... (S-2829), 1688 წ.

257. ყმამან: უთხრა: ეგე: სიტყვა: ამას: გავსო: არა: სხვასა: ორნი: კაცნი: მოდიოდნეს: სადაურნი: სადმე: გზასა: უკანამან: წინა: ნახა: ჩავარდნილი: შიგან: ჭასა: ზედ: წაადგა: ჩაჰყიოდა: ტირს: იზახის: ვაგლახ: ვასა:

258. ეგრე: უთხრა: ამხანაგო: იყავ: მანდა: მომიცადე: წავალ: თოკთა: მოსახმელად: მწადსო: თუმცა: ამოგზიდე: მას: ქვეშეთსა: გაეცინნეს: გაუკვირდა: მეტად: კიდე: შემოჰყივლა: არ: გელოდე: სად: გაგექცე: სად: წავიდე:

259. აწ: დაო: შენთა: ჴელითაა: ჩემი: საბელი: ყელისა: რასაცა: მიზამ: შენ: იცი: შენ: ხარ: წამალი: ჴელისა: სხვად: უღონოა: უშენოდ: ჩემგან: აბყრობა: ხელისა: თვარა: ვისმცა: ექნა: გორლითა: შეკვრა: თავისა: მრთელისა:

260. ქალმან: უთხრა: მამეწონა: ყმაო: შენი: ნაუბარი: ხარ: უცილოდ: კარგი: ვინმე: მოყმე: ბრძენთა: საქებარი: ხარ: ვინათგან: აქანამდის: მაგა: ჭირთა: დამთმობარი: რაცა: გითხრა: მომისმინე: გიპოვნია: საძებარი:

261. იმა: მოყმისა: ამბავი: არსად: არა: იპოვების: თვით: თუ: არ: გითხრობს: არ: ითქმის: არ: ვისგან: დაიჯერების: მოილოდინე: მოვიდეს: რაზომცა: დაგეყოვნების: დადუმდი: ვარდსა: ნუ: აზრობ: ცრემლითა: ნუ: ითოვნდების:

262. გითხრობ: თუ: ცოდნა: გწადიან: ჩვენისა: შენ: სახელისა: ტარიელ: არის: სახელი: იმა: მოყმისა: ხელისა: მე: ასმათ: მქვიან: რომელსა: წვა: მჭირს: ცეცხლისა: ცხელისა: სულთქმა: სულთქმისა: ბევრისა: მაშინ: თუ: არ: ერთხელისა:

263. ამის: მეტსა: ვერას: გითხრობ: მე: სიტყვასა: ამისთანსა: ისი: მინდორს: არონინებს: ტანსა: მჭევრსა: მემაჯანსა: ვსჭამ: გლახ: ჴორცსა: ნადირისას: მე: იმისგან: მონატანსა: აწვე: მოვა: არა: ვიცი: თუ: დაჰყოვნის: დიდსა: ხანსა:

264. ამას: გვედრებ: მოიცადო: თავი: სხვაგან: არსად: არო: რა: მოვიდეს: შევეხვეწო: ნუ: თუ: ვით: რა: მოვაგვარო: ერთმანერთსა: შეგამეცნე: თავი: შენი: შევაყვარო: თვით: გიანბოს: საქმე: მისი: საყვარელსა: გაახარო:

265. ქალსა: ყმამან: მოუსმინა: დამორჩილდა: დართო: ნება: ამა: ზედა: მოიხედეს: ჴევით: ესმა: ჩხაპუნება: მთვარე: წყალსა: გამოსრული: ვნახე: შუქთა: მოვანება: უკურიდეს: და: აღარა: ქნეს: მუნ: ხანისა: დაყოვნება:

266. ქალმან: უთხრა: მოგცა: ყმაო: ჟამად: ღმერთმან: რაცა: გინა: მაგრა: თავი: უჩინოდ: ჰქენ: დამალული: იყავ: შინა: იმა: ყმისა: მეუნებლე: ჴორციელი: არავინა: ნუთუ: ვითრა: მოვაგვარო: შენი: ნახვა: არ: ეწყინა:

267. ავთანდილ: ქალმან: დამალა: ქვაბს: დამალვითა: მალითა: იგი: ყმა: ცხენსა: გარდაჴდა: შვენოდა: ქარქაშ-ხრმალითა: ატირდა: მაღლად: ცრემლითა: ზღვათაცა: შესართავითა: ავთანდილ: სარკმლით: უჭვრეტდა: ჭურეტითა: იდუმალითა:

268. ამარტის: ფერად: შესცვალა: ბროლი: ცრემლისა: ბანამან: დიდხან: იტირეს: ყმამან: და: მან: ქალმან: შაოსანამან: შეხსნა: შეიღო: აბჯარი: ცხენიცა: შეიყვანა: მან: დადუმდეს: ცრემლნი: მოჰკვეთეს: შავმან: გიშრისა: დანამან:

269. ავთანდილ: სარკმლით: უჭვრეტდა: ტყვე: საკნით: ნააზატები: მან: ქალმან: ქვეშე: დაუგო: ვეფხის: ტყავისა: ნატები: მას: ზედა: დაჯდა: იგი: ყმა: სულთქვამს: ჭირ: მონამატები,: სისხლისა: ცრემლსა: გაეწნა: შუა: გიშრისა: სატები:

270. მან: ქალმან: ხელჰყო: კვესითა: გზება: ცეცხლისა: ნელისა: ეგონა: ჭამა: ხორცისა: შემწვრისა: შეუქნელისა: მიუპყრა: ერთი: აჰჴლიჩა: ქნაო: საქმისა: ძნელისა: ძალი: არ: ჰქონდა: დაუწყო: გამოყრა: უცოხნელისა:

271. ცოტად: მიწვა: მიიძინა: თუცა: ყოლა: ვერა: მეტი: შეჰკრთა: დიდნი: დაიზახნა: წამოიჭრა: ვითა: რეტი: იზახდის: და: წამ-წამ: იკრის: გულსა: ლოდი: თავსა: კეტი: ცალკე: ტირს: და: პირსა: იხოკს: ქალი: მისი: შენამჭურეტი:

272. მოახსენა: რად: დაბრუნდი: მითხარ: რაცა: წაგეკიდა: მან: უბრძანა: მონადირე: მეფე: ვინმე: გარდმეკიდა: ჰყვა: ლაშქარნი: უთვალავნი: ბარგი: მძიმედ: აეკიდა: იგი: მინდორს: ნადირობდა: იფანჩოდა: ჯერგა: ვიდა:

273. სევდად: მეცა: კაცთა: ნახვა: ცეცხლი: უფრო: გავიახლე: არ: მიველო: ახლოს: შეყრად: თავი: ჩემი: შევიწყალე: მათგან: მკრთალი: შემოვბრუნდი: ტყესა: შიგან: დავიმალე: თქვა: ნუთუმცა: უკუმრიდა: რა: გათენდეს: წავალ: ხვალე:

274. ქალსა: ცრემლნი: გარდმოსცვივდეს: ასნაკეცნი: ათას: ბევრი: მოახსენა: მჴეცთა: თანა: იარები: მარტო: ტევრად: არას: კაცსა: არ: იახლებ: საუბრად: და: შემაქცევრად: მას: მაგითა: ვერას: არგებ: დღეთა: შენთა: ცუდად: ლევ: რად:

275. ყოვლი: პირი: ქვეყანისა: ერთობ: სრულად: მოგივლია: ერთი: კაცი: შემაქცევლად: შენად: ვითა: დაგელია: გიახლოს: და: არ: გაშმაგდე: თუცა: ჭირი: არ: გაკლია: შენ: მოჰკვდე: და: იგი: წაჴდეს: ესე: შენთვის: რა: მადლია:

276. უბრძანა: დავო: ეგეა: მგზავსი: შენისა: გულისა: მაგრა: არ: არის: ქვეყანად: წამალი: ამა: წყლულისა: ვის: ძალუც: პოვნა: კაცისა: თვით: სოფლად: არ-: მოსრულისა: ჩემი: ლხინია: სიკვდილი: გაყრა: ჴორცთა: და: სულისა: