... (S-2829), 1688 წ.

137. თქვა: მზეო: ვარდსა: სიშორე: შენი: დამაჩნდეს: ეს: ადრე: ბროლი: და: ლალი: გასრულ: ვარ: ქარვისა: უყვითლესადრე: მაშინ: რაღა: ვქმნა: ვერ: ჭურეტა: რა: მომხუდეს: კვლა: უგრძესადრე: ჴამს: მოყვრისათვის: სიკვდილი: ესე: მე: დამიც: წესადრე:

138. ყმა: წავიდა: სიშორესა: თუცა: მისსა: ვერ: გასძლებდა: უკუღმავე: იხედვიდა: თვალთა: რეტად: აყოლებდა: ბროლსა: სეტყვს: და: ვარდსა: აზრობს: ტანსა: მჭევრსა: ათრთოლებდა: გული: ჰქონდა: გულისათვის: სიყვარულსა: ავალებდა:

139. საწოლს: დაწვა: ტირს: მტირალსა: ცრემლი: ძნელად: ეჴოცების: ვითა: ვერხვი: ქარისაგან: ირხევის: და: იკეცების: რა: მილულდის: სიახლევე: საყვარლისა: ეგონების: შეკრთის: დიდი: დაიზახის: მით: პატიჟი: ეოცების:

140. მოშორვება: საყვარლისა: მას: შეჰქმნოდა: მისად: ღაზოდ: ცრემლსა: ვითა: მარგალიტსა: წვიმს: ვარდისა: დასანაზოდ: რა: გათენდა: შეეკაზმა: მისთა: მჭვრეტთა: სალამაზოდ: ცხენსა: შეჯდა: გაემართა: დარბაზს: მივა: სადარბაზოდ:

141. დარბაზს: ეჯიბი: შეგზავნა: მართ: მისგან: შენარონია: შესთვალა: გკადრებ: მეფეო: მე: ესე: გამიგონია: ყოველი: პირი: მიწისა: თქვენ: ხრმლითა: დაგიმონია: აწ: თუ: სჯობს,: ესე: ამბავი: ცნან: რაცა: გარემონია:

142. მე: წავიდე: მოვიარო: ვილაშქრო: და: ვინაპირო: თინათინის: ჴელმწიფობა: მტერთა: თქვენთა: გულსა: ვგმირო: მორჩილ: ქმნილი: გავახარო: ურჩი: ყოვლი: ავატირო: ძღვენნი: გკადრო: ზედა: ზედა: არ: სალამი: დავაძვირო:

143. მეფესა: ეთქვა: ამისი: დიადი: მადრიელობა: უბრძანა: ლომო: არა: გჭირს: შენ: ომთა: გარდუჴდელობა: აწ: მაგა: შენსა: თათბირსა: ჰგავსო: შენივე: ქველობა: მაგრა: მომხვდეს: რაღა: ვქმნა: არ: დია: დღეთა: გრძელობა:

144. ყმა: შევიდა: თაყვანისსცა: მადლი: რამე: მოახსენა: ხელმწიფეო: მიკვირს: ქება: რად: იკადრეთ: მიკვირს: თქვენა: აწ: ნუ: თუმცა: კვლა: ნახვისა: ღ~თნ: ბნელი: გამითენა: პირი: თქვენი: მხიარული: მხიარულსა: კვლა: მიჩვენა:

145. მეფე: ჴელსა: მოეკიდა: გარდაჰკოცნა: ვითა: შვილი: სხვა: მათებრი: არ: ყოფილა: არ: გამზრდელი: არ: გაზრდილი: ყმა: ადგა: და: წამოვიდა: მას: დღე: მათი: ჩანს: გაყრილი: როსტან: მისთვის: აატირა: გონიერი: გული: ტკბილი:

146. გამოემართა: ავთანდილ: მოყმე: მჴნე: ლაღად: მავალი: ოც: დღე: იარა: ღამეცა: დღეზედა: წართო: მრავალი: იგია: ლხინი: სოფლისა: იგია: ნივთი: და: ვალი: არ: მისცილდები: თინათინ: მას: მისგან: გულსა: სწვავ: ალი:

147. რა: მოვიდა: სიხარული: შიგან: გაჰჴდა: სამეფოსა: მოეგებნეს: დიდებულნი: ძღვენსა: სძღვნიდენ: უფასოსა: იგი: პირ: მზე: არ: მოსცთების: სიარულსა: სასწრაფოსა: მიხუდეს: მყოფნი: მას: წინაშე: სიხარულსა: სადაფოსა:

148. ქალაქი: ჰქონდა: მაგარი: საზაროდ: სანაპიროსა: გარეთ: კლდე: იყო: გიამბობ: ზღუდესა: უქვიტკიროსა: ყმამან: მუნ: დაყო: სამი: დღე: ამოსა: სანადიროსა: გაზრდილი: მისი: შერმადინ: დაისვა: სავაზიროსა:

149. ესეა: მონა: შერმადინ: ზემოცა: სახელდებული: თანა: შეზრდილი: ერთგული: და: მისთვის: თავ: დადებული: მან: არ: იცოდა: აქამდის: მის: ყმისა: ცეცხლი: დებული: აწ: გაუცხადა: სიტყვები: მის: მზისა: იმედებული:

150. უბრძანა: აჰა: შერმადინ: ამად: მე: შენგან: მრცხვენიან: ჩემნი: საქმენი: ყოველნი: გცოდნიან: გაგივლენიან: მაგრა: არ: იცი: აქამდის: რანიცა: ცრემლნი: მდენიან: მე: ვისგან: მქონდეს: პატიჯნი: აწ: მასვე: მოულხენიან:

151. მოუკლავარ: თინათინის: სურვილსა: და: სიყვარულსა: ცრემლი: ცხელი: ასოვლებდის: ნარგისთაგან: ვარდსა: ზრულსა: ვერ: ვაჩენდი: აქანამდის: ჭირთა: ჩემგან: დაფარულსა: აწ: მიბრძანა: საიმედო: ამად: მხედავ: მხიარულსა:

152. მიბრძანა: მიცან: ამბავი: მის: ყმისა: დაკარგულისა: მოხვიდე: სრულ: ვყო: მაშინღა: შენი: წადილი: გულისა: ქმარი: არ: მინდა: უშენოდ: მომხუდეს: ხისაცა: რგულისა: მამცა: წამალი: გულისა: აქამდის: დადაგულისა:

153. პირველ: ყმა: ვარ: წასვლა: მმართებს: პატრონისა: სამსახურად: ჴამს: მეფეთა: ერთგულობა: ყოფა: მართებს: ყმასა: ყმურად: მერმე: ცეცხლი: დაუვსია: აღარა: მწვავს: გულსა: მურად: ჴამს: მამაცი: არ: შეუდრკეს: ჭირსა: დახუდეს: მამაცურად:

154. ვართ: უმოყვრესნი: მე: და: შენ: ყოველთა: პატრონ: ყმათასა: ამისთვის: გნუკევ: სმენასა: შენ: ამა: ჩემთა: ჴმათასა: ჩემ: წილ: დაგაგდებ: პატრონად: თავადად: ჩემთა: სპათასა: ამა: საქმესა: ვერა: ვიქ: მე: განდობასა: სხვათასა:

155. ლაშქართა: და: დიდებულთა: ალაშქრებდი,: ნაპირობდი: დარბაზს: კაცსა: გაგზავნიდი: და: ამბავსა: მათსა: სცნობდი: წიგნსა: სწერდი: ჩემ: მაგიერ: უფასოსა: ძღვენსა: სძღვნობდი: აქა: სადმე: არ: ყოფასა: ჩემსა: მათმცა: რად: აგრძნობდი:

156. ლაშქრობა: და: ნადირობა: შენი: ჩემსა: დაასახე: სპათა: ჩემთა: ეთავადე: საჴელმწიფო: შემინახე: თუ: სამ: წლამდე: არ: მოვიდე: ხვაშიადი: შემინახე: კვლა: ნუთუმცა: შემოვბრუნდე: ალვა: ჩემი: არ: დამჭკნახე: