქს: ჩვენებასა: ჩრდილსა: გარდასვით: მაშურალნი: მიეცით: მოსვენებასა:

215. ესე: უთხრა: და: წავიდა: ცხენი: გაქუსლა: დეზითა: ვითა: გავაზი: გაფრინდა: არ: გაშვებული: ხეზითა: ან: მთვარე: მზისა: შემყრელი: მზე: სინათლითა: ზეზითა: დაივსო: ცეცხლი: შემწველი: მისითა: მან: მიზეზითა:

216. მიეწურა: იგონებდა: ახლოს: შეყრა: ვითა: აგოს: საუბარმან: უმეცარმან: შმაგი: უფრო: გააშმაგოს: ჴამს: თუ: კაცმან: გონიერმან: ძნელი: საქმე: გამოაგოს: არ: სიწყნარე: გონებისა: მოიძულოს: მოიძაგოს: