... (S-2829), 1688 წ.

97. მეფე: საწოლს: შემოვიდა: სევდიანი: დაღრეჯილი: მისგან: კიდე: არვინ: შეჰყვა: ავთანდილ: უჩს: ვითა: შვილი: ყველაკაი: გაიყარა: ჯალაბი: ჩანს: არ: დაჯრილი: გაბედითდა: სიხარული: ჩაღანა: და: ჩანგი: ტკბილი:

98. თინათინს: ესმა: მამისა: აგეთი: დაღრეჯილობა: ადგა: და: კარსა: მივიდა: ჰქონდა: მზისაცა: ცილობა: მოლარე: იჴმო: უბრძანა: ძილია: თუ: ღვიძილობა: მან: მოახსენა: დაღრეჯით: ზისო: სჭირსო: ფერ: შეცვლილობა:

99. ერთია: ახლავს: ავთანდილ: წინაშე: უზის: სკამითა: უცხო: ყმა: ვინმე: უნახავს: ასრე: დაღრეჯით: ამითა: თინათინ: ბრძანა: აწ: წავალ: შესლვაა: ჩემგან: ჟამითა: მიკითხოს: ჰკადრე: იყო: თქო: აქა: ერთისა: წამითა:

100. ხანი: გამოჰხდა: იკითხა: ნეტარ: რასა: იქს: ქალიო: ჩემი: ლხინი: და: ჯავარი: ჩემი: სოფლისა: წყალიო: მოლარე: ჰკადრებს: მოვიდა: აწე: აქ: ფერ: ნამკრთალიო: დაღრეჯით: გცნა: და: მიბრუნდა: წინაშე: მამავალიო:

101. უბრძანა: თუ: წადი: უჴმე: უმისობა: ვით: გავძლეო: მოახსენე: რად: დაბრუნდი: შენ: მამისა: სიცოცხლეო: მოდი: ჭმუნვა: გამიქარვე: გულსა: წყლულსა: მეწამლეო: გითხრა: ჩემი: სამიზეზო: მე: თუ: ლხინთა: რად: დავლეო:

102. თინათინ: ადგა: მივიდა: მიჰყვა: მამისა: ნებასა: უგავს: პირისა: სინათლე: მთვარისა: მოვანებასა: მამამან: გვერცა: დაისვა: აკოცა: ნება: ნებასა: უბრძანა: მახლავ: რად: არა: რად: მელი: მოყჰვანებასა:

103. ქალმან: ჰკადრა: ხელმწიფეო: დაღრეჯილსა: ვინცა: გცნობდეს: ვინცა: გნახა: კადნიერად: რაზომ: გინდა: ამაყობდეს: თქვენი: აგრე: დაღრეჯანი: მნათობთაცა: დაამჴობდეს: კაცმან: საქმე: მოიგვაროს: ვეჭუ: ჭმუნვასა: ესე: სჯობდეს:

104. უბრძანა: შვილო: რაზომცა: მჭირს: საქმე: სავაგლახია: შენი: ჭურეტა: და: სიახლე: ლხინადვე: დამისახია: მომაქარვები: სევდისა: მართ: ვითა: მუფარახია: ვეჭუ: რა: სცნა: შენცა: მამართლო: ჩემი: სულთქმა: და: ახია:

105. უცხოსა: და: საკვირველსა: ყმასა: რასმე: გარდვეკიდე: მისმან: შუქმან: გაანათლა: სამყარო: და: ჴმელთა: კიდე: რა: უმძიმდა: არ: ვიცოდით: ან: ტიროდა: ვისთვის: კიდე: ჩემად: ნახვად: არ: მოვიდა: გავგულისდი,: წავეკიდე:

106. მე: რა: მნახა: ცხენსა: შეჯდა: თვალთა: ცრემლნი: მოიჴოცა: შესაპყრობლად: შევუზახენ: სპანი: სრულად: დამიჴოცნა: ვითა: ეშმა: დამეკარგა: არ: კაცურად: გარდამკოცა: ჯერთცა: ესე: არა: ვიცი: ცხადი: იყო: თუ: მეოცა:

107. აწ: ესე: მიკვირს: რა: იყო: ანუ: რა: ვნახე: დარული: მან: დამიჴოცნა: ლაშქარი: ადინა: სისხლი: ღვარული: კაცთა: ჴორცისად: ვით: ითქმის: ისრე: თვალთაგან: ფარული: უცილოდ: ღ~თსა: მოვსძულდი: აქამდის: მე: მხიარული:

108. ტკბილნი: მისნი: წყალობანი: ბოლოდ: ასრე: გამემწარნეს: დამავიწყდეს: რაცა: დღენი: მხიარულსა: წამეარნეს: ყოვლმან: პირმან: ვაგლახ: მიყოს: ვეღარავინ: მინეტარნეს: სადამდისცა: დღენი: მესხნენ: ვეღარამან: გამახარნეს:

109. ქალმან: ჰკადრა: მოგახსენებ: მე: სიტყვასა: დანაყბედსა: ჰე: მეფეო: რად: ემდურვი: ანუ: ღ~თსა: ანუ: ბედსა: რად: დასწამებ: სიმწარესა: ყოველთათვის: ტკბილად: მხედსა: ბოროტიმცა: რად: შეჰქმნიხარ: კეთილისა: შემოქმედსა:

110. თუ: ცუდი: რამე: გინახავს: მაცთური: ანუ: ქაჯია: ამისთვის: მეფე: რად: სჭმუნავ: ანუ: რად: გაგისაჯია: სიტკბოსა: ნაცულად: ღ~თისაგან: სიმწარე: რად: გიაჯია: მასვე: ევედრე: მოასხი: ყოვლი: მუყრი: და: აჯია:

111. მე: ამას: ვარჩევ: მეფე: ხარ: მეფეთა: ზედა: მფლობელი: შორს: არის: თქვენი: საზღვარი: ბრძანება: მიუთხრობელი: გაგზავნე: კაცი: ყოველგან: მისთა: ამბავთა: მცნობელი: ადრე: სცნობთ: არის: იგი: ყმა: შობილი: თუ: უშობელი:

112. თუ: ყოფილა: იგი: მოყმე: ჴორციელი: ჴმელთა: მვლელად: მას: ნახვიდა: სხვაცა: ვინმე: გამოჩნდების: მასწავლელად: თუ: არა: ეშმა: გჩვენებია: ლხინთა: შენთა: შეცამცულელად: სევდისაგან: მოიცალეთ: რად: შექნილხართ: მოუცლელად:

113. როსტან: სიტყვა: ასულისა: მოეწონა,: ეკეთაცა: პირი: ჴელით: დაუჭირა: გარდაჰკოცნა: კვლა: და: კვლაცა: უბრძანა: თუ: დაგმორჩილდე: რაცა: მითხარ: აგრე: ვქნაცა: იგივეა: მჴსნელი: ჩემი: ვინცა: მიწა: გამაკაცა:

114. მოასხნეს: კაცნი: გაგზავნეს: ოთხთავე: ცისა: კიდეთა: უბრძანეს: წადით: პატიჯთა: თავიმცა: რად: არიდეთა: მონახეთ: ძებნეთ: იგი: ყმა: სხვად: ნურად: მოიცლიდეთა: მისწერეთ: წიგნი: სადაცა: ვერ: მისწუდეთ: ვერ: მიხვიდეთა:

115. კაცნი: წავიდეს: იარეს: მათ: ერთი: წელიწადია: მონახეს: ძებნეს: იგი: ყმა: იკითხეს: კვლა: და: კვლა: დია: ვერ: ნახეს: მისი: მნახავი: ღ~თისაგან: დანაბადია: ცუდად: მაშვრალნი: მოვიდეს: მათსავე: გულსა: ზადია:

116. როსტევანს: ჰკადრეს: მეფეო: ჩვენ: ჴმელნი: მოვიარენით: მაგრა: ვერ: ვჰპოვეთ: იგი: ყმა: მით: ვერა: გავიხარენით: მისსა: მნახავსა: სულდგმულსა: კაცსა: ვერ: შევეყარენით: ჩვენ: ვერა: გარგეთ: საქმენი: სხვანი: რა: მოიგვარენით: