... (S-2829), 1688 წ.

117. მეფე: ბრძანებს: მართალ: იყო: ასული: და: ჩემი: ძეო: ვნახე: რამე: ეშმაკისა: სიცრუვე: და: სიბილწეო: ჩემად: მტერად: გარდმოჭრილი: გარდმოსულა: ზეცით: ზეო: გამიშვია: შეჭირვება: არა: მგამა: ყოლა: მეო:

118. ესე: თქვა: და: სიხარულით: თამაშობა: ადიადა: მგოსანი: და: მოშაითი: უხმეს: ჰპოვეს: რაცა: სადა: დია: გასცა: საბოძვარი: ყველა: დარბაზს: შემოხადა: მისი: მგზავსი: სიუხვითა: ღთ~ნ: სხვამცა: რა: დაბადა:

119. ავთანდილ: ჯდა: მარტო: საწოლს: ეცვა: ოდენ: მას: პერანგი: იმღერდა: და: იხარებდა: წინა: ედგა: ერთი: ჩანგი: შემოვიდა: მის: წინაშე: თინათინის: მონა: ზანგი: მოახსენა: გიბრძანებსო: ტანი: ალვა: პირი: მანგი:

120. ავთანდილს: მიხუდა: მოსმენა: საქმისა: სანატრელისა: ადგა: და: კაბა: ჩაიცვა: მჯობი: ყოვლისა: ჭრელისა: უხარის: ნახვა: ვარდისა: არ: ერთგან: შეუყრელისა: ამოა: ჭურეტა: ტურფისა: სიახლე: საყვარელისა:

121. ავთანდილ: ლაღი: უკადრი: მივა: არვისგან: რცხვენოდა: მას: ნახავს: ვისთა: ვამთაგან: ცრემლი: მრავალ: ჯერ: სდენოდა: იგი: უებრო: ქუშად: ჯდა: ელვისა: მგზავსად: შვენოდა: მთვარესა: მისთა: შუქთაგან: უკუნი: გარდაჰფენოდა:

122. გაცრცვლისა: ტანსა: ემოსნეს: ყარყუმნი: უსაპირონი: ებურნეს: მოშლით: რიდენი: ფასისა: თქმად: გასაჭირონი: შვენოდეს: შავნი: წამწამნი: გულისა: გასაგმირონი: მას: თეთრსა: ყელსა: ეხვივნეს: გრძლად: თმანი: არ: უხშირონი:

123. დაღრეჯით: იყო: მჯდომარე: ძოწეულითა: რიდითა: ავთანდილს: უთხრა: დაჯდომა: წყნარად: ცნობითა: მშვიდითა: მონამან: სკამი: დაუდგნა: დაჯდა: კრწალვით: და: რიდითა: პირის: პირ: პირსა: უჭურეტდა: სავსე: ლხინითა: დიდითა:

124. ქალმა: უბრძანა: ზარი: მლევს: მე: ამისისა: თხრობისა: მწადდა: არა: თქმა: რომლისა: ღონე: არა: მაქვს: თმობისა: მაგრა: იცია: მიზეზი: შენისა: აქა: ჴმობისა: რად: ვზი: ქუშად: და: დაღრეჯით: ასრე: მიჴდილი: ცნობისა:

125. ყმამან: ჰკადრა: საზაროსა: ჩემგან: თქმაღა: ვით: იქმნების: მზესა: მთვარე: შეეყაროს: დაილევის: დაცაჭკნების: აზრად: არათ: აღარა: მცალს: თავი: ჩემი: მეგონების: თქვენვე: ბრძანეთ: რაცა: გიმძიმს: ანუ: რაცა: გეგონების:

126. ქალმან: უთხრა: საუბარი: კეკლუც: სიტყვად: არ: დუხჭირად: იტყვის: თუცა: აქანამდის: ჩემგან: შორს: ხარ: დანამჭირად: გიკვირს: მოგხუდა: წამის: ყოფით: საქმე: ჩემგან: სახე: ჭირად: მაგრა: გითხრა: პირველ: ხოლმე: სენი: მე: მჭირს: რაცა: ჭირად:

127. მაშინ: ოდეს: შენ: და: როსტანს: მინდორს: მჴეცნი: დაგეჴოცა: ყმა: გენახა: უცხო: ვინმე: რომე: ცრემლი: მოეჴოცა: მას: უკანით: გონებამან: მისმან: ასრე: დამამჴოცა: შენ: გენუკვი: მონახვასა: იტირო: და: იაროცა:

128. აქანამდის: ნაუბარსა: თუცა: ვერას: ვერ: გეტყვია: მაგრა: შორით: სიყვარული: შენგან: ჩემი: შემიტყვია: ვიცი: რომე: გაუწყვეტლად: თვალთათ: ღაწვი: გისეტყვია: შეუპყრიხარ: კაეშანსა: გული: შენი: დაუტყვია:

129. ასრე: გითხრა: სამსახური: ჩემი: გმართებს: ამა: ორად: პირველ: ყმა: ხარ: ჴორციელი: არვინა: გუყავს: შენად: სწორად: მერმე: ჩემი: მიჯნური: ხარ: დასტურია: არ: ნაჭორად: წა: და: იგი: მოყმე: ძებნე: ახლოს: იყოს: თუნდა: შორად:

130. შენგან: ჩემი: სიყვარული: ამით: უფრო: გაამყარე: რომე: დამხსნა: შეჭირვება: ეშმა: ბილწი: ასაბყარე: გულსა: გარე: საიმედო: ია: მორგე: ვარდი: ყარე: მერმე: მოდი: ლომო: მზესა: შეგეყრები: შემეყარე:

131. სამსა: ძებნე: წელიწადსა: იგი: შენი: საძებარი: ჰპოვო: მოდი: გამარჯვებით: მხიარულად: მოუბარი: ვერა: ჰპოებ: დავიჯერებ: იყო: თურე: უჩინარი: კოკობი: და: უფრჭვნელი: ვარდი: დაგხვდე: დაუმჭკნარი:

132. ფიცით: გითხრობ: შენგან: კიდე: თუ: შევირთო: რაცა: ქმარი: მზეცა: მომხუდეს: ხორციელი: ჩემთვის: კაცად: შენაქმარი: სრულად: მოვსწყდე: სამოთხესა: ქვესკნელს: ვიყო: დასანთქმარი: შენი: მკლვიდეს: სიყვარული: გულსა: დანა: ასაქმარი:

133. კვლაცა: ჰკადრა: აჰა: მზეო: რადგან: ღთ~ნ: მზედ: დაგბადა: მით: გმორჩილობს: ჴორციელი: მნათობია: რაცა: სადა: სიკვდილისა: მომლოდნესა: მე: სიცოცხლე: მედიადა: ვარდი: ჩემი: არ: დაჭკნების: შუქი: შენი: იეფად: ა:

134. თავი: ჩემი: სამსახურად: შენად: რადმცა: შევიწყალე: არასათვის: არ: დავდგები: უსაცილოდ: წავალ: ხუალე: გული: ჩემი: ლაჟვარდისფრად: გავაწითლე,: გავალალე: სიცოცხლისა: უკეთესი: რა: მიბოძე: რამც: ვივალე:

135. კვლა: შეჰფიცეს: ერთმანერთსა: დააპირეს: ესე: პირი: გასალდეს: და: გაამრავლეს: საუბარი: სიტყვა: ხშირი: გაადვილდა: აქანამდის: გარდეჴადა: რაცა: ჭირი: თეთრთა: კბილთათ: გამოჰკრთების: თეთრი: ელვა: ვითა: ჭვირი:

136. ერთგან: დასხდეს: ილაღობეს: საუბარი: ასად: აგეს: ბროლ: ბალახში: შეხვეული: და: გიშერი: ასადაგეს: ყმა: ეტყვის: თუ: შენთა: მჭვრეტთა: თავი: ხელი: ა: სად: აგეს: ცეცხლთა: შენგან: მოდებულთა: გული: ჩემი: ასადაგეს: