... (S-2829), 1688 წ.

177. ყოვლთა: ჰკადრეს: თუცა: ყოფა: ჩვენ: უმისოდ: გვიარმისცა: უშენოსა: საჯდომი: და: ტახტი: მისი: ვისმცა: მისცა: განაღამცა: გმორჩილობდეთ: თუ: გვიბრძანო: რაცა: ვისცა: იგი: მონა: აპატრონე: ყველაკამან: თაყვანის: სცა.:

178. ამ: საქმესა: მემოწმების: დიონოსი: ბრძენი: ეზროს: საბრალოა: ოდის: ვარდი: დაეთრთვილოს: დაცაეზროს: ვის: ბალახში: არა: ჰგვანდეს: და: ლერწამი: ტანად: ეზროს: იგი: სადმე: გაღარიბდეს: სამყოფთაგან: იაბეზროს:

179. ავთანდილ: იგი: მინდორი: ოთხახმით: გარდაიარა: დააგდო: მზღვარი: არაბთა: სხვათ: მზღვართა: არე: იარა: მაგრა: მის: მზისა: გაყრამან: სიცოცხლე: გაუზიარა: თქვა: თუ: მე: მასმცა: ვიახლე: აწ: ცხელსა: ცრემლსა: ვღვრი: არა:

180. ახალმან: ფიფქმან: დათოა: ვარდი: დათრთვილა: დანასა: მოუნდის: გულსა: დაცემა: ზოგჯერ: მიმართის: დანასა: თქვის: ჭირნი: ჩემი: სოფელმან: ოთხმოცდაათი: ანასა: მოვშორდი: ლხინსა: ყველასა: ჩანგსა: ბარბითსა: დანასა:

181. ვარდი: მის: მზისა: გაყრილი: უფრო: და: უფრო: ჭკნებოდა: გულსა: ეტყოდის: დასთმეო: ამად: არ: დია: ბნდებოდა: უცხო: უცხოთა: ადგილთა: საძებრად: იარებოდა: მგზავრთა: ჰკითხევდის: ამბავთა: მათ: თანა: ემოყვრებოდა:

182. იგი: პირ: მზე: მზისა: მსგავსი: ერთობ: მოვლის: სწრაფად: ჴმელთა: არ: გაუშვებს: უნახავად: ტყეთა: ველთა: წყალთა: ვლდეთა: ქვეყანათა: უკაცურთა: ოჴერთა: და: კაცრიელთა: მაღრიბს: ჰკითხავს: მაშრიყელთა: რომს: ჩინელთა: მაჩინელთა:

183. მუნ: ეძებს: ცრემლი: მტირალსა: სდის: ზღვათა: შესართავისად: უჩნდის: ქვეყანა: ტახტად: და: მკლავი: სადებლად: თავისად: თქვის: საყვარელო: მოგშორდი: გული: შენ: დაგრჩა: ვთქვი: ვითა: შენთვის: სიკვდილი: მეყოფის: ლხინად: ჩემისა: თავისად:

184. ყოვლი: პირი: ქვეყანისა: ერთობ: სრულად: მოიარა: ასრე: რომე: ცასა: ქუეშე: არ: დაურჩა: არ: იარა: მაგრა: იგი: მის: ამბვისა: მსმენელსაცა: ვერ: მიმხუდარა: ამა: შიგან: წელიწადი: სამი: სამ: თვედ: მიიყა:

185. მიხუდა: რასმე: ქვეყანასა: უგემურსა: მეტად: მქისსა: თვე: ერთ: კაცსა: ვერ: ნახავიდა: ვერცა: შვილსა: ადამისსა: იგი: ჭირი: არ: უნახავს: არ: რამინს: და: არცა: ვისსა: დღე: და: ღამე: იგონებდა: საყვარელსა: იგი: მისსა:

186. მას: მიხუდა: წევრი: სადგურად: მაღლისა: მთისა: დიდისა: გამოჩნდა: მუნით: მინდორი: სავალი: დღისა: შვიდისა: მის: მთისა: ძირსა: წყალი: დის: არად: სანდომი: ჴიდისა: ორგნითვე: ტყესა: შეეკრა: ნაპირი: წყლისა: კიდისა:

187. საგონებელი: შეექმნა: დადგა: საქმისა: მრჩეველად: თქვა: თუ: დავბრუნდე: ეზომი: ხანი: რად: დავყავ: მე: ველად: ჩემსა: რა: ვჰკადრო: მნათობსა: ვიყავ: რად: დღეთა: მლეველად: მისი: ვერა: ვსცნა: ჭორადცა: ვარ: ვისთა: გზათა: მკვლეველად:

188. თუ: არ: დავბრუნდე: საძებრად: დავჰყო: სხვანიცა: ხანანი: რომელსა: ვეძებ: ვერა: ვსცნნე: ამბავნი: მე: მისთანანი: დრო: გარდაუწყდეს: შერმადინს: მიხვდა: ღაწვისა: ბანანი: მივიდეს: ჰკადროს: მეფესა: საქმენი: დასაგვანანი:

189. უამბოს: ჩემი: სიკვდილი: თვით: ჩემგან: დავედრებული: მათ: შექნან: გლოვა: ტირილი: ქნან: საქმე: გამწარებული: მერმე: მივიდე: ცოცოხალი: მე: სხვაგან: სადმე: რებული: ამას: იგონებს: ტირილით: გონება: შეიწრებული:

190. იტყვის: ღ~თო: სამართალი: შენნი: ჩემთვის: რად: ამრუდენ: მე: ეზომნი: სიარულნი: კიდე: გლახ: რად: გამიცუდენ: გულით: ჩემით: სიხარულნი: აფხურენ: ჭირნი: დაუბუდე: დღეთა: ჩემთა: ცრემლნი: ჩემი: ვერათოდეს: დავიყუდენ:

191. კვლაცა: იტყვის: დათმობა: სჯობს: და: თავსავე: ეუბნების: დღეთა: მეტად: ნუ: მოჰკვდები: გული: ჩემი: ნუ: დადნების: უღთოდ: ვერას: ვერ: მოვაწევ: ცრემლი: ცუდად: მედინების: განგებასა: ვერვინ: შესცვლის: არ: საქმნელი: არ: იქმნების:

192. ყოვლნი: არსნი: ცასა: ქვეშე: ერთობ: სრულად: მამივლიან: მაგრამ: საქმე: მის: კაცისა: ვერა: სადა: შემიგნიან: უღონიოდ: მართალ: იყვნეს: რომელთაცა: ქაჯად: თქვიან: აწ: ტირილი: არას: მარგებს: ცუდად: ცრემლნი: რასა: მდიან:

193. დაბრუნება: დააპირა: სულთქნა: მერმე: ივაგლახა: მას: მინდორსა: დაემართა: გზა: თვალითა: გამოსახა: თვესა: ერთსა: სულიერი: კაცი: არსად: არ: ენახა: მჴეცნი: იყვნეს: საშინელნი: მაგრა: არა: შეუზახა:

194. ავთანდილ: უკუირბინა: გვერდი: მყაფარი: კლდიანი: გამხლტობს: ირემსა: ფერდსა: ჰკრა: ისარი: ორბის: ფრთიანი: მას: რომ: გადაჰჴდა: პატიჟნი: აწ: კაცი: უნდა: მჴნიანი: მინდვრისა: პირსა: სადილად: ჩამოჴდა: გულ: სევდიანი:

195. ცხენსა: მისცა: საძოვარი,: ვირე: მწვადი: შეიწოდეს: ექვსნი: რამე: ცხენოსანნი: ნახა: მისკენ: მოდიოდეს: თქვა: თუ: ჰგვანან: მეკობრეთა: თვარა: კარგი: რამც: იცოდეს: აქა: კაცი: ჴორციელი: კვლა: ყოფილა: არაოდეს:

196. ჩვენ: ასრე: მყოფნი: არ: ვარგვართ: ვინც: გვნახავს: ვეჯაბანებით: შეირტყა: წელთა: აბჯარი: შეჯდა: ლაღი: და: ჯანებით: მზად: აქვს: მშვილდი: და: ისარი: ჴრმალი: მოიმარჯვა: ნებით: მისმან: მებრძოლმან: ყველამან: გაყრამცა: იაჯანებით: